მალე ყველას ექნება ჯანსაღი საკვები!
მალე ყველას ექნება ჯანსაღი საკვები!
ჯანსაღი საკვები რომ მიირთვათ, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ზოგი რამ შეიძლება თქვენზე არ იყოს დამოკიდებული. მაგალითად, შეიძლება ბოლომდე ვერ შეამოწმოთ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ყიდულობთ და ამზადებთ. შესაძლოა სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტების ყიდვა გიწევთ. არც ის არის გამორიცხული, რომ საკვები, რომელსაც ყიდულობთ, მავნე ქიმიკატებს შეიცავდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, საკვების უსაფრთხოების პრობლემას „მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ მოაგვარებს. ეს ყველა სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობით უნდა მიიღწეს“. კვებითი ინტოქსიკაცია მართლაც რომ გლობალური პრობლემაა!
თავისთავად ცხადია, ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, თუ რატომ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, რომ მალე ყველას ექნება ჯანსაღი საკვები. „იეჰოვა, მთელი დედამიწის უფალი“ გვპირდება, რომ გადაჭრის საკვების პრობლემას (იესო ნავეს ძე 3:13). დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობის შემხედვარე, ზოგს შეიძლება გაუჭირდეს ღვთის ნდობა. მაგრამ აბა, დაფიქრდით: მიმტანმა თავისი დაუდევრობით გემრიელი კერძი რომ გააფუჭოს, მზარეულისა რა ბრალია?!
საკვების დაბინძურებაში ადამიანის ხელი ურევია და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება და არა გამოცხადება 11:18).
ღმერთს. ადამიანია დამნაშავე იმაში, რომ დღეს უფრო და უფრო მეტი საკვები ფუჭდება და უვარგისი ხდება. ღმერთი ამბობს, რომ „მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (ღმერთმა ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, როგორ საკვებს მივიღებთ. სწორედ მან შექმნა დედამიწა და მასზე არსებული ყველანაირი სახეობის მცენარე, რომელთა ნაყოფიც არა მარტო თვალწარმტაცი იყო, არამედ „საჭმელად ვარგისიც“ (დაბადება 2:9). მას შემდეგ, რაც ადამიანთა მოდგმაში სხვადასხვა დაავადებამ იჩინა თავი, იეჰოვა ღმერთმა თავის ხალხს კონკრეტული მითითებები მისცა უსაფრთხო და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით (იხილეთ ჩარჩო: ჯანმრთელობის კოდექსი).
როგორი საკვებით სურს ღმერთს, რომ ვიკვებოთ? ფსალმუნში წერია: „მწვანე ბალახს აღმოაცენებ ცხოველებისთვის, მცენარეებს — ადამიანებისთვის, რათა საკვები აღმოაცენოს დედამიწამ, გვაძლევ ღვინოს, მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს, ზეთს, რომელიც სახეს აპრიალებს, და პურს, მოკვდავი ადამიანის გულის გამამაგრებელს“ (ფსალმუნი 104:14, 15). ღმერთმა ისიც თქვა, რომ საჭმელად გვქონოდა „ყველა ცოცხალი ცხოველი“ (დაბადება 9:3).
ღვთის სიტყვა საუბრობს იმაზე, თუ რას ჰპირდება ღმერთი კაცთა მოდგმას: „[ღმერთი] მისცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც თესავ, და მიწის ნაყოფად მოგცემს ნოყიერ და მსუყე პურს. იმ დღეს შენი ცხვარ-ძროხა ვრცელ საძოვარზე მოძოვს“ (ესაია 30:23). სულ მალე დავიწყებას მიეცემა შემაძრწუნებელი განცხადებები და საგაზეთო სტატიები. მათ ნაცვლად მთელ დედამიწაზე ერთი საერთო დევიზი გაიჟღერებს: „ჯანსაღი საკვები ყველას!“
[ჩანართი 9 გვერდზე]
ჩვენი შემოქმედი გვპირდება, რომ მალე უხვად გვექნება ჯანსაღი საკვები
[ჩარჩო 8 გვერდზე]
ჯანმრთელობის კოდექსი
დაახლოებით 3 500 წლის წინათ ისრაელმა ღვთისგან მიიღო კანონი, რომელიც „მოსეს კანონის“ სახელით გახდა ცნობილი. ამ კანონის დაცვით ისრაელები მრავალ დაავადებას აიცილებდნენ თავიდან. მიმოვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
● არ უნდა გაჰკარებოდნენ უწმინდურ ჭურჭელს, რომელსაც მკვდარი ცხოველი შეეხებოდა: „ჭურჭელი, რომელსაც ხმარობენ, წყალში ჩაიდოს და უწმინდური იქნება საღამომდე, შემდეგ კი განიწმინდება“ (ლევიანები 11:31—34).
● არ უნდა ეჭამათ ცხოველი, რომელიც თავისით მოკვდებოდა: „არ ჭამოთ არანაირი მკვდარი ცხოველი“ (კანონი 14:21).
● მორჩენილი საჭმელი მალევე უნდა ეჭამათ: „დარჩენილის ჭამა მეორე დღესაც შეიძლება. მესამე დღეს მსხვერპლის დარჩენილი ხორცი ცეცხლში დაიწვას“ (ლევიანები 7:16—18).
მკვლევარმა რენდელ შორტმა თავის ნაშრომში გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ „მოსეს კანონი“ შეიცავდა „ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ასეთ ბრძნულ და გონივრულ კანონებს“, რაც დიდად განსხვავდებოდა მეზობელი ერების კანონებისგან.