არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ლაბორატორიულმა ტესტმა აჩვენა, რომ ინგლისის ქალაქების ცენტრებში დამონტაჟებულ ბანკომატების კლავიატურებზე იმდენივე მავნე ბაქტერია ბინადრობს, რამდენიც ინგლისის საზოგადოებრივი ტუალეტის უნიტაზებზე (THE TELEGRAPH, დიდი ბრიტანეთი).

„ზოგჯერ მეცნიერები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ ვერ ამჩნევენ დედამიწის ზედაპირზე გაჩენილ ბზარებს . . . (ამას ადასტურებს წელს ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვრა და შარშან ჰაიტის მიწისძვრა) ეს ბადებს შემდეგ აღმაშფოთებელ შეკითხვას: რამდენი და რა სიმძლავრის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს ასეთი ბზარების გამო?“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).

„მსოფლიოს 4 უმდიდრეს ადამიანს . . . გააჩნია იმაზე მეტი სიმდიდრე, ვიდრე 57 ღარიბ ქვეყანას ერთად აღებულს“ („საგარეო პოლიტიკა“, იანვარი/თებერვალი 2011 წელი, აშშ).

მონაცემების თანახმად, პოლონეთში ბიზნესმენების 90 პროცენტი გასული ორი წლის განმავლობაში თავიანთივე მუშახელის ქურდობისა და თაღლითობის მსხვერპლი გახდა (GAZETA PRACA, პოლონეთი).

ბრაზილიაში კათოლიკური ეკლესია 300 დოლარით აჯარიმებს პატარძალს, თუ ის საქორწინო ცერემონიალზე დაიგვიანებს. წყვილი თანხას წინასწარ იხდის და თუ ნეფე-დედოფალი თავის დროზე გამოცხადდება ცერემონიალზე, ფული უკან უბრუნდებათ (G1, ბრაზილია).

პაპი აღარ არის ორგანოების დონორი

იტალიაში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთის თანახმად, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი იოზეფ რატცინგერი ორგანოების დონორი იყო. მას შემდეგ, რაც ის პაპ ბენედიქტე XVI-დ შერაცხეს, მეტად აღარ არის ორგანოების დონორი. რატომ? ვატიკანის იერარქიის წევრი, არქიეპისკოპოსი ზიგმუნტ ჟიმოვსკი ამბობს: „პაპის სხეული მთელი ეკლესიის საკუთრებაა. პაპის სიკვდილის შემდეგ მისი სხეული ხელუხლებელი რჩება, რათა მომავალში ხალხს მისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა ჰქონდეს“ (La Repubblica).

სიცოცხლე ფულის სანაცვლოდ

გაიღებდა ვინმე ერთი წლის სიცოცხლეს მილიონი ევროს სანაცვლოდ? გერმანიაში „ემნიდის“ ინსტიტუტმა „რიდერზ დაიჯესტ დოიჩლანდის“ დაკვეთით ჩაატარა ასეთი გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ 4 კაციდან 1 და 6 ქალიდან 1 ამას გააკეთებდა. ახალგაზრდების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს „გარიგება“ ძალზე მიმზიდველი აღმოჩნდა 14-დან 29 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 29 პროცენტისა და 30-დან 39 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 25 პროცენტისთვის. აღმოჩნდა, რომ ხანში შესულები უფრო მეტად აფასებენ სიცოცხლეს. ამ შემოთავაზებაზე 50-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანთა მხოლოდ 13 პროცენტი და 60 წელს გადაცილებული ადამიანების მხოლოდ 11 პროცენტია თანახმა.