არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენად უსაფრთხოა თქვენი საკვები?

რამდენად უსაფრთხოა თქვენი საკვები?

რამდენად უსაფრთხოა თქვენი საკვები?

„გერმანიის ერთ სკოლაში სწავლა შეწყდა. რამდენიმე მოსწავლეს ნაწლავის ჩხირი აღმოაჩნდა“ (საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“, გერმანია).

„სალმონელას ბაქტერია იქნა აღმოჩენილი იონჯას, სამყურასა და ბოლოკის ჰიბრიდში ხუთ შტატში“ („USA TODAY“).

„რადიაციული ჩალით გამოკვებილი 6 ძროხის ხორცი 9 პრეფექტურაში გავრცელდა“ („THE MAINICHI DAILY NEWS“, იაპონია).

ასეთი სათაურები გამოჩნდა პრესის ფურცლებზე გასულ წელს სულ რაღაც ორი კვირის შუალედში. სპეციალისტთა მონაცემებით, ყოველ წელს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 30 % კვებითი ინტოქსიკაციის მსხვერპლი ხდება.

რას ფიქრობთ, როცა ასეთი ამბები გესმით? ჰონკონგელი ჰოი ამბობს: „ისე ვნერვიულობ, რომ ზოგჯერ ვბრაზდები კიდეც. ორი შვილის მამა ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი შვილები“.

ღარიბ ქვეყნებში წყლისა და საკვების დაბინძურებას ყოველ წელს მილიონები ეწირებიან. ამათგან უმეტესობა ბავშვია. ნიგერიაში მცხოვრები ბოლა ამბობს: „ჩვენთან, ბაზარში პროდუქტები ღია ცის ქვეშ არის გამოფენილი. ქარი, წვიმა, მტვერი, ბუზი — ყველაფერი ზედ ხვდება. მეშინია ხოლმე, როცა ვიგებ, რომ ვიღაცა საკვებით მოიწამლა. მინდა, ჩემი ოჯახი როგორღაც დავიცვა“.

რამდენად რეალურია ის, რომ დღეს ადამიანმა უსაფრთხო საკვებით იკვებოს? კანადის საკვები პროდუქტების ინსპექციის სააგენტოში შემდეგი განცხადება გაკეთდა: „როდესაც ჩვენს მაღაზიებში უვარგისი პროდუქტი ჩნდება, მაშინვე მთელი პრესა ამაზე იწყებს ლაპარაკს. პრინციპში, ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ საჭმელი, რომელმაც შეიძლება კვებითი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, შეიძლება ჩვენივე სამზარეულოში მომზადდეს ჩვენივე ხელით“.

რის გაკეთება შეგიძლიათ ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად? შემოგთავაზებთ ოთხ მნიშვნელოვან რჩევას.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

ვის ემუქრება საფრთხე?

ყველაზე მეტად ვის ემუქრება საფრთხე?

● ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს

● ფეხმძიმე ქალებს

● 70 წელს გადაცილებულებს

● სუსტი იმუნიტეტის მქონეთ

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ჩამოთვლილი კატეგორიებიდან რომელიმეს მიეკუთვნებით, სიფრთხილე გმართებთ საკვები პროდუქტების შერჩევისას, მომზადებისას და შენახვისას.

[საავტორო უფლება]

მასალა აღებულია ახალი სამხრეთ უელსის კვების სააგენტოს მონაცემებიდან, ავსტრალია.