არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნები

„ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ 38 პროცენტს აქვს დაბადების მოწმობა“, — აღნიშნულია გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის (იუნისეფი) მიერ მომზადებულ ერთ ანგარიშში, რომელიც ეხებოდა საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს. ზოგიერთ ამ რეგიონში „ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების რეგისტრაცია, რათა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვა და განათლება. დაბადების მოწმობის გარეშე ობოლი ბავშვები ვერც მშობლების მემკვიდრეობას მიიღებენ“, — განაცხადა იუნისეფის რეგიონული დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში.

იტალია

ერთი გამოკითხვის თანახმად, იტალიელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად კიბერ-ხულიგნები აშინებთ. 12—17 წლამდე ასაკის მოზარდების 72 პროცენტს ამის ძალიან ეშინია. მათი რიცხვი აღემატება იმ მოზარდების რიცხვს, რომლებსაც ეშინიათ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების (55 პროცენტი), სექსუალური შეურაცხყოფის (44 პროცენტი) ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (24 პროცენტი).

იაპონია

„ჯაპან ტაიმსის“ თანახმად, იაპონიაში იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც არ აწინაურებენ სამსახურში. ახალგაზრდების 40 პროცენტი წუხს იმის გამო, რომ ირღვევა ეთიკური ნორმები და ადგილი აქვს უპატიოსნობას. ბევრს არ შეუძლია თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი უფროსებთან. მაშინ როცა უფროსი თაობის ხალხი თავიანთი დამსაქმებლების ერთგულები არიან, ახალგაზრდების 60 პროცენტი მანამ რჩება სამსახურში, სანამ უკეთეს სამუშაოს არ იპოვის.

ბრაზილია

1980—2010 წლებში დაახლოებით 800 000 ადამიანი დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით ბრაზილიაში. აქედან 450 000-ზე მეტი 15—29 წლამდე ასაკის იყო. ბოლო დროს მომხდარ დანაშაულთა კვლევამ ცხადყო, რომ მკვლელობები უმეტესწილად ხდება ოჯახური კონფლიქტის, მეზობლებთან დაპირისპირების, შურის და მძღოლებს შორის ატეხილი ჩხუბის ნიადაგზე.