ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 3
ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 3
„მესია ვიპოვეთ“
„გამოიღვიძეთის“ ამ რვანაწილიან რუბრიკაში განიხილება ბიბლიის საგულისხმო წინასწარმეტყველებები. თითოეული ნაწილიდან ვიგებთ პასუხს კითხვაზე: უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს და დაწერეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები თუ ღმერთი დგას ამ უდიდესი სიბრძნის მიღმა? მოდი, განვაგრძოთ და ერთად მიმოვიხილოთ ფაქტები.
იესოს დაბადებამდე საუკუნეებით ადრე ებრაელმა წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს მესიის მოსვლა („მესია“ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „ცხებულს“). ამ წინასწარმეტყველებმა დეტალებში აღწერეს მომავალი მესიის ცხოვრება, მათ შორის ის, თუ რომელ შთამომავლობით ხაზში მოვიდოდა, სად და როდის დაიბადებოდა და რა გადახდებოდა თავს.
პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ ეს წინასწარმეტყველებები უშუალოდ იესოზე შესრულდა. ისინი იმავეს ფიქრობდნენ, რასაც მოწაფე ანდრია, რომელმაც თავის ძმას, სიმონს უთხრა: „მესია ვიპოვეთ“ (იოანე 1:40, 41). სწორად ფიქრობდნენ ისინი? მოდი, მიმოვიხილოთ მესიის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ ოთხი და შევადაროთ ფაქტებს.
წინასწარმეტყველება 1: „ის დაჯდება დავითის სამეფო ტახტზე“ (ესაია 9:7, „ნოქსის“ თარგმანი).
შესრულება: მათეს სახარება შემდეგი სიტყვებით იწყება: „იესო ქრისტეს — დავითისა და აბრაამის ძის — წარმოშობის წიგნი“. შემდეგ მათე მოიხსენიებს იესოს წინაპრებს, მათ შორის დავითს. ლუკაც მოიხსენიებს დავითს თავის სახარებაში იესოს წინაპრებში (მათე 1:1—16; ლუკა 3:23—38).
რას ამბობს ისტორია
● ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ებრაელი ოჯახების გენეალოგიური ნუსხები საჯარო არქივში ინახებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ეს ჩანაწერები ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების დროს ქალაქთან ერთად განადგურდა. თუმცა იერუსალიმის აღებამდე საყოველთაოდ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ იესო დავითის შთამომავალი იყო (მათე 9:27; 20:30; 21:9). ეს რომ სიმართლე არ ყოფილიყო, ვიღაც აუცილებლად გახდიდა ამ ფაქტს სადავოს ან საერთოდ უარყოფდა. არანაირი ჩანაწერი არ არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ ვინმე იესოს წარმომავლობას სადავოს ხდიდა.
წინასწარმეტყველება 2: „ეფრათას ბეთლემო, ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო, მაგრამ შენგან გამომივა მმართველი ისრაელში“ (მიქა 5:2).
შესრულება: იესო დაიბადა ბეთლემში. როდესაც კეისარმა ავგუსტუსმა მოსახლეობის აღწერის ბრძანება გასცა, იესოს მამობილს, იოსებსაც მოუწია წასვლა „ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში, რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო, რათა აღწერილიყო ლუკა 2:1—7).
მარიამთან“. სწორედ იქ შეეძინა მარიამს იესო (რას ამბობს ისტორია
● არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ რომაელები პერიოდულად მიმართავდნენ მოსახლეობის აღწერას ახლო აღმოსავლეთში. ისინი ამას იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ გადასახადები აეკრიფათ და ჯარში წამსვლელთა ზუსტი რაოდენობა დაედგინათ. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი ახ. წ. 104 წელს ეგვიპტის რომაელი მმართველის მიერ გამოცემული აღწერის ბრძანებულებაა. ამ ბრძანებულებაში, რომლის ასლიც „ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში“ ინახება, შემდეგი რამ წერია: „მალე დაიწყება მოსახლეობის აღწერა, ამიტომ ისინი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში აღსაწერად და თავიანთი ნაკვეთების დასამუშავებლად“.
● იესოს დროს ბეთლემი ისრაელის ორ ქალაქს ერქვა. ერთი ჩრდილოეთით მდებარეობდა, ნაზარეთთან ახლოს, მეორე კი — იუდაში, იერუსალიმის მახლობლად. მას ადრე, როგორც ჩანს, ეფრათას ეძახდნენ (დაბადება 35:19). იესო ეფრათას ბეთლემში დაიბადა, როგორც ეს მიქამ იწინასწარმეტყველა 8 საუკუნით ადრე.
