ჯონ ფოქსი და ძნელბედობის ჟამი
ჯონ ფოქსი და ძნელბედობის ჟამი
სწავლობენ ადამიანები რასმე წარსული შეცდომებიდან? წაიკითხეთ ჯონ ფოქსის ისტორია და შემდეგ გაეცით ამ კითხვას პასუხი. ჯონ ფოქსი იყო ინგლისელი კაცი, რომელმაც ხელში კალამი იმ იმედით აიღო, რომ თავისი მკითხველისთვის უარი ეთქმევინებინა მისი ეპოქისთვის დამახასიათებელ ენით აუწერელ სისასტიკეზე.
ჯონ ფოქსის ჩანაწერები, რომლებიც რეფორმაციის პერიოდში დაიწერა, საუკუნეების მანძილზე უდიდეს გავლენას ახდენდა ინგლისელ ხალხზე. ის 25 წლის განმავლობაში წერდა წიგნს, „ეკლესიის ქმედებანი და მონუმენტები“. ბევრი ამ ნაშრომს ბიბლიის შემდეგ პირველ წიგნად მიიჩნევდა, რადგან მან უაღრესად დიდი გავლენა იქონია ინგლისელი ხალხის ენასა და კულტურაზე.
ძნელბედობის ჟამი
ჯონ ფოქსი ბოსტონში, ინგლისში დაიბადა 1516 ან 1517 წელს, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა გადმოცემის თანახმად, მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის (გერმანია) ტაძრის კარზე თავისი 95 თეზისი, საპროტესტო დებულება, გამოაკრა. ასე რომ, რომაელ კათოლიკედ დაბადებული ფოქსი, ასპარეზზე მაშინ გამოვიდა, როცა რეფორმატორები კათოლიკური ეკლესიის უფლებამოსილებისა და სწავლებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ფოქსი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც სხვა საგნებთან ერთად, ბერძნულ და ებრაულ ენებსაც სწავლობდა. ამან მას ბიბლიის ორიგინალის ენებზე წაკითხვის შესაძლებლობა მისცა. შედეგად, კათოლიკურ სწავლებებს ეჭვის თვალით დაუწყო ყურება. მისი კოლეგები ეჭვობდნენ, რომ ის შეიძლებოდა პროტესტანტი გამხდარიყო და თავიანთი ეჭვი უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს მოახსენეს. ამ ამბის შემდეგ ფოქსს გამუდმებით უთვალთვალებდნენ.
1543 წელს ფოქსმა მაგისტრის წოდება მიიღო და მღვდლად მსახურების უფლებამოსილება მოიპოვა, მაგრამ უარი თქვა მღვდლობაზე, რადგან არ ეთანხმებოდა ეკლესიის სწავლებას ცელიბატზე. ის იძულებული გახდა, უარი ეთქვა თავის კარიერაზე. ფოქსი ერეტიკოსად შერაცხეს, და თუ ბრალდება დაუმტკიცდებოდა, სიკვდილი ელოდა. 1545 წელს ის უნივერსიტეტიდან წამოვიდა და უორიქშირის საგრაფოში, სტრეტფორდ-ონ-ეივონთან ახლოს ერთ ოჯახში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. აქ ის დაქორწინდა აგნეს რანდალზე.
აგნესმა ფოქსს უამბო ერთი ქვრივი ქალის, სმითის, ამბავი, რომელიც ქალაქ კოვენტრის მახლობლად ცხოვრობდა. თურმე ამ ქალს თავისი შვილებისთვის ათი მცნება და იესოს ლოცვა ესწავლებინა, რომელსაც უფლის ლოცვას უწოდებენ, ოღონდ ლათინურად კი არა, ინგლისურად. ასეთი „დანაშაულის“ გამო ის კოცონზე დაუწვავთ ექვს კაცთან ერთად, რომლებსაც იგივე ბრალდება ჰქონიათ წაყენებული. ამ უსამართლობით აღშფოთებული ხალხის დასაშოშმინებლად ადგილობრივ ეპისკოპოსს ხმები დაეყარა, რომ თურმე ისინი კოცონზე სხვა „უფრო მძიმე დანაშაულისთვის“ დაუწვავთ — თითქოს მათ პარასკევს და მარხვის სხვა დღეებში ხორცი ეჭამათ.
