ყველგან უპატიოსნობა
ყველგან უპატიოსნობა
დანი * ჰონკონგში მსხვილ სავაჭრო კომპანიაში მუშაობს. ერთხელ, როდესაც ერთ მწარმოებელ კომპანიას ეწვია პროდუქციის შესამოწმებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად, დაიწუნა მათი პროდუქცია, რადგან არ აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს. მოგვიანებით სადილზე საწარმოს მენეჯერმა დანის კონვერტი გადასცა. კონვერტში ქრთამი იდო — რამდენიმე ათეული ათასი დოლარი. ეს თანხა დანის წლიურ შემოსავალს უდრიდა.
● ეს შემთხვევა არ არის ერთადერთი. შემაშფოთებელია ის, თუ რა საოცარი სისწრაფით იზრდება მთელ მსოფლიოში უპატიოსნობის შემთხვევები. მაგალითად, სასამართლო ჩანაწერების თანახმად, 2001—2007 წლებში ერთმა მსხვილმა გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ 1,4 მილიარდი დოლარი გაიღო ქრთამის სახით კონტრაქტორების მისაზიდად.
მართალია, ბოლოდროინდელი სკანდალური ფაქტების შემდეგ ზოგ კომპანიაში მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ ჩანს, რომ ზოგადი მდგომარეობა უფრო უარესდება. 2010 წელს ერთ-ერთი საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოში „ბოლო სამ წელიწადში კორუფციის დონემ კიდევ უფრო მაღლა აიწია“.
რატომაა ყველგან ამდენი უპატიოსნობა? ღირს საერთოდ პატიოსნად მოქცევა? და თუ ღირს, რაში შეგვიძლია ვაჩვენოთ პატიოსნება? ბიბლიური რჩევები თუ წაგვადგება ამ საქმეში?
[სქოლიო]
^ აბზ. 2 სტატიათა ამ სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.