არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა სჭირდებათ ბავშვებს მშობლებისგან?

რა სჭირდებათ ბავშვებს მშობლებისგან?

დღევანდელ ზნედაცემულ და ძალადობრივ ქვეყნიერებაში ბავშვები საკმაოდ დაუცველები არიან. ასე რომ, დღეს ბავშვებს, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ მორალური თუ სულიერი ხელმძღვანელობა. სად შეუძლიათ მშობლებს მოძებნონ სანდო რჩევები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით? მრავალმა წარმატებულმა მშობელმა დახმარებისთვის ბიბლიას მიმართა, რადგან მათ იციან, რომ ბიბლიაში ჩაწერილია შეუდარებელი რჩევები ცხოვრებასა და ზნეობრივ ფასეულობებთან დაკავშირებით.

იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, რაც მართლაც დიდ დახმარებას უწევს მშობლებს შვილების აღზრდაში. ეს 48-თავიანი წიგნი შეიცავს შემდეგ თემებს: „მორჩილება დაგიცავს“, „რატომ უნდა ვაპატიოთ?“, „რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?“, „როგორ დავძლიოთ შიში?“ და „რატომ უნდა ვიშრომოთ?“.