არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2. დაიცავით სისუფთავე

2. დაიცავით სისუფთავე

2. დაიცავით სისუფთავე

ქირურგი იცავს თავის პაციენტს იმით, რომ საგულდაგულოდ იბანს ხელებს, სტერილიზაციას უკეთებს ინსტრუმენტებს და ახდენს საოპერაციო ოთახის დეზინფექციას. თქვენც დაიცავთ თქვენს ოჯახს, თუ საჭმლის მომზადებამდე საგულდაგულოდ დაიბანთ ხელებს, კარგად გარეცხავთ პროდუქტებს და სამზარეულოშიც ყველაფერი დაწკრიალებული გექნებათ.

დაიბანეთ ხელები

კანადის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რომ „ისეთი ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებების 80%, როგორიც არის გრიპი და გაციება, ხელიდან გადადის“. ასე რომ, საჭმლის მომზადებამდე და საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ აუცილებლად საპნით დაიბანეთ ხელები.

დაიცავით სამზარეულოში სისუფთავე

ერთი გამოკვლევის თანახმად, ყველაზე სუფთა ადგილად სააბაზანო დასახელდა, ხოლო ყველაზე მეტი ფეკალური ბაქტერია სამზარეულოს სარეცხ ღრუბლებსა და ჭურჭლის ტილოებში აღმოჩნდა.

ამიტომ ხშირად ცვალეთ ჭურჭლის ტილო და სამზარეულოში ყველაფრის ზედაპირი დაწმინდეთ ცხელი წყლითა და საპნით ან სადეზინფექციო საშუალებებით. ბოლას სახლში არა აქვს ონკანი. „ეს ცოტა არ იყოს ძნელია, — ამბობს ქალბატონი ბოლა, — მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს სახლში საკმარისი წყალი და საპონი და ჩვენი სამზარეულოც და სახლიც ყოველთვის სუფთაა“.

კარგად გარეცხეთ პროდუქტები

მაშინაც კი, თუ ხილის ან ბოსტნეულის გაფცქვნას აპირებთ, კარგად გარეცხეთ, რადგან მას შეიძლება ზემოდან რაღაცამ გადაურბინა, შესაძლოა მწერების ექსკრემენტები ან სხვა პროდუქტების ჭუჭყია ზედ დარჩენილი ან უბრალოდ ჭუჭყიან წყალში იყო გავლებული. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. აი, რას ამბობს ბრაზილიელი დაიანა: „როცა სალათას ვამზადებ, უბრალოდ კი არ ვავლებ მწვანილსა და ბოსტნეულს წყალს, სათითაოდ ვრეცხავ საგულდაგულოდ“.

ხორცი ცალკე შეინახეთ

ხორცი და თევზი სხვა საჭმელებისგან ცალკე, დახურულ ჭურჭელში ან კარგად შეხვეული შეინახეთ. ხორციც და თევზიც ცალ-ცალკე დაფებზე დაჭერით. თუ არ არის ამის საშუალება, გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ დაფა ჭურჭლის სარეცხი საშუალებითა და ცხელი წყლით გარეცხეთ. მერე გნებავთ ხორცი დაჭერით მასზე და გნებავთ თევზი.

ახლა უკვე თქვენც და თქვენი სამზარეულოც მზადა ხართ საჭმლის მოსამზადებლად. ამიტომ მოდი, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ საჭმელი სუფთად.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

ასწავლეთ შვილებს: „ბავშვებს ხშირად ვახსენებ, რომ სანამ საჭმელს ხელს მოკიდებენ, ხელები დაიბანონ“ (ჰოი, ჰონკონგი).