არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეს რამ მათქმევინა?

ეს რამ მათქმევინა?

ახალგაზრდების შეკითხვები

ეს რამ მათქმევინა?

ეს სტატია დაგაფიქრებს შემდეგ საკითხებზე:

რატომ ამბობ ზოგჯერ ისეთ რამეს, რისი თქმაც არ ღირს

რა უნდა ქნა, როცა ვინმესთან რამე გეშლება საუბარში

როგორ გააკონტროლო ენა

„ენის გაკონტროლება შემიძლია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი რამე წამომცდება ხოლმე, რომ არ ვიცი, სად დავიმალო“ (ჩეისი)

„ხანდახან ისეთ რამეს ვამბობ, რასაც ალბათ, ყველა ფიქრობს, უბრალოდ ხმამაღლა არ შეიძლება ამის თქმა“ (ალია)

რატომ ხდება ეს

ბიბლიური მუხლი: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2). რა აზრია ჩადებული ამ ბიბლიურ მუხლში? სრულად არავის შეუძლია ენის გაკონტროლება. ბევრი დაეთანხმება ანეტის * სიტყვებს, რომელიც ასეთ რამეს ამბობს: „უნდა ეცადო, რომ რასაც ფიქრობ და რისი თქმაც გინდა, სწორად გადმოსცე“.

ნამდვილი ამბავი: «ერთხელ ჩემს მეგობარს ჩემი ტანსაცმლიდან, რომლის ჩაცმასაც აღარ ვაპირებდი, რაღაც-რაღაცები მოეწონა. დაუფიქრებლად ვუთხარი, არა მგონია ეგენი მოგივიდეს-მეთქი. „რატო რა, ეგეთი მსუქანი ვარ?“ — მიპასუხა განაწყენებულმა» (კორინი).

თუ გინდა, რომ გაიგო, რატომ გიჭირს ენის კონტროლი . . .

● აღნიშნე, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გახასიათებს.

․․․․․ სულ გაბრაზებული ვლაპარაკობ

․․․․․ ჩვევაში მაქვს დაუფიქრებელი ლაპარაკი

․․․․․ სხვებს არ ვუსმენ, როცა მელაპარაკებიან და ისე ვესაუბრები

․․․․․ სხვა ․․․․․

მაგალითი: „ჩემი პრობლემა იმაშია, რომ სულ ვხუმრობ და ჩემს ხუმრობას ზოგჯერ არასწორად იგებენ“ (ალექსისი).

დაფიქრდი, ყველაზე მეტად ვისთან მოგდის ზედმეტები საუბარში.

․․․․․ მშობლებთან

․․․․․ საკუთარ და-ძმებთან

․․․․․ მეგობრებთან

․․․․․ სხვებთან ․․․․․

მაგალითი: „ისე ხდება, რომ ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, იმას უფრო ადვილად ვტკენ ხოლმე გულს. ეს იმიტომ, რომ მასთან ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს და ვეღარ ვამჩნევ, ისე გადავდივარ ზღვარს“, — ამბობს 20 წლის კრისტინა.

რა უნდა ქნა, როცა რამე გეშლება

ბიბლიური მუხლი: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“ (რომაელები 14:19). ამ რჩევის გამოყენების ერთ-ერთი მხარე მობოდიშებაა.

ნამდვილი ამბავი: „ათი თვისა ვიყავი, დედა რომ მომიკვდა. მამამაც დამტოვა. დეიდამ და ბიძამ გამზარდეს. ერთხელ საშინლად მარტო ვიგრძენი თავი. მაშინ სადღაც ათი-თერთმეტი წლისა ვიქნებოდი. ძალიან გავბრაზდი დედა რომ არ მყავდა და მინდოდა ვინმე დამედანაშაულებინა ამაში. იმ მომენტში დეიდამ რაღაცაში დახმარება მთხოვა, მე კი ყვირილი დავუწყე — მეზიზღები, შენ არა ხარ ჩემი ნამდვილი დედა-მეთქი. დეიდას სახე წაეშალა. შევიდა თავის ოთახში და ჩაიკეტა. მესმოდა, როგორ ტიროდა ხმამაღლა. იმ წუთას რაღაც საშინელი გრძნობა გამიჩნდა; საწყალი დეიდაჩემი სულ ჩემზე ფიქრობდა და ზედ იყო გადაყოლილი, მე კი რით გადავუხადე. ბიძაჩემი მელაპარაკა და მაჩვენა ის ბიბლიური მუხლები, სადაც ენის კონტროლზე იყო საუბარი. მივედი და მთელი გულით მოვუბოდიშე დეიდას. მივხვდი, რომ მართლა არასწორად მოვიქეცი“ (კარენი).

