მთავარი თემა | მართავთ თქვენს ცხოვრებას?
შეგიძლიათ მართოთ თქვენი ცხოვრება?
ცხოვრება ყოველთვის ხელისგულზე არ გვატარებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რთული სიტუაციების მიუხედავად, ის დადებითი კუთხით წარვმართოთ. დღეს დალხენილი ცხოვრება არავის აქვს, მაგრამ მისი მართვა რომ შევძლოთ, საჭიროა, შევეგუოთ მდგომარეობას და ვეცადოთ, ის ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ. კარგია, თუ არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, თქვენი ცხოვრების მართვა შეგიძლიათ, რაღა თქმა უნდა, უკეთესია, თუ თქვენი მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ იცოდეთ, რომ წინ საუკეთესო მომავალი გელით.
ბიბლია გვპირდება, რომ დადგება დრო, როცა ყველა ადამიანი სრულად გააკონტროლებს თავის ცხოვრებას. ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებას, რადგან მათ ხელს აღარ შეუშლის ყოველდღიური სტრესი, უარყოფითი გრძნობები ან სხვა შემზღუდველი ფაქტორები (ესაია 65:21, 22). ბიბლია ასეთ ცხოვრებას „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ უწოდებს (1 ტიმოთე 6:19).
„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).