არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

პალიატიური მზრუნველობა — რა მიზანს ემსახურება? (ივლისი, 2011) ჰოსპისში (უიმედო ავადმყოფების კლინიკა) სოციალური დახმარების პროგრამით გავიარე კურსები და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ის, რაც თქვენ დაწერეთ 2011 წლის ივლისის „გამოიღვიძეთში“, სრული სიმართლეა. მოვლის სრული პროგრამა, რომელიც გათვლილია უიმედო ავადმყოფთათვის, მართლაც საჭიროა დღესდღეობით. ველი იმ დროს, როდესაც ღვთის სამეფო დამყარდება და აღარავინ იტყვის, „ავად ვარო“. ღმერთი მოგვწმენდს ყოველგვარ ცრემლს თვალებიდან (ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4).

მ. რ. (იტალია)

ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა ამ სტატიაში გამოყენებული სიტყვა „საფენი“. ეს ტერმინი საკმაოდ დამამცირებელია მათთვის, ვინც ასეთ დამცავ საშუალებებს იყენებს. ასეთი დამცავი საშუალებების არც ერთ შეფუთვაზე არ წერია სიტყვა „საფენი“.

ანონიმურია, (შეერთებული შტატები)

„გამოიღვიძეთის“ პასუხი: მადლობას გიხდით შენიშვნისთვის. ჩვენ მთელი გულით თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის და არ გვსურს, ვინმეს მდგომარეობა კიდევ უფრო დავამძიმოთ ისეთი ტერმინებით, რომლებიც ზოგისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს. ბოდიშს ვიხდით ყველა იმ მკითხველის წინაშე, ვინც თავი უხერხულად იგრძნო.

ახალგაზრდების შეკითხვები . . . რა უნდა ვიცოდე სოციალური ქსელის შესახებ? (ივლისი, 2011) 26 წლის ვარ. სოციალურ ქსელში მინდოდა დავრეგისტრირებულიყავი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მეტი მეგობარი გამეჩინა, უბრალოდ იმიტომ, რომ სხვები მიჩიჩინებდნენ ამას. ეს სტატია ძალიან დამეხმარა. მეგობრების შეძენა სოციალური ქსელების დახმარების გარეშეც შესაძლებელია.

მ. ფ. (ფილიპინები)

რატომღაც ვფიქრობდი, რომ ამ სტატიაში სოციალური ქსელები უარყოფით შუქში იქნებოდა განხილული. მაგრამ წავიკითხე და ვნახე, რომ სტატია უკიდურეს შეხედულებებს არ უჭერს მხარს. საუბარი იყო როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე და მოცემული იყო რჩევები, როგორ უნდა დავიცვათ თავი რეალური საფრთხეებისგან. მივხვდი, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო ინტერნეტში პირადი ინფორმაციის განთავსებისას.

ქ. ვ. (შეერთებული შტატები)

ოჯახური ბედნიერების გასაღები (ოქტომბერი, 2009) ამ სპეციალურმა ნომერმა დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენს ოჯახს. განსაკუთრებით მომეწონა ჩარჩოები „სცადეთ“, რომლებშიც სათითაოდ იყო განხილული შვიდი გასაღები. მას შემდეგ ოჯახის თითოეული წევრი ვიყენებთ ამ რჩევებს.

ჰ. ჰ. (კორეა)

ოჯახური განხილვისთვის მადლობა მინდა გითხრათ ამ რუბრიკისთვის. ჩვენს 6 წლის გოგონას ძალიან უყვარს ჟურნალებში სურათების ძებნა და განსაკუთრებით ნახატების გაფერადება. ეს რუბრიკა მშობლებს იმისკენ მოუწოდებს, რომ შვილის აღზრდა ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ. თქვენ მართლაც ფასდაუდებელ დახმარებას უწევთ ჩვენს პატარებს.

მ. პ. (პოლონეთი)