არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„წინანდელს გულში აღარ გაივლებენ“

„წინანდელს გულში აღარ გაივლებენ“

„წინანდელს გულში აღარ გაივლებენ“

ჩვენმა ღმერთმა, ჩვენმა შემოქმედმა გაგვიმხილა, თუ რას აპირებს მომავალში:

„აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17). ეს წინასწარმეტყველება უდიდეს გავლენას იქონიებს ადამიანთა მოდგმაზე.

რა არის ის წინანდელი, რასაც გულში აღარ გაივლებს ადამიანი? როგორც მთლიანობაში ესაიას 65-ე თავიდან ჩანს, ამაში იგულისხმება უსამართლობა, ავადმყოფობა, ტანჯვა და ყველა ის უბედურება, რაც ასე თრგუნავს ადამიანს. როგორ მოეღება ამ ყველაფერს ბოლო? პასუხი მარტივია: იქნება „ახალი ცა“ და „ახალი დედამიწა“.

ამ მეტად დამაფიქრებელი ფრაზების მნიშვნელობა ახსნილი იქნება საჯარო მოხსენებაში სათაურით „წინანდელს გულში აღარ გაივლებენ“. ეს მოხსენება წარმოითქმება იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე, დევიზით „გულს გაუფრთხილდი!“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ კონგრესების ჩატარება ივნისის თვიდან დაიწყება.

გულთბილად გიწვევთ დაესწროთ ამ ღონისძიებას. შეხვედრის დრო და ადგილი შეგიძლიათ დააზუსტოთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებთან ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს. კონგრესების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.pr418.com.