მანათობელი ლოკოკინა
ვინ შექმნა?
მანათობელი ლოკოკინა
● ზღვის ბევრ ბინადარს გააჩნია ბიოლუმინესენციის ანუ ნათების უნარი. მანათობელი ლოკოკინა ამ უნარს განსაკუთრებული სახით იყენებს. როცა კიბორჩხალა ესხმის თავს, ის შეიყუჟება ნიჟარაში და უეცრად ასხივებს შუქს. ასე აშინებს მტერს. მაგრამ საინტერესოა, როგორ გამოდის სინათლე ლოკოკინას ნიჟარიდან გარეთ?
დაფიქრდით: იმის მაგივრად, რომ შეაკავოს სინათლე, მანათობელი ლოკოკინას ნიჟარა სინათლის ნაწილაკებს ირგვლივ მიმოაბნევს. მკვლევრებმა დიმიტრი დიჰეინმა და ნერიდა უილსონმა, რომლებიც სან-დიეგოში (კალიფორნია, აშშ) სკრიფსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში მოღვაწეობენ, აღმოაჩინეს, რომ სინათლე ლოკოკინას ნიჟარის მთლიან ზედაპირზე თანაბრად ვრცელდება და ნიჟარა ათჯერ უფრო მეტ სინათლის სხივებს შთანთქავს, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი იმავე სისქის (0,5 მმ) დიფუზორი (სინათლის გამაძლიერებელი). ამავე დროს, ნიჟარა რვაჯერ უფრო მეტ შუქს ასხივებს, ვიდრე ნებისმიერი დიფუზორი. საინტერესოა, რომ სინათლის გამოსხივების ეს არაჩვეულებრივი უნარი მხოლოდ ამ მანათობელ ლოკოკინას აქვს; ის არც ერთ სხვა ლოკოკინას არ გააჩნია. და შემთხვევითი ნამდვილად არ არის ის, რომ ნიჟარიდან გამოსხივებული სინათლე ისეთ ფერს იღებს, რომელიც ყველაზე შორს ვრცელდება ოკეანის სიღრმეში.
დოქტორ დიჰეინის თქმით, მანათობელი ლოკოკინას შესწავლა სინათლის გამტარი სამშენებლო მასალების მწარმოებლებს დიდად წაადგებათ. აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევები მედიცინის იმ დარგსაც წაადგება, რომელშიც სინათლეს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის იყენებენ. დღევანდელ მანათობელი დიოდების ეპოქაში უფრო მეტი შესაძლებლობები იქმნება იმისა, რომ დიფუზორებმა გააძლიერონ სინათლის მცირე წყაროები, რაც ამავდროულად ენერგიის დაზოგვასაც ნიშნავს.
რას ფიქრობთ? მანათობელი ლოკოკინა ევოლუციის შედეგად გაჩნდა თუ ღმერთმა შექმნა?
[სურათი 18 გვერდზე]
ნიჟარა ჩვეულებრივ სინათლეზე
[სურათი 18 გვერდზე]
განათებული ნიჟარა
[სურათის საავტორო უფლებები 18 გვერდზე]
Left: www.robastra.com; center and right: Courtesy of Dr. D. Deheyn, Scripps Institution of Oceanography, UC San Diego