წინასწარმეტყველება 3: „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა“ (დანიელი 9:25).
შესრულება: დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული პერიოდი შვიდწლიანი ხანგრძლივობის 69 მონაკვეთს, ანუ 483 წელს შეადგენს. იერუსალიმის აღდგენა ძვ. წ. 455 წელს დაიწყო. წინასწარმეტყველების თანახმად, 483 წლის (69 შვიდწლიანი მონაკვეთი) შემდეგ ახ. წ. 29 წელს იესო გახდა ცხებული ანუ მესია, მას შემდეგ, რაც მოინათლა და ღმერთმა წმინდა სულით სცხო * (ლუკა 3:21, 22).
რას ამბობს ისტორია
● ახ. წ. პირველი საუკუნის დასაწყისში ხალხი მესიის მოსვლის „მოლოდინში იყო“ (ლუკა 3:15). ებრაელი სწავლული აბბა ჰილელ სილვერი თავის წიგნში წერს, რომ მესიის გამოჩენა იყო მოვლენა, რომელსაც ხალხი იერუსალიმის დანგრევამდე ელოდა. ის ასევე ამბობს, რომ „მესიას პირველი საუკუნის მეორე მეოთხედში ელოდნენ“. სილვერის თქმით, ებრაელთა გამოთვლები ეფუძნებოდა იმდროინდელ „საყოველთაოდ აღიარებულ ქრონოლოგიას“ (აბბა ჰილელ სილვერის ნაშრომი: A History of Messianic Speculation in Israel).
წინასწარმეტყველება 4: „როცა მოკვდება, ის ბოროტებთან და მდიდრებთან გაუმზადებს მას სამარხს“ (ესაია 53:9).
შესრულება: იესო მოკლეს ორ ყაჩაღთან ერთად, მაგრამ კლდეში ნაკვეთ სამარხში დამარხეს, რომელიც ეკუთვნოდა ერთ მდიდარ მორწმუნე კაცს, ვინმე იოსებ არიმათეელს (მათე 27:38, 57—60; იოანე 19:38).
რას ამბობს ისტორია
● ძველ დროში მცხოვრები მრავალი არაქრისტიანი მწერალი, მათ შორის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი და რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი, ადასტურებდა, რომ იესო ნამდვილად ბოროტმოქმედივით მოკლეს.
● პალესტინაში წარმოებული არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ძველ დროში სამარხები კლდეში იყო გამოკვეთილი. ისეთი მდიდარი და გავლენიანი ადამიანისთვის, როგორიც იოსებ არიმათეელი იყო, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ასეთი სამარხის ქონა.
მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც იესოზე შესრულდა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს შევეხეთ. მთლიანობაში ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ თითოეული მათგანი დეტალურად შესრულდა. ეს იმის რწმენას გვიმტკიცებს, რომ ამ წინასწარმეტყველებების მიღმა ღმერთი დგას და იმაშიც გვარწმუნებს, რომ კურთხევები, რომლებსაც მესიის სამეფო მოუტანს მორჩილ კაცობრიობას, რეალობად იქცევა.
ამ რუბრიკის შემდეგ ნაწილში განვიხილავთ საინტერესო საკითხს: რატომ იტანჯა და მოკვდა მესია?
[სქოლიო]
^ აბზ. 16 ამ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 197—199. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[დიაგრამა/სურათები 22, 23 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მესიასთან დაკავშირებული ოთხი წინასწარმეტყველების დროის დიაგრამა
1 მესია დავითის შთამომავალი იქნებოდა
ძვ. წ. 1070
დავითი ხდება მთელი ისრაელის მეფე
ძვ. წ. 607
ბაბილონელები ანადგურებენ იერუსალიმს
ძვ. წ. 455
გამოდის იერუსალიმის აღდგენისა და ხელახლა აშენების ბრძანება
2 მესია უნდა დაბადებულიყო იუდას ბეთლემში
ძვ. წ. 2
იესო იბადება იუდას ბეთლემში დავითის გენეალოგიურ ხაზში
3 მესია უნდა მოსულიყო იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გაცემიდან 483 წლის შემდეგ
ახ. წ. 29
იესო ინათლება და ხდება მესია
4 მესია უნდა მომკვდარიყო ბოროტმოქმედებთან ერთად და როგორც მდიდარი, ისე უნდა დამარხულიყო
ახ. წ. 33
იესო ბოროტმოქმედებთან ერთად მოკლეს, მაგრამ დამარხეს, როგორც მდიდარი