შემოქმედს შეუძლია აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს
შემოქმედს შეუძლია აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს
„ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ“ (ფსალმუნი 148:5).
1, 2. ა) რა კითხვაზე უნდა დავფიქრდეთ? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ესაიას კითხვა ქმნილებასაც ეხება?
„განა არ იცი?“ ეს შეიძლება, უბრალოდ, ისეთ კითხვასავით ჟღერდეს, რომელიც ბევრს აღძრავს, გვიპასუხოს: „რა არ ვიცი?“. მაგრამ ეს სერიოზული კითხვაა. პასუხის გაგების საუკეთესო საშუალება ის არის, რომ ყურადღება მივაქციოთ კონტექსტს, სადაც ეს კითხვა ზის, — ბიბლიური წიგნის, „ესაიას“, მე-40 თავს. რადგანაც ეს წიგნი ესაიამ, ძველ დროში მცხოვრებმა ებრაელმა, დაწერა, ზემოხსენებული კითხვა დიდი ხნის არის. მიუხედავად ამისა, ის დღესაც აქტუალურია, ვინაიდან თქვენი სიცოცხლის ძირითად აზრს ეხება.
2 რადგან ესაიას 40:28-ში მოცემული ეს კითხვა მნიშვნელოვანია, ის ჩვენს სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს: „განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი“. ამგვარად, კითხვა — „არ იცი?“ — ქვეყნის — და, როგორც კონტექსტიდან ჩანს, არა მარტო ქვეყნის — შემქმნელს ეხება. ორი მუხლით წინ ესაიამ ვარსკვლავების შესახებ დაწერა: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა . . . არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“.
3. ბევრიც რომ იცოდეთ შემოქმედის შესახებ, რატომ უნდა გქონდეთ მეტის გაგების სურვილი?
3 დიახ, კითხვა — „განა არ იცი?“ — ნამდვილად ჩვენი სამყაროს შემოქმედს ეხება. პირადად თქვენ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ იეჰოვა ღმერთი „ქვეყნის კიდეების შემქმნელია“. აგრეთვე შეიძლება ბევრი იცოდეთ მისი პიროვნებისა და გზების შესახებ. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხვდებით ადამიანს, რომელსაც ეჭვი ეპარება შემოქმედის არსებობაში და, რაღა თქმა უნდა, არ იცის, ვინ არის ის? ამან არ უნდა გაგაკვირვოთ, რადგან მილიონობით ადამიანმა არაფერი იცის შემოქმედზე ან არ სწამს ის (ფსალმუნი 13:1; 52:2).
4. ა) რატომ არის ჩვენს დროში მართებული შემოქმედთან დაკავშირებული საკითხის განხილვა? ბ) რომელ კითხვებზე არ მოეპოვება მეცნიერებას პასუხები?
4 სკოლები ბევრ სკეპტიკოსს ამზადებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მეცნიერებას აქვს (ან ექნება) პასუხები კითხვებზე სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ნაშრომში „სიცოცხლის წარმოშობა“ (დედნის ფრანგული სახელწოდება: Aux Origines de la Vie) ავტორები აჟენი და ლანეი ამბობენ: „ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ განიხილება სიცოცხლის წარმოშობის საკითხი. ეს პრობლემა, რომელიც ძალიან ძნელი გადასაწყვეტია, დაწვრილებით გამოკვლევას მოითხოვს — სივრცის უსასრულობიდან მატერიის ზესიმცირემდე“. მაგრამ ბოლო თავში, სათაურით „კითხვა კითხვად რჩება“, ისინი აღიარებენ: «ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მეცნიერული პასუხი კითხვაზე — როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე? მაგრამ რატომ გაჩნდა სიცოცხლე? აქვს სიცოცხლეს აზრი? მეცნიერებას არ შეუძლია პასუხის გაცემა. ის მხოლოდ ეძებს პასუხს კითხვაზე „როგორ“. „როგორ“ და „რატომ“ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. . . რაც შეეხება კითხვას „რატომ“, ფილოსოფიამ, რელიგიამ და, უპირველესად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოძებნოს პასუხი».
პასუხებისა და აზრის ძიება
5. განსაკუთრებით რომელი კატეგორიის ხალხს შეუძლია სარგებლობის მიღება შემოქმედის შესახებ მეტის გაგებით?
