არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მედუზა

მედუზა

ვინ შექმნა?

მედუზა

● მედუზის სხეულის სულ მცირე 95% წყალია. ზომებს რაც შეეხება, მისი დიამეტრი 3 სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე მერყეობს. მისი კუნთები ზარის ფორმის სხეულს რითმულად კუმშავს და შლის, თითქოს ქოლგა იშლება და იკეცებაო.

დაფიქრდით: ჰიდროდინამიკის დარგში მოღვაწე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი სახეობის მედუზა მართალია, სწრაფად ვერ დაცურავს, მაგრამ ცურვის უცნაურ მეთოდს იყენებს. მედუზა სხეულის ყოველი შეკუმშვისას ქმნის რგოლისმაგვარ მორევს, რომელიც კვამლის რგოლს წააგავს და წყლის მასას გარეთ გამოისვრის. წარმოქმნილი რგოლების ინერცია ქმნის უკურეაქციას და მედუზას წინ აგდებს. ის ამ დროს ერთგვარ რაკეტას წააგავს, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ეს ინერცია წყვეტილ-წყვეტილად ვრცელდება და არა მუდმივი სიჩქარით. ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ ამბობს: „ეს ერთი შეხედვით უბრალო ჩანს, მაგრამ სინამდვილეში გამოდევნილი რგოლის მიერ შექმნილ მორევს რთული მათემატიკური წყობა გააჩნია“.

მკვლევრები მედუზის მოძრაობაზე დაკვირვებით ცდილობენ, შექმნან უფრო მოხერხებული წყალქვეშა ნავი. ერთმა მკვლევარმა უკვე შექმნა 1,2 მეტრიანი წყალქვეშა ნავი, რომელიც მედუზის პრინციპით მოძრაობს. ეს მოწყობილობა 30%-ით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ჩვეულებრივი, პროპელერიანი ნავი. იგეგმება ასევე ამ პრინციპის გამოყენება ადამიანის გულთან მიმართებაში. ვინაიდან გულის პარკუჭში სისხლის მოძრაობის დროს წარმოიქმნება ერთგვარი რგოლისებური ნაკადი, ნაკადის რღვევის დაფიქსირება შესაძლებელს გახდიდა გულის დაავადებების ადრეული ნიშნების გამოვლენას.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია ის, რომ მედუზას ასეთი უჩვეულო ცურვის სისტემა აქვს განვითარებული თუ ღვთის ხელია ამაში?

[სურათი 13 გვერდზე]

მედუზა ქმნის მორევის რგოლს და გარეთ გამოისვრის. წარმოქმნილი ინერცია მედუზას წინ აგდებს

[სურათის საავტორო უფლებები 13 გვერდზე]

Photo: © JUNIORS BILDARCHIV/age fotostock; graphic: Courtesy of Sean Colin