არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნამდვილი შედევრია“

„ნამდვილი შედევრია“

„ნამდვილი შედევრია“

● გსურთ, წაიკითხოთ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც იესოს მიწიერ ცხოვრებას ეხება? ამასთანავე, გაეცნოთ იესოს სწავლებებს, რომელთაც ადამიანის შეცვლა შეუძლია და იხილოთ დაუვიწყარი ილუსტრაციები? ამ მიზნით, სიამოვნებით გთავაზობთ წიგნს „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“.

წიგნის წაკითხვის შემდეგ ერთმა მადლიერმა მკითხველმა ასეთი აზრი გამოთქვა: „ის ნამდვილი შედევრია. მასში მარტივი ენაა გამოყენებული და ჩვენი უფლის დედამიწაზე ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები ლამაზადაა აღწერილი“.

წიგნში მოვლენები ზუსტად იმ თანმიმდევრობით ვითარდება, რა თანმიმდევრობითაც ეს სინამდვილეში მოხდა. ის შედგენილია იმ 4 სახარების მიხედვით, რომელიც ღვთის შთაგონებით დაწერეს იესოს დროს მცხოვრებმა მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ. მათე და იოანე მოციქულები იყვნენ და იესოს დაჰყვებოდნენ. მარკოზი იესოს ერთ-ერთი მოციქულის, პეტრეს, ახლო მეგობარი იყო. ექიმი ლუკა კი პავლე მოციქულთან ერთად დადიოდა მისიონერულ მოგზაურობებში.

თუ გსურთ, შეუკვეთოთ ეს წიგნი, შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.