როგორ შეძლეს წამებულებმა ბიბლიის მონაკვეთების ინგლისურ ენაზე წაკითხვა? 150 წლით ადრე ეკლესიის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯონ * მათ თან დაჰქონდათ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ხელნაწერები და ხალხს უკითხავდნენ. როგორც კი ეს ამბავი მთავრობის ყურს მისწვდა, გადაწყდა, რომ მათი საქმიანობა ჩახშობილიყო. 1401 წელს ინგლისის პარლამენტმა ეპისკოპოსებს უფლება მისცა ერეტიკოსები დაეპატიმრებინათ, ეწამებინათ და კოცონზე დაეწვათ.
უიკლიფმა ბიბლია ლათინურიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა. ის აგრეთვე ამზადებდა მქადაგებლებს, რომლებიც ლოლარდების სახელით იყვნენ ცნობილი.ფოქსი, იმის შიშით, რომ არ დაეპატიმრებინათ, ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა, სადაც მოგვიანებით პროტესტანტებს შეუერთდა. იქ მან ინგლისურად თარგმნა გერმანელი რეფორმატორების ტრაქტატები და ლათინურად დაწერილი სხვა ტრაქტატები. მან თავადაც დაწერა რამდენიმე ტრაქტატი.
გარდა ამისა, ფოქსი შეუდგა ლოლარდების ისტორიის აღწერას, რომელიც 1554 წელს დაასრულა. ეს 212 ფურცლიანი ნაშრომი გამოიცა ლათინურ ენაზე პატარა ფორმატით სტრასბურგში (საფრანგეთი). ფაქტობრივად, ეს იყო პირველი ტომი წიგნისა „ეკლესიის ქმედებანი და მონუმენტები“. ხუთი წლის შემდეგ მისი მოცულობა და ფორმატი გაიზარდა და 750 გვერდი შეადგინა.
ეკლესიის შეუწყნარებლობას სიკვდილი მოჰყვება
ევროპაში მიმდინარე პროტესტანტულმა რეფორმაციამ ათასობით კაცის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. 1553 წელს ინგლისის სამეფო გვირგვინი თავგამოდებულმა კათოლიკე ქალმა მოირგო, რომელიც ისტორიაში „სისხლიანი მერის“ სახელით შევიდა. 1534 წლიდან ინგლისის პარლამენტს ყოველგვარი კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი რომის კათოლიკურ ეკლესიასთან და დედოფალმა განიზრახა, ინგლისი კვლავ პაპის დაქვემდებარებაში მოექცია. მერის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში დაახლოებით 300 ადამიანი, მათ შორის პროტესტანტული ეკლესიის ლიდერები, ერეტიკოსებად შერაცხეს და კოცონზე დაწვეს. უამრავი ადამიანი ციხეში დაიხოცა.
ფოქსი ამ საშინელ პერიოდს იმის წყალობით გადაურჩა, რომ მერის ტახტზე ასვლისთანავე ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადაიხვეწა. 1559 წელს მერის პროტესტანტი დის, ელისაბედის, ინგლისის სამეფო ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ ფოქსი სხვა გადასახლებულებთან ერთად ინგლისში დაბრუნდა. იმავე * რაც მას უფლებას აძლევდა, თავი ეკლესიის უზენაეს მმართველად გამოეცხადებინა. ამის საპასუხოდ, პაპმა პიუს V-მ 1570 წელს ელისაბედი ეკლესიიდან განკვეთა. ცოტა ხანში გამოაშკარავდა, რომ ქვეყანაში გარე ძალები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ამ გეგმაში პროტესტანტი დედოფლის მოკვლაც შედიოდა. ამას მოჰყვა ის, რომ ასობით კათოლიკეს ღალატში დასდეს ბრალი და დედოფლის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
წელს, ელისაბედმა აღადგინა „უზენაესობის აქტი“,როგორ დაშორდა ქრისტიანული სამყარო — კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესია — ქრისტე იესოს სწავლებებს! მან ხომ გვასწავლა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). კათოლიკებმა და პროტესტანტებმა ყურად არ იღეს იესოს ეს ნათელი მითითება და ამით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ქრისტიანობას. მოვლენების ასეთი განვითარება ნაწინასწარმეტყველები იყო ბიბლიაში. მოციქული პეტრე წერდა, რომ მათ გამო, ვისაც თავი ქრისტიანად მოჰქონდა, „ჭეშმარიტების გზა დაიგმობოდა“ (2 პეტრე 2:1, 2).
ფოქსი ამთავრებს თავის ნაშრომს
ინგლისში დაბრუნებული ფოქსი იწყებს მუშაობას საკუთარი ნაშრომის ვრცელ გამოცემაზე, რომელშიც შევიდოდა ის ფაქტები და მოვლენები, რომელთა თვითმხილველებიც ამ ნაშრომის ზოგიერთი მკითხველი თავად იქნებოდა. მისი პირველი ინგლისური ნაშრომი გამოიცა 1563 წელს და მალევე იქცა ბესტსელერად. ის შედგებოდა 1 800 გვერდისგან და უამრავი ხეზე მოხატული ილუსტრაციისგან.
