არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

სიცოცხლის განსაცვიფრებელი მრავალფეროვნება ზემო ამაზონზე (აპრილი, 2010) თქვენს სტატიაში ნათქვამი იყო, რომ აგუარუნას ტომი ხუთ ღმერთს ეთაყვანება. მე არ გეთანხმებით ამაში, რადგან თავად ვარ ამ ტომის წარმომადგენელი. თქვენ შეცდომა დაუშვით, რადგან აგუარუნას ხალხის უმეტესობა აცხადებს, რომ ქრისტიანია და არ ეთაყვანება ხუთ ღმერთს, როგორც ეს თქვენს ჟურნალში ეწერა. აგუარუნას ტომის ხალხი ხშირად კითხულობს თქვენს ჟურნალს. გთხოვთ, შესწორება შეიტანოთ.

ტ. პ. ტ. (პერუ)

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ჩვენ აგუარუნას ტომზე სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიეთ ინფორმაცია, რომელშიც აგრეთვე შედიოდა ამ ტომის ყოფილ მკვიდრთაგან აღებული ინტერვიუები და არაერთი გამოქვეყნებული მასალა. 2004 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ასეთ მასალაში (Atlas Regional del Perú) აღწერილია აგუარუნას ტომის ხუთი ღვთაება და მოცემულია მათი სახელები. თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აგუარუნას ტომის ზოგი წარმომადგენელი მართლაც მოექცა ნომინალურ ქრისტიანობაზე. ბოდიშს ვიხდით, თუ რამე შეცდომა დავუშვით.

ენის ბორძიკით ლაპარაკი — როგორ შეგიძლიათ მეტყველების გაუმჯობესება? (მაისი, 2010) დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. მეც ენის ბორძიკით ვლაპარაკობ და ხშირად ამის გამო თავს მარტო ვგრძნობ. მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ მარტო არა ვარ. ახლა გადავწყვიტე, თავი ხელში ავიყვანო და რაფაელის მსგავსად, როცა ენა დამებმება, მეც გავიღიმო და არ დავკარგო იუმორის გრძნობა.

უ. ს. (იაპონია)

ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ მაქვს ასეთი ცუდი წარმოდგენა საკუთარ თავზე? (მაისი, 2010) 12 წლის ვარ და დედასთან ერთად ვცხოვრობ, რომელსაც სერიოზული დაავადება სჭირს. დედა მარტო მზრდის. სტატიაში დასმულ კითხვაზე „შენი აზრით, უყვარხარ სხვებს?“ ჩემი გულწრფელი პასუხი იყო „არა“. ეს მე ძალიან გულს მტკენს. ამის შესახებ რამდენიმე მოწიფულ ქრისტიანს და დედაჩემს დაველაპარაკე. სტატიამ დამანახვა, რომ ნამდვილად არ მაქვს საკუთარი თავის ასე მკაცრად განსჯის მიზეზი. მე ბევრს ვუყვარვარ. მადლობა, რომ დამანახვეთ, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა ადამიანებზე.

კ. ჰ. (საფრანგეთი)

სტატიამ ძალა მომცა, რომ წარსულის მტკივნეულ მოგონებებს ადრინდელივით აღარ დავეთრგუნე და უღირსობის გრძნობას მოვრეოდი, რომელიც ზოგჯერ დღესაც მახსენებს თავს. არასდროს დამავიწყდება სტატიაში განხილული სამი რჩევა და განსაკუთრებით ის მაგალითი, რომელიც ოდნავ გახეულ კუპიურას ეხებოდა. დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი სტატიისთვის!

ს. უ. (სამხრეთი კორეა)