ახალგაზრდების შეკითხვები
რა მოხდება, რომ პოპულარული ვიყო?
შეავსე გამოტოვებული ადგილი:
პოპულარობა ________.
-
ა. ყოველთვის კარგია
-
ბ. ზოგჯერ კარგია
-
გ. არასოდეს არის კარგი
სწორი პასუხია „ბ“. რატომ „ბ“? იყო პოპულარული, ნიშნავს, ბევრს მოსწონდე და ეს ყოველთვის ცუდი არაა. ბიბლიაში წერია, რომ ქრისტიანები იქნებოდნენ „ერების სინათლე“ და ადამიანებს თავიანთკენ მიიზიდავდნენ (ესაია 42:6; საქმეები 13:47). შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანები ამ გაგებით პოპულარულები არიან.
იცოდით თუ არა?
რატომ არ იყო არაფერი ცუდი იესოს პოპულარობაში?
იმიტომ რომ, იესო არ ეძებდა დიდებას და არ ისწრაფოდა პოპულარობისკენ. ის ზედმეტად არ დარდობდა იმაზე, მოეწონებოდა თუ არა სხვებს. იესო უბრალოდ იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო და ზოგჯერ ამით ადამიანების კეთილგანწყობას იხვეჭდა (იოანე 8:29, 30). მან იცოდა, რომ მისდამი ხალხის ასეთი დამოკიდებულება დროებითი იყო, რადგან ადამიანები ხშირად იცვლიან აზრს. იესომ ისიც კარგად იცოდა, რომ ერთ დღესაც სასიკვდილოდ გაწირავდნენ. (ლუკა 9:22).
დასკვნა:
პოპულარობა სიმდიდრის მსგავსია. სიმდიდრე ყოველთვის ცუდი არ არის. პრობლემა ის არის, რა გზით შოულობს ადამიანი ფულს.
ყურადღება!
ბევრი ახალგაზრდა ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდაც პოპულარული გახდეს. ზოგი აღიარებული რომ იყოს, უმრავლესობის ფეხის ხმას არის აყოლილი. ზოგიც ხულიგნური მეთოდებით აიძულებს სხვებს, მოსწონდეთ, თუნდაც ეს მხოლოდ შიშის გამო. *
შემდგომ ფურცლებზე ვისაუბრებთ პოპულარობამდე მიმავალ იმ ორ არასწორ გზაზე, რომელსაც ადამიანები მიჰყვებიან და განვიხილავთ მესამე, სწორ გზასაც.
^ აბზ. 12 ბიბლიაშიც არიან მოძალადე ადამიანები მოხსენიებულნი. მათ „ნეფილიმების“ სახელით ვიცნობთ და როგორც იქ წერია, ისინი „სახელგანთქმულები იყვნენ“. მათი მთავარი მიზანი დიდების მოხვეჭა იყო (დაბადება 6:4).
შენი თანატოლები ამბობენ. . .
მელისა — თავისუფლად შეგიძლია სკოლაში სხვებისნაირი იყო, მაგრამ ეს ცოტა მოსაწყენია. ქრისტიანული რწმენა სწორ გზაზე გაყენებს. არ იქნები სხვებივით უცნაური და შენთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება.
ეშლი — ვგრძნობდი, რომ სკოლაში ყველას არ ვეპიტნავებოდი, მაგრამ როცა ქრისტიანულ შეხვედრებზე მივდიოდი, ვხედავდი, რომ ჩემს მეგობრებს ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი. თანდათანობით გამიქრა იმის ინტერესი, რომ სკოლაში ყველას მოსაწონი ვყოფილიყავი.
ფილიპი — თუ გინდა, რომ სხვებმა მიგიღონ, ყურადღებიანი უნდა იყო. ბოლო დროს ჩემი მეგობრებისთვის პატარ-პატარა რაღაცებს ვაკეთებდი. ამან უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან.