როდიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვს?
როდიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვს?
● სამხრეთ კაროლინაში, სამერვილში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა წერილი მოგვწერა. ის წერდა, რომ მან თავისი შვილის სწავლება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მისი მეუღლე სამი თვის ფეხმძიმე იყო. ყოველ საღამოს ცოლს გვერდით მიუჯდებოდა ხოლმე და ბავშვს თითო თავს უკითხავდა წიგნიდან „ბიბლიური მოთხრობები“. „როცა პატარა გოგონა, ბეთია შეგვეძინა, კვლავაც განვაგრძობდით ამ ჩვევის მიყოლას, — ამბობს ბავშვის მამა. — პატარას ყოველ ღამე თითო მოთხრობას ვუკითხავდით მანამ, სანამ სამჯერ არ წავიკითხეთ წიგნი თავიდან ბოლომდე.
ტიკტიკი დაიწყო თუ არა, უკვე ცნობდა ბიბლიურ პერსონაჟებს და შეეძლო განესახიერებინა მათი როლები. რამდენიმე მოთხრობა თითქმის ზეპირადაც კი იცოდა“.
ამ ლამაზად დასურათებულ წიგნში, რომელშიც 116 მოთხრობაა შესული და რომელიც დიდი შრიფტით გამოიცემა, თანმიმდევრობით არის აღწერილი ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრება და მოვლენათა ქრონოლოგია. თუ გსურთ, მიიღოთ ეს 256-გვერდიანი წიგნი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.