გავიდა შვიდი წელი და ფოქსმა უკვე მეორე ნაშრომი გამოსცა. ეს ორტომეული 2 300 გვერდისა და 153 ილუსტრაციისგან შედგებოდა. მომდევნო წელს ინგლისის ეკლესიამ მიიღო დადგენილება, რომ ამ წიგნის თითო ეგზემპლარი ბიბლიის გვერდით დაედოთ ინგლისის ყველა ტაძარში. გარდა ამისა, ეკლესიის წინამძღოლებს ეს ნაშრომი სახლებში უნდა ჰქონოდათ, თავიანთი შინამოსამსახურეებისა და სტუმრების საკეთილდღეოდ. მალე მრევლიც მიჰყვა მათ მაგალითს. ამ წიგნის გამოყენება მათაც შეეძლოთ, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა, რადგან წიგნში ბევრი ილუსტრაცია იყო მოცემული. ეს ნახატები ისე იყო შესრულებული, რომ ღრმა კვალს ტოვებდა მკითხველზე.
ამ პერიოდში ჯონ ფოქსი პურიტანებს შეუერთდა. პურიტანები იყვნენ პროტესტანტები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ რომის ეკლესიისგან გამოყოფა არ იყო საკმარისი. ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანს საკუთარ თავში კათოლიციზმის ყოველგვარი კვალი უნდა წაეშალა. ცოტა უცნაურია, მაგრამ პურიტანები ასეთმა სწავლებამ ინგლისის პროტესტანტულ ეკლესიასთან დააპირისპირა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისის ეკლესიამ ბევრი კათოლიკური სწავლება და ჩვეულება შეითვისა.
ჯონ ფოქსმა ფარდა ახადა იმ პერიოდში არსებულ ბევრ რელიგიურ უსამართლობას და ძალადობას. შეიძლება ითქვას, რომ მისი ნაშრომები ინგლისელ ხალხს საუკუნეების განმავლობაში უყალიბებდა აზრს, თუ როგორი შეხედულება უნდა ჰქონოდათ რელიგიასა და პოლიტიკაზე.
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 იხილეთ 1980 წლის 1 აგვისტოს ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „ლოლარდები, ბიბლიის მამაცი მქადაგებლები“ (ინგლ).
^ აბზ. 14 მონტგომერი თავის წიგნში „ინგლისის ისტორიის უმთავრესი ფაქტები“ აღნიშნავს, რომ 1534 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო „უზენაესობის აქტი“, რომელიც ჰენრი VIII-ს უპირობოდ აცხადებდა ეკლესიის ერთპიროვნულ მმართველად. ამით მან უარყო ეკლესიის ბრალდება, რითაც მას ეკლესიის ღალატში სდებდნენ ბრალს. მეფემ კალმის ერთი მოსმით გააუქმა ათასწლოვანი ტრადიციები და მის გადაწყვეტილებას, რომ ეკლესია პაპისგან დამოუკიდებელი ყოფილიყო, ინგლისმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]
ფოქსის „წამებულთა წიგნი“
რაკი კათოლიკური ეკლესია არ წყვეტდა ბრძოლას რეფორმატორების წინააღმდეგ, წამებულთა ცხოვრების ევროპელი აღმწერები, მაგალითად, ისეთი როგორიც იყო ჟან კრესპენი, აღწერდნენ თავიანთ ქვეყანაში მცხოვრები წამებულების უსასტიკეს დევნასა და წამებას. * შედეგად ფოქსის წიგნი „ეკლესიის ქმედებანი და მონუმენტები“ ხალხისთვის ფოქსის „წამებულთა წიგნის“ სახელით გახდა ცნობილი. მოგვიანებით უკვე ამ სახელით გამოიცა წიგნის გადამუშავებული და შემოკლებული ვერსია.
[სქოლიო]
^ აბზ. 26 იხილეთ ამ ჟურნალის 2011 წლის მარტის გამოცემაში დაბეჭდილი სტატია «ჟან კრესპენის „წამებულთა წიგნი“».
[საავტორო უფლება]
© Classic Vision/age fotostock
[სურათი 27 გვერდზე]
ჯონ უიკლიფი ლოლარდების სახელით ცნობილ მქადაგებლებს საქადაგოდ აგზავნის
[საავტორო უფლება]
From the book The Church of England: A History for the People, 1905, Vol. II
[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]
From Foxe’s Book of Martyrs