არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ზღვის ძუძუმწოვართა ცხიმი

● ათეულობით წლის განმავლობაში მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, როგორ ავითარებს დელფინი ცურვის დროს საათში დაახლოებით 40 კილომეტრს. მათთვის ეს გასაკვირი იმიტომ იყო, რომ ძუძუმწოვრებს არა აქვთ საკმარისი კუნთოვანი მასა. მაგრამ დელფინებს აქვთ ერთი საიდუმლო და ეს საიდუმლო მათ ცხიმშია. ეს რთული შემადგენლობის ნივთიერება კანქვეშ აღმოაჩნდათ ზღვის ღორებს, ვეშაპებსა და ზღვის სხვა ბინადრებს.

დაფიქრდით: „ცხიმი არის რთული შემაერთებელი ქსოვილისგან შემდგარი სქელი, მკვრივი შრე, რომელიც ცხიმოვანი უჯრედებისგან შედგება,“ — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში. ცხიმი თითქმის მთლიან სხეულს ფარავს და „მჭიდროდ უკავშირდება კუნთებსა და ჩონჩხს მარაოს ფორმისა და რთული აგებულების მყესებითა და სახსრებით“. თავის მხრივ, მყესები და სახსრები შედგება ელასტინის ბოჭკოებისა და კოლაგენისგან — ცილებისგან, რომელიც ასევე კანში, და ძვლებშია. ეს ცხიმი მხოლოდ დამცავი ცხიმოვანი შრე როდია. ეს არის სხვადასხვა ცოცხალი ქსოვილისგან შემდგარი რთული კომბინაცია (New World Encyclopedia).

როგორ ეხმარება ცხიმი დელფინებსა და ზღვის ღორებს სწრაფად ცურვაში? (მაგალითისთვის ჩრდილოური უფარფლო ზღვის ღორი საათში 56 კილომეტრზე მეტი სიჩქარით დაცურავს.) ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ცხიმი ძუძუმწოვრების სხეულს უფრო გარსშემომდენ ფორმას აძლევს. სხვა მიზეზი კი ისაა, რომ კუდისა და ზურგის ფარფლს შორის მოთავსებული ცხიმი უკავშირდება კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების მჭიდრო მწკრივს და სწორედ ასეთი განლაგება ანიჭებს კუდს ელასტიკურობას და ამარაგებს ენერგიით. და როცა კუნთები კუდს ერთი მიმართულებით ქაჩავს, ცხიმი ზამბარასავით მოქმედებს და უკან აბრუნებს მას. შედეგად ეს ძუძუმწოვარა გადაადგილდება კიდეც და ენერგიასაც ინახავს.

ცხიმი ასევე ეხმარება წყლის ბინადარს, იტივტივოს წყალზე და სხეულის ტემპერატურაც შეინარჩუნოს. როდესაც ცხოველს არა აქვს საკმარისი საკვები, მისი ენერგიის წყარო ცხიმი ხდება. ცხადია, თუ რატომ იპყრობს ცხიმის ასეთი უნივერსალური შემადგენლობა მათ ყურადღებას, ვინც ცდილობს, გააუმჯობესოს საზღვაო ტრანსპორტი და გაზარდოს მათი სიჩქარე.

რას ფიქრობთ? ცხიმის ასეთი მასა თავისით წარმოიქმნა, თუ ამ საქმეში ღვთის ხელი ურევია?

[დიაგრამა 17 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბოჭკოები

კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების ბადე კვეთაში