ისინი აფასებენ ღვთის სიყვარულს
ისინი აფასებენ ღვთის სიყვარულს
● იესომ გვასწავლა, რომ უნდა ვაფასებდეთ ღვთის სიყვარულს. მან თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე [იესო] მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). წიგნში „დაუახლოვდი იეჰოვას“ ყურადღება მახვილდება ჩვენ მიმართ გამოვლენილ ღვთის სიყვარულზე და იმ დიდებულ მომავალზე, რომელიც წინ გველოდება. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი გახდა ღვთის უძვირფასესი ძღვნის — საკუთარი ძის მიერ გაღებული სიცოცხლის — მეშვეობით.
ერთმა ქალბატონმა ფლორიდიდან (აშშ) მოგვწერა: „მე-5 თავის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო ღრმად დავფიქრდი იეჰოვას გამოვლენილ სიყვარულზე, სიბრძნესა და ძალაზე და უფრო მეტად გამიჩნდა მისადმი მოწიწების გრძნობა. ღმერთი კიდევ უფრო შემიყვარდა“. სამხრეთ დაკოტაში (აშშ) მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა კი ასეთი რამ თქვა: „30 წელზე მეტი ხანი მიჭირდა სიყვარულის გამოვლენა და ასე მეგონა, რომ მეც არავის ვუყვარდი. ამ წიგნმა საერთოდ შემიცვალა თვალსაზრისი“.
320-გვერდიან წიგნში „დაუახლოვდი იეჰოვას“ განხილულია ღვთის ძირითადი თვისებები: ძალა, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული. ამ წიგნის მისაღებად შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული ტალონი და გაგზავნოთ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.