5 დიახ, გვინდა გვესმოდეს, რატომ არსებობს სიცოცხლე, განსაკუთრებით კი, ჩვენ რისთვის
ვარსებობთ. გარდა ამისა, დაინტერესებული უნდა ვიყოთ იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ არ მისულან დასკვნამდე, რომ შემოქმედი არსებობს, და რომლებმაც, რაღა თქმა უნდა, ცოტა რამ თუ იციან მისი გზების შესახებ. ან დაფიქრდით მათზე, ვისაც თავისი წარსულის გამო ბიბლიისგან დიდად განსხვავებული წარმოდგენა აქვს ღმერთზე. მილიარდობით ადამიანი აღიზარდა აღმოსავლეთის ქვეყნებში ან კიდევ სხვაგან, სადაც უმეტესობა არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც ცოცხალ, მიმზიდველი თვისებების მქონე რეალურ პიროვნებაზე. სიტყვა „ღმერთი“ მათში შეიძლება ისეთ წარმოდგენას იწვევდეს, რომ ის არის რაღაც გაურკვეველი ძალა ან აბსტრაქტული საწყისი. მათ არც ‘შემქმნელი იციან’, არც მისი გზები. რა დიდ სარგებლობას — მათ შორის მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებულ პერსპექტივებს — მიიღებდნენ ისინი ან სხვა მილიონები, რომლებსაც მსგავსი თვალსაზრისი აქვთ, თუკი დარწმუნდებოდნენ, რომ შემოქმედი არსებობს! ისინი რაღაც ისეთის შეძენასაც კი შეძლებდნენ, რაც ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენს — ეს არის: სიცოცხლის ნამდვილი აზრი, ნამდვილი მიზანი და სულის სიმშვიდე.6. რა კავშირშია დღეს ბევრის ცხოვრება პოლ გოგენის შემთხვევასა და მის ერთ-ერთ ნაწარმოებთან?
6 მაგალითად, 1891 წელს ფრანგი ფერმწერი პოლ გოგენი დამაკმაყოფილებელი ცხოვრების საძიებლად საფრანგეთის პოლინეზიაში გაემგზავრა, სადაც სამოთხისებური პირობები იყო. მაგრამ მისმა თავაშვებულმა წარსულმა მალე მასაც და სხვებსაც სენი შეჰყარა. სიკვდილის მოახლოებისას გოგენმა დიდი ტილო შექმნა, რომელშიც, როგორც ჩანს, „სიცოცხლე დიდ საიდუმლოებად ასახა“. იცით, რა უწოდა ამ ნაწარმოებს? „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ?“ შეიძლება სხვებისგანაც გსმენიათ მსგავსი კითხვები. ისინი ბევრს აინტერესებს. მაგრამ რა დასკვნამდე შეიძლება მივიდნენ, როცა ვერ პოულობენ ვერანაირ დამაკმაყოფილებელ პასუხს — ვერანაირ ნამდვილ აზრს სიცოცხლეში? შეიძლება იფიქრონ, რომ მათი სიცოცხლე ოდნავ თუ განსხვავდება ცხოველთა სიცოცხლისგან (2 პეტრე 2:12) *.
7, 8. რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მეცნიერული გამოკვლევები?
7 ამგვარად, გასაგებია, რატომ შეიძლება ვინმემ ისეთი რამ თქვას, რაც ფიზიკის პროფესორმა ფრიმენ დაისონმა დაწერა: „როგორც სხვა იობი 3:20, 21; 10:2, 18; 21:7). როგორც მოვიხსენიეთ, პასუხებისთვის მრავალი, ღვთის ნაცვლად, მეცნიერებას მიმართავს. ბიოლოგები, ოკეანოგრაფები და სხვები უფრო და უფრო იღრმავებენ ცოდნას ჩვენი პლანეტისა და მასზე არსებული სიცოცხლის შესახებ. ასტრონომები და ფიზიკოსები, რომლებიც გამოკვლევას სხვა მიმართულებით აწარმოებენ, ყოველთვის რაღაც ახალს გებულობენ მზის სისტემაზე, ვარსკვლავებსა და შორეულ გალაკტიკებზეც კი (შეადარეთ დაბადება 11:6). რა გონივრული დასკვნების გაკეთება შეიძლება ასეთი ფაქტებიდან?
