არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კოდალას ზამბარისებრი თავი

კოდალას ზამბარისებრი თავი

ვინ შექმნა?

კოდალას ზამბარისებრი თავი

● როცა გრავიტაციული აჩქარების მაჩვენებელი მერყეობს 80-იდან 100-მდე, ეს ტვინის შერყევას იწვევს. თუმცა კოდალას შემთხვევაში, როდესაც ის ნისკარტით ხეს უკაკუნებს, ეს მაჩვენებელი 1 200-მდე იზრდება. როგორ ართმევს ეს ფრინველი თავს ამ რთულ ამოცანას თავის ტკივილების გარეშე? მარტო თავის ტკივილი კი არა, საერთოდ არაფერი აწუხებს ამ დროს.

დაფიქრდით: მკვლევარებმა აღმოაჩინეს 4 ფაქტორი, რაც კოდალას თავს ზამბარის ეფექტს სძენს. ესენია:

1. ძლიერი და მოქნილი ნისკარტი.

2. ენისქვეშა ძვალი — ძვლოვანი სტრუქტურა და ელასტიკური ქსოვილი, რომელიც გარს უვლის თავის ქალას.

3. ნასვრეტებიანი ძვლოვანი სისტემა თავის ქალაში.

4. თავის ქალასა და ტვინს შორის არსებული სივრცე ზურგის ტვინის სითხისთვის.

თითოეული მათგანი ახშობს დარტყმის ძალას და კოდალას შეუძლია წამში 22-ჯერ დაუკაკუნოს ხეს, თანაც ისე, რომ ტვინი არ დაუზიანდეს.

ამ ფრინველის თავზე დაკვირვებამ მეცნიერებს ისეთი მექანიზმის შექმნის საშუალება მისცა, რომელიც გრავიტაციული აჩქარების 60 000-იან მაჩვენებელს უძლებს. ასეთმა წარმატებამ არ არის გამორიცხული, შესაძლებელი გახადოს თვითმფრინავებში ინფორმაციის შემნახველი ყუთების (შავი ყუთი) დღეს არსებულზე (1 000-იანი მაჩვენებელი) უკეთესი დამცავი გარსის შექმნა. ინჟინერი კიმ ბლეკბერნი, რომელიც დიდ ბრიტანეთში კრენფილდის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ამბობს, რომ ის, რაც კოდალას თავის შესწავლით გახდა ცნობილი, „ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ მოწესრიგებულად მუშაობს ბუნებაში რთული სტრუქტურული სისტემები და როგორ ხსნიან თვითონვე ერთი შეხედვით ამოუხსნელ ამოცანებს“.

რას ფიქრობთ? შეიძლება, რომ კოდალას ზამბარისებრი თავი ევოლუციური პროცესის „პროდუქციას“ წარმოადგენდეს? თუ უფრო შემოქმედის ხელს ხედავთ ამაში?

[დიაგრამა 19 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

1

2

3

4

[სურათის საავტორო უფლება 19 გვერდზე]

Redheaded woodpecker: © 2011 photolibrary.com