არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1. როგორ შევარჩიოთ საკვები პროდუქტები

1. როგორ შევარჩიოთ საკვები პროდუქტები

1. როგორ შევარჩიოთ საკვები პროდუქტები

თუ სახლის პირობებში არ მოგყავთ საკვები პროდუქტები, მაშინ, ალბათ, ხშირად სტუმრობთ ბაზრებსა და სუპერმარკეტებს. როგორ შეგიძლიათ ამ დროს პროდუქტების სწორად შერჩევა?

დაგეგმეთ, როდის რას იყიდით

ავსტრალიის უსაფრთხო კვების საინფორმაციო სამსახური იუწყება: „როცა პროდუქტების საყიდლად მიდიხართ, პირველ რიგში ის პროდუქტი იყიდეთ, რომელიც მალე არ ფუჭდება. ბოლოს შეიძინეთ გაყინული პროდუქტი, რომელიც მაცივრის გარეშე დიდხანს არ ინახება“. აგრეთვე თუ ცხელი რამის ყიდვას აპირებთ, მისი ყიდვაც ბოლოსთვის შემოიტოვეთ.

შეარჩიეთ ახალი პროდუქტი

შეარჩიეთ ახალი პროდუქტი, თუ არის ამის საშუალება. * ორი შვილის დედა, ნიგერიელი რუთი, ამბობს: „ბაზარში უთენია მივდივარ ხოლმე, სანამ პროდუქტები ჯერ კიდევ ახალი შემოტანილია“. მექსიკაში მცხოვრები ელისაბედიც ბაზარში დადის პროდუქტების საყიდლად. „ბაზარში ახალ-ახალი ხილი და ბოსტნეული აქვთ გამოტანილი და შეგიძლია შენი ხელით აარჩიო. ხორცს ყოველთვის იმ დღის დაკლულს ვყიდულობ, მორჩენილს კი საყინულეში ვინახავ“.

კარგად შეამოწმეთ, რას ყიდულობთ

პირველ რიგში კანს დააკვირდით, ძველი და დამჭკნარი ხომ არ არის. ხორცს უჩვეულო სუნი ხომ არა აქვს? თუ პროდუქტი შეფუთულია, დაათვალიერეთ, რამდენად კარგად არის შეხვეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკრობებმა შეიძლება ადვილად შეაღწიონ შიგნით.

მოდი, ახლა ჩანგ ფაის მოვუსმინოთ. ის ოჯახისთვის პროდუქტებს სუპერმარკეტში ყიდულობს: „აუცილებლად უნდა შეამოწმო შეფუთვაზე ვადები“. ექსპერტების თქმით, შეიძლება ვადაგასული პროდუქტიც ჰგავდეს ახალს, ჰქონდეს სასიამოვნო სუნი და გემო; თუმცა შეიძლება მისი ჭამა და მოწამვლა ერთი იყოს.

შეინახეთ უსაფრთხოდ

თუ საყიდლებზე ერთი და იმავე ჩანთით ან კალათით დადიხართ, ხშირად გარეცხეთ ცხელი წყლითა და საპნით. ხორცი და თევზი ცალ-ცალკე ჩანთაში ჩადეთ; შეფუთეთ, რომ სხვა პროდუქტებს არ ეხებოდეს.

ერთი იტალიელი ცოლ-ქმარი, ენრიკო და ლორედანა, თავიანთ სახლთან ახლოს სუპერმარკეტში დადიან პროდუქტების საყიდლად. „მაღაზიიდან სახლამდე მალე მივდივართ, ტრანსპორტი არ გვჭირდება, ამიტომ პროდუქტების გაფუჭების რისკიც თითქმის არ არსებობს“. თუ გზაში 30 წუთზე მეტი გჭირდებათ, ჩანთა-მაცივრით იარეთ საყიდლებზე.

შემდეგ გვერდზე ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეინახოთ უსაფრთხოდ უკვე შინ მიტანილი პროდუქტი.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 შეგიძლიათ წაიკითხოთ 2011 წლის მარტის „გამოიღვიძეთში“ დაბეჭდილი სტატია: „რჩევა 1 — იკვებეთ სწორად“.

[ჩარჩო 4 გვერდზე]

ასწავლეთ შვილებს: „ბავშვებს სულ იმას ვეუბნები, რომ სანამ რამეს იყიდიან, შეამოწმონ შენახვის ვადა“ (რუთი, ნიგერია).