არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ზღვის ზღარბის თვითლესვადი კბილი

● ზღვის ზღარბი თავისი ხუთი კბილით ღრღნის კლდეს და იქ იკეთებს თავშესაფარს. ხეხვისა და ცვეთის მიუხედავად, ზღარბის კბილი კვლავაც გალესილი რჩება. „ეს არის ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ სამუშაო იარაღზე ბასრი იარაღი“, — აღნიშნავს პუპა გილბერტი, უისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი (აშშ). რაში მდგომარეობს ზღვის ზღარბის საიდუმლო?

დაფიქრდით: ზღვის ზღარბის კბილი ერთმანეთზე დაშენებული კრისტალებისგან შედგება. თუმცა „კბილი გარკვეულ ადგილებში მყიფეა“, — აღნიშნავს პროფესორი გილბერტი. კბილში არსებული სუსტი ორგანული ნივთიერებების გამო, რომლითაც კბილი ნასვრეტებიან ფურცელს წააგავს, გაცვეთილი ფენა ადვილად ტყდება და მის ადგილს ახალი გალესილი წვერი იკავებს. ვინაიდან კბილის ერთი ბოლო გამუდმებით იზრდება, ხოლო მეორე ბოლო გამუდმებით ილესება, კბილი არასოდეს ბლაგვდება. გილბერტმა ზღვის ზღარბის კბილს „ბუნებაში არსებული იშვიათი სტრუქტურის თვითლესვადი იარაღი“ უწოდა.

სამუშაო იარაღების შემქმნელთათვის ბევრი რამის მთქმელია იმის ცოდნა, თუ როგორ ილესება ზღვის ზღარბის კბილი თავისით. თეორიულად ეს შესაძლებელს ხდის ისეთი სამუშაო იარაღის შექმნას, რომელიც მუშაობაშივე გაილესება. „ამ ყველაფრის საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ ზღარბის ლესვის მექანიზმია“, — ამბობს პროფესორი გილბერტი.

რას ფიქრობთ? ვიქნებით მართლები, ზღვის ზღარბის კბილის შექმნა შემთხვევითობას რომ მივაწეროთ?

[დიაგრამა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მზარდი კბილი

კირიანი ფილა

გალესილი კბილი

[სურათი 16 გვერდზე]

ზღვის ზღარბი

[სურათი 16 გვერდზე]

ხუთი კბილი

[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]

Both photos: Courtesy of Pupa Gilbert/University of Wisconsin-Madison