არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას არგებს კაცს პატიოსნება?

რას არგებს კაცს პატიოსნება?

რას არგებს კაცს პატიოსნება?

„კაცს სიამოვნებას ჰგვრის სიცრუით შეძენილი პური, მაგრამ ბოლოს ხრეშით გაევსება პირი“ (იგავები 20:17).

როგორ ფიქრობთ, შეუძლებელია ბიზნესში წარმატების მიღწევა ქრთამის ან ტყუილის გარეშე? ცხადია, არა. ფაქტობრივად, უპატიოსნო საქციელს ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგები მოჰყვება. ეს კი იმიტომ, რომ პატიოსნება ნდობას წარმოშობს, რაც ასე აუცილებელია ხანგრძლივი წარმატებისთვის.

ნდობის ფასი

თუ პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია გაქვს, შეიძლება არც კი იცოდე, ისე იმოქმედოს ამან შენს წარმატებაზე. მოდი, ისევ წინა სტატიაში მოხსენიებულ ფრენცს დავუბრუნდეთ. „სამუშაო რომ დავიწყე, არ ვიცოდი, რომ უფროსები გამოცდას მიწყობდნენ; აინტერესებდათ, რამდენად პატიოსანი და ერთგული ვიყავი. როგორც ბოლოს გავიგე, გამოცდა წარმატებით ჩამიბარებია. ამის მერე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომანდეს და მეტი თავისუფლება მომცეს. უფროსმა პატარა საჩუქარიც გამიკეთა. ვიცი, რომ არიან ჩემზე ჭკვიანები და უნარიანები, რომლებიც ამ საქმეს ჩემზე უკეთ გააკეთებენ, მაგრამ დამსაქმებლებმა ეს საქმე მე მომანდეს. დღემდე ამიტომ ვინარჩუნებ სამსახურს“.

არ გარისკოთ!

წინა სტატიაში მოხსენიებული ბიზნესმენი დეივიდი, აღნიშნავს: „ვხედავ, ზოგი თავის სასარგებლოდ კანონებს როგორ უძებნის თავისებურ ახსნას, მაგრამ ყოველთვის არ გაგიმართლებს. ერთხელაც იქნება, მახეში გაებმები. ჩვენ ბევრ საეჭვო საქმიან ურთიერთობაზე ვთქვით უარი. ბევრი კომპანია, ვისთვისაც უცხო არ იყო უპატიოსნო შემოსავალი, მოგვიანებით დაიშალა და ზოგი თანამშრომელი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. ჩვენი კომპანია ასეთი რამისგან დაცულია“.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში მსხვილფეხა საქონლის ფერმის დირექტორი კენი ბევრ პრობლემას შეხვდა. იმპორტი სწრაფად რომ ეწარმოებინა, ჩინოვნიკები თანხას სთხოვდნენ. ისინი იმასაც ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ გადასახადები დაემალათ. კენი ამბობს: «ამ გარიგებაზე ბევრი ფერმა დათანხმდა. მაგრამ რადგან ჩვენ საქმეს პატიოსნად ვაკეთებდით, ათი წელი დაგვჭირდა, რომ საქმე აგვემუშავებინა. ლოდინი ნამდვილად ღირდა. კორუმპირებული მთავრობა არც მერე ასვენებდა მათ, ვინც საქმე ქრთამით გააკეთა; გამუდმებით უზრდიდნენ „სტავკებს“».

როცა ბიზნესი გივარდებათ

უპატიოსნობის წნეხი კიდევ უფრო იზრდება, როცა გაკოტრების პირას მყოფი კომპანიები ხედავენ, რომ მარცხი გარდაუვალია. მაგრამ პატიოსნება ასეთ სიტუაციებშიც ფასდება.

ავიღოთ მაგალითად ბილის შემთხვევა. ის შეერთებულ შტატებში იმ სამშენებლო ფირმაში მუშაობდა, რომლის ბიზნესიც ჩავარდა. ბილი იხსენებს: „მრავალმა დამკვეთმა შეწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა და თან ასობით ათასი დოლარი ვალი გაიყოლა. როცა მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდა, სხვა ფირმასთან მივედი იმის გასაგებად, რომელიმე ჩვენგანს თუ დაგვიქირავებდა. ორ დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემთვის და ჩემი თანამშრომლების უმეტესობისთვის ადგილები გამოყოფილი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩემი კარგი რეპუტაცია და საქმისადმი დამოკიდებულება მათთვის კარგად ყოფილა ცნობილი“.

სტატიებში მოყვანილი ყველა ეს შემთხვევა იეჰოვას მოწმეებს გადახდათ თავს. არა მარტო ბიზნესში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ისინი ბიბლიით ხელმძღვანელობენ. როგორც დაინახეთ, პატიოსნებამ მათ წარმატება მოუტანა.

და მაინც, ყოველთვის იქნება სიტუაციები, როცა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს უპატიოსნობას ხეირი მოაქვს. არის ფინანსური მოგება წარმატების საზომი ერთადერთი საშუალება?

[ჩანართი 6 გვერდზე]

თუ პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია გაქვს, შეიძლება არც კი იცოდე, ისე იმოქმედოს ამან შენს წარმატებაზე

[სურათი 7 გვერდზე]

მითხრეს, რომ „ჩემი კარგი რეპუტაცია და საქმისადმი დამოკიდებულება მათთვის კარგად ყოფილა ცნობილი“ (ბილი, შეერთებული შტატები).