მოაზროვნე ადამიანებს, მეც მაინტერესებს პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც იობმა დასვა. რატომ ვიტანჯებით? რატომ არის მსოფლიო ასეთი უსამართლო? რა მიზანი აქვს ტკივილსა და ტრაგედიებს?“ (8 ზოგი მეცნიერი მოიხსენიებს ღვთის „გონებასა“ თუ „ხელს“, რაც სამყაროში ვლინდება. მაგრამ შეიძლება ამის გამო ყურადღების მიღმა დარჩეს მთავარი? ჟურნალში „საიენსი“ (Science) ნათქვამია: «როცა მკვლევარები ამბობენ, რომ კოსმოლოგია ავლენს ღვთის „გონებას“ ან „ხელს“, ისინი ღმერთს მხოლოდ იმას აწერენ, რაც, საერთო ჯამში, ნაკლებად მნიშვნელოვანია სამყაროში, — მის ფიზიკურ სტრუქტურას». ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი სტივენ უაინბერგი წერდა: „რაც უფრო გვგონია, რომ სამყაროს ჩავწვდით, მით უფრო უაზრობად გვეჩვენება მისი არსებობა“.
9. რა დაგვეხმარება ჩვენც და სხვებსაც შემოქმედის შეცნობაში?
9 მაგრამ თქვენ შეიძლება იმ მილიონებს მიეკუთვნებოდეთ, ვინც სერიოზულად სწავლობს ამ საკითხს და იცის, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი შემოქმედის შესახებ შემეცნებასთან არის დაკავშირებული. გაიხსენეთ მოციქულ პავლეს სიტყვები: „ადამიანები ვერ იტყვიან, რომ არაფერი იციან ღმერთზე. წუთისოფლის დასაბამიდან მათ შეუძლიათ ღვთის დანახვა იმის საშუალებით, რაც მან გააკეთა. ეს ცხადყოფს მის მარადიულ სიძლიერეს. ეს ცხადყოფს, რომ ის ღმერთია“ (რომაელთა 1:20 [Holy Bible, New Life Version]). დიახ, სამყაროსა და საკუთარ თავზე დაკვირვება დაეხმარება ადამიანს, შეიცნოს ღმერთი და იპოვოს სიცოცხლის აზრი, რომელიც მას უკავშირდება. ამ მხრივ, განვიხილოთ სამი რამ: ჩვენ გარშემო არსებული სამყარო, სიცოცხლის წარმოშობა და ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები.
რწმენის საფუძვლები
10. რატომ უნდა დავფიქრდეთ „დასაბამზე“? (დაბადება 1:1, ძველი აღთქმის ორტომეული, 1884; ფსალმუნი 110:10).
10 როგორ გაჩნდა სამყარო? როგორც, ალბათ, იცით ცნობებიდან კოსმოსური ტელესკოპებისა და თანამგზავრების შესახებ, მეცნიერთა უმეტესობამ დაინახა, რომ სამყარო ყოველთვის არ არსებობდა. მას დასაბამი ჰქონდა და, ამავე დროს, დღემდე ფართოვდება. რა იგულისხმება ამაში? აი რას ამბობს ასტრონომი ბერნარდ ლოველი: „თუ ოდესღაც წარსულში სამყარო ზემცირე ზომასა და უსაშველოდ მაღალი სიმკვრივის სინგულარულ მდგომარეობას ძალიან უახლოვდებოდა, იძულებული ვართ ვიკითხოთ, რა იყო მანამდე. . . ჩვენ წინაშე დგება დასაბამის პრობლემა“.
11. ა) რამდენად დიდია სამყარო? ბ) რაზე მიუთითებს სამყაროში არსებული სიზუსტე?