დაწერე ერთი მიზეზი, თუ რატომ გიჭირს მობოდიშება.

․․․․․

რატომ იგრძნობ თავს უკეთ ბოდიშის მოხდის შემდეგ?

․․․․․

მინიშნება: დაფიქრდი იგავების 11:2-სა და მათეს 5:23, 24-ში ჩაწერილ პრინციპებზე.

კარგია, თუ ისე მოიქცევი, რომ მობოდიშება არ დაგჭირდეს. გაინტერესებს, რა არის ამისთვის საჭირო?

როგორ შეგიძლია ენის მოთვინიერება

ბიბლიური მუხლი: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). აქ არის მოცემული რამდენიმე მინიშნება, რაზე დაფიქრებაც ამ რჩევის გამოყენებაში წაგეხმარება.

წაიკითხე ქვემოთ მოყვანილი მუხლები და დააკავშირე შესაბამის რჩევასთან.

იგავების 12:16

იგავების 17:14

იგავების 26:20

ეკლესიასტეს 7:9

ფილიპელების 2:3

1 „თუ გინდა, რომ ადვილად არ განაწყენდე, ყველაფერს სერიოზულად ნუ მიიღებ“ (დანეტი).

2 „ზოგჯერ სასეირნოდ დავდივარ ხოლმე. ამ დროს საშუალება მაქვს, განვმარტოვდე და ცოტა დავმშვიდდე“ (ბრილი).

3 „ადრე მეგონა, რომ ყოველთვის, როცა რაღაცას ვფიქრობდი, უნდა მეთქვა. მაგრამ მერე ნელ-ნელა ვისწავლე, რომ უმნიშვნელო რაღაცებზე უნდა გავჩუმდე“ (სილია).

4 „როცა ვინმე გიყვირის ან გეჩხუბება და შენ ხმას არ სცემ, ბოლოს და ბოლოს დაიღლება და გაჩერდება. უბრალოდ მოთმინებაა საჭირო. ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხა“ (კერენი).

5 „ზოგჯერ არის ხოლმე ისეთი მომენტი, როცა ვიღაცაზე ვბრაზდები და მინდა, რომ პირდაპირ პირში მივახალო, რასაც ვფიქრობ. მაგრამ, როცა ვჩერდები და ვითმენ, თანდათან ვხვდები, რამხელა უაზრობა იქნებოდა ამის გაკეთება. ერთი რამე ვისწავლე, არ მქონდეს უცაბედი რეაქციები“ (ჩარლზი).

თუ გინდა, რომ სხვა სტატიებიც წაიკითხო ამ თემაზე რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“, ეწვიე ვებ-გვერდს www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ამ სტატიაში ზოგიერთი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო⁄სურათები 22 გვერდზე]

ალია — როცა რამის თქმა მინდა, ჯერ ჩემს თავს ვეკითხები, როგორ იმოქმედებს იმ სიტუაციაზე ჩემი სიტყვები. როგორ მიიღებს ჩემს ნათქვამს ის ადამიანი, ვისაც ვესაუბრები? თუ ზუსტად არ იცი, რისი თქმა გინდა, ჯობია საერთოდ არ ამოიღო ხმა.

ჩეისი — სანამ რამეს ვიტყვი, ვფიქრობ, როგორ იმოქმედებს ჩემი ნათქვამი გარშემომყოფებზე. ასე მგონია, რომ, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო კარგად ვსწავლობ ენის კონტროლს. გამოცდილება თავისას შვრება.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

როგორც იაკობმა თქვა, რაკიღა ყველანი არასრულყოფილები ვართ, „ყველა ხშირად ვცდებით“. ამიტომ ჰკითხე შენს მშობლებს, როგორ ცდილობდნენ ისინი თავიანთი საუბრების გაკონტროლებას (იაკობი 3:2).

[სურათი 22 გვერდზე]

„თუ კბილის პასტა გადმოიქცა, უკან ვეღარ დააბრუნებ. საუბარშიც ასეა. როცა რაიმე გულსატკენს ვამბობთ, მერე ვეღარაფერს ვშველით“ (ჯეიმზი).