არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთესი რამ

კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთესი რამ

კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთესი რამ

მოციქული პეტრე იმ „დამხმარე საშუალებების“ მოხსენიების შემდეგ, რომლებსაც ქალი გასალამაზებლად იყენებს, იძლევა რჩევას: „ნაცვლად ამისა, თქვენი სილამაზე უნდა ვლინდებოდეს შინაგანი, მშვიდი და წყნარი ბუნებით, რაც უბერებელი და უძვირფასესია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 3:3, 4; Today’s English Version).

აღსანიშნავია, რომ გარეგნობის გასალამაზებელ საშუალებაზე წერისას პეტრემ გამოიყენა ბერძნული სიტყვის „კოსმოს“ ფორმა, რომელიც ქართულში დამკვიდრებული უცხო სიტყვის „კოსმეტიკის“ ფუძეშიც გვხვდება, რაც „პირისახის . . . მოვლა-გალამაზებას“ ნიშნავს. უკრძალავდა პეტრე ქრისტიან ქალებს ნელსაცხებლებისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას? ღვთის სიტყვაში მსგავსი არაფერია ნათქვამი. ბიბლიიდან გამომდინარე, ეს თითოეული პიროვნების პირადი საქმეა. ასე რომ, ღვთის სიტყვა ამ საკითხში საკმაო თავისუფლებას იძლევა.

მაგრამ რა შთაბეჭდილებას ტოვებს ქალი, რომელიც იმდენ კოსმეტიკურ საშუალებას ხმარობს, რომ ბევრს აღიზიანებს? განა ასეთი მოქმედება უგემოვნობის, საკუთარი თავის გამოჩენის სურვილის ან ნარცისიზმის მაჩვენებელი არ იქნებოდა? დიახ, უზომოდ შეღებვამ ქალს შეიძლება ვულგარული იერი მისცეს და სხვებს მის ზნეობაზე ცუდი შთაბეჭდილება შეუქმნას (შეადარეთ ეზეკიელი 23:36-42).

ქალი, რომელსაც ესმის ყოველივე ეს და ‘ღვთისმოსაობით ცხოვრება აქვს არჩეული’, თუ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას დააპირებს, ეცდება ისე გამოიყურებოდეს, რომ თავისი გარეგნობით კდემამოსილებას, სინაზეს, თავაზიანობასა და მოკრძალებას ირეკლავდეს. ასეთი თვისებები უფრო მოხდენილსა და მიმზიდველს გახდის მას. ასე რომ, გამოიყენებს კოსმეტიკურ საშუალებებს თუ არა, მაინც შესამჩნევი იქნება მისი შინაგანი მომხიბვლელობა და სილამაზე. ამით გამოჩნდება, რომ მას ესმის სტატიის დასაწყისში პეტრეს მიერ მოყვანილი სიტყვების აზრი — არსებობს კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთესი რამ (1 ტიმოთე 2:9, 10).