11 სამყაროს, მათ შორის დედამიწის, აგებულებაში საოცარი რეგულირება ჩანს. მაგალითად, მზესა და სხვა ვარსკვლავებს ორი შესანიშნავი რამ ახასიათებს — ესენია ხანგრძლივი ქმედითობა და სტაბილურობა. როგორც ვარაუდობენ, ხილულ სამყაროში გალაქტიკების რიცხვი 50 მილიარდიდან (50 000 000 000) 125 მილიარდამდეა. ჩვენს გალაქტიკა „ირმის ნახტომში“ უამრავი მილიარდი ვარსკვლავია. ახლა დაფიქრდით: ვიცით, რომ ავტომობილის ძრავას საწვავისა და ჰაერის ზუსტი შეფარდებით მიწოდება სჭირდება. თუ ავტომობილი გყავთ, შეგიძლიათ კვალიფიციურ მექანიკოსს მიმართოთ ძრავის რეგულირებისთვის, რომ ავტომობილმა უხმაუროდ და უფრო კარგად იაროს. თუკი ასეთი სიზუსტე უბრალო ძრავისთვის არის მნიშვნელოვანი, რაღა უნდა ვთქვათ, მაგალითად, იმაზე, რომ მზე კარგად „იწვის“? აშკარაა, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის მთავარი მოქმედი ძალები ზუსტად არის რეგულირებული. უბრალო შემთხვევითობის ნაყოფია ეს? ძველ დროში მცხოვრებ იობს ჰკითხეს: „შენ გამოაცხადე წესები, რომლებიც ცას მართავს, ან შენ დაადგინე ბუნების კანონები დედამიწაზე?“ (იობი 38:33 [The New English Bible]). ეს არც ერთ ადამიანს არ გაუკეთებია. მაშ, რომელი წყაროდან მოდის სიზუსტე? (ფსალმუნი 18:2).
12. რატომ არის გონივრული, ვიფიქროთ, რომ შემოქმედების მიღმა ძლიერი პიროვნება დგას?
12 შეიძლება, რომ ეს წყარო იყოს ადამიანისთვის უხილავი რამე ან ვინმე? ეს კითხვა თანამედროვე მეცნიერების თვალით განვიხილოთ. ასტრონომების უმეტესობა უკვე ეთანხმება იმ აზრს, რომ არსებობს ძალიან ძლიერი ციური სხეულები — შავი ორმოები. მართალია, ისინი უხილავია, მაგრამ მკვლევარები დარწმუნებული არიან მათ არსებობაში. მსგავსად ამისა, ბიბლია გვამცნობს, რომ სხვა სფეროში არსებობენ ძლიერი უხილავი, სულიერი ქმნილებები. თუკი ასეთი ძლიერი უხილავი ქმნილებები არსებობენ, ნუთუ არ შეიძლება, რომ სამყაროში სიზუსტე ძლიერ პიროვნებას შემოეღო? (13, 14. ა) რა დაადგინა მეცნიერებამ სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით? ბ) რაზე მიანიშნებს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა?
13 მეორე, რაც შეიძლება შემოქმედის შეცნობაში დაეხმაროს ადამიანს, სიცოცხლის წარმოშობას ეხება. ლუი პასტერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების დროიდან აღიარებულ იქნა, რომ შეუძლებელია სიცოცხლე არაფრისგან გაჩენილიყო თვითჩასახვის შედეგად. მაშ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე? ჩვენი საუკუნის 50-იან წლებში მეცნიერები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ის შეიძლებოდა რაღაც პირველ ოკეანეში ნელ-ნელა განვითარებულიყო მაშინდელ ატმოსფეროზე ელვის გამუდმებული მოქმედებით. მაგრამ შედარებით ახალი მონაცემები გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის ამგვარი წარმოშობა შეუძლებელი იყო, რადგან ატმოსფერო სხვაგვარი არასოდეს ყოფილა. ამიტომ ზოგი მეცნიერი უფრო დამაჯერებელ გამართლებას ეძებს. მაგრამ მათაც მთავარი ხომ არ რჩებათ მხედველობიდან?
14 სამყაროსა და მასში არსებული სიცოცხლის შესწავლაში გატარებული ათწლეულების შემდეგ ბრიტანელმა მეცნიერმა ფრედ ჰოილმა თქვა: „ნაცვლად იმისა, რომ ვაღიაროთ ბუნების ბრმა ძალების შედეგად სიცოცხლის წარმოშობის ფანტასტიკურად მცირე ალბათობა, ჯობია დავუშვათ, რომ სიცოცხლე წარმოიშვა მიზანდასახული, გააზრებული მოქმედების შედეგად“. დიახ, რაც უფრო მეტს ვგებულობთ სიცოცხლის საოცრებებზე, მით უფრო ლოგიკურია, რომ ის გონიერი წყაროდან მომდინარეობს (იობი 33:4; ფსალმუნი 8:4, 5; 35:10; საქმეები 17:28).
15. რატომ შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური ხართ?
15 მაშასადამე, მსჯელობის პირველი საკითხი სამყაროს ეხება, მეორე კი