არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ხტუნია ობობას ბუნდოვანი მხედველობა

ხტუნია ობობას ბუნდოვანი მხედველობა

ხტუნია ობობას განსაკუთრებული მხედველობითი სისტემა აქვს, რაც მას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ზუსტად გამოთვალოს მანძილი, სადაც უნდა დახტეს. როგორ ახერხებს ის ამას?

დაფიქრდით: მანძილის გასაზომად ეს ობობა იყენებს თავის ორ უნიკალურ თვალს. ორივე თვალის ბადურაზე მას აქვს ოთხ-ოთხი შრე, რომელიც შთანთქავს სინათლეს. ერთ შრეზე აღიქმება სინათლის მწვანე სხივების მკვეთრი გამოსახულება, მეორეზე კი — ბუნდოვანი გამოსახულება. რაც მეტად ბუნდოვანი გამოსახულება ხვდება ამ შრეზე, მით უფრო ახლოა ობობასთვის სასურველი საგანი. ეს მარტივი ფაქტი ხელს აძლევს ობობას გამოთვალოს ზუსტი მანძილი და აცდენის გარეშე დაახტეს მსხვერპლს.

ამ ობობაზე დაკვირვებით მეცნიერებს გაუჩნდათ სურვილი, რომ შექმნან სამგანზომილებიანი კამერები და რობოტები, რომლებსაც შეეძლებათ სასურველ საგნამდე არსებული მანძილის ზუსტად გაანგარიშება. ვებ-გვერდის ScienceNOW-ის თანახმად, „ხტუნია ობობას მხედველობითი უნარი განსაცვიფრებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახერხებს ნახევარსანტიმეტრიანი მწერი, რომლის ტვინიც ჩვეულებრივ ბუზის ტვინზე პატარაა, თავი მოუყაროს რთულ მხედველობით ინფორმაციას და შესაბამისად იმოქმედოს“.

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდა ხტუნია ობობას მხედველობის ამგვარი უნარი, თუ შემოქმედის მეშვეობით?