არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

დააკავშირე სურათები შესაბამის ბიბლიურ მუხლებთან

წაიკითხე დაბადების 1:1—31. თითოეული სურათი ხაზით დააკავშირე შესაბამის ბიბლიურ მუხლთან (სურათები თანმიმდევრობით არ არის მოცემული).

დასაფიქრებლად:

 

საიდან ვიცით, რომ შემოქმედებითი დღე 24-საათიანი არ ყოფილა?

მინიშნება: წაიკითხე დაბადების 2:4; ფსალმუნის 90:4.

რა ისწავლე იეჰოვაზე მისი შემოქმედებითი საქმეებიდან?

მინიშნება: წაიკითხე ფსალმუნის 115:16; რომაელების 1:20; 1 იოანეს 4:8; გამოცხადების 4:11.

დავალება მთელი ოჯახისთვის:

 

ოჯახის წევრებმა დაგეგმეთ ერთად სადმე გასვლა. ეწვიეთ ზოოპარკს, ან ბაღს, ან პლანეტარიუმს და გაიგეთ მეტი თქვენს საყვარელ ცხოველებზე, სხვადასხვა ფრინველზე და პლანეტებზე. შემდეგ მოუყევით ერთმანეთს, რა ისწავლეთ იეჰოვაზე მის ქმნილებებზე დაკვირვებით.

 ისწავლე და შეაგროვე

ბიბლიური ბარათი 23 იონათანი

კითხვები

  1. ა) იონათანი უფროსი ვაჟი ________.
  2. ბ) სწორია თუ არასწორი: იონათანს მამამისმა შუბი ესროლა.
  3. გ) ვინ უყვარდა იონათანს განსაკუთრებით და რატომ?

ზოგადი ცნობები:

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო და ამასთანავე დავითზე 30 წლით უფროსიც, მაინც ერთგულად უჭერდა მხარს დავითს, როგორც ღვთის რჩეულ კანონიერ მეფეს (1 სამუელი 23:15—18). ის სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში, რათა დაეცვა დავითი საულისგან, თავისი შურიანი მამისგან (1 სამუელი 20:1—42). იონათანის თავმდაბლობის მაგალითი გვასწავლის იმას, რომ გვიხაროდეს, როდესაც ღმერთი სხვას სიკეთეს უკეთებს.

პასუხები

  1. ა)  მეფე საულის (1 სამუელი 14:47, 49).
  2. ბ) სწორია (1 სამუელი 20:33).
  3. გ) დავითი, ვინაიდან მან ნახა დავითის გამოვლენილი გაბედულება და იეჰოვასადმი სიყვარული, როცა გოლიათს შეებრძოლა (1 სამუელი 17:1—18:4).

ხალხები და ქვეყნები

 ჩვენი სახელებია პია სონ აუნგი და სუ მია იადანა ლვინი. მე 11 წლისა ვარ, სუ მია კი — 7-ის. ვცხოვრობთ მიანმაში. რამდენი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს მიანმაში: 3 600, 6 300 თუ 10 000?

 შემოხაზე ის წერტილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. დასვი წერტილი იქ, სადაც შენ ცხოვრობ და დაინახავ, რა მანძილია მიანმამდე.

დავალება ბავშვებისთვის

მოძებნეთ ეს სურათები ამ ჟურნალში და თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რას ხედავთ თითოეულ მათგანზე.

  მოცემული კითხვების პასუხები

  1.   1 შეესაბამება ვ-ს.
  2.    2 შეესაბამება ბ-ს.
  3.    3 შეესაბამება ა-ს.
  4.    4 შეესაბამება ე-ს.
  5.    5 შეესაბამება გ-ს.
  6.    6 შეესაბამება დ-ს.
  7.    3 600.
  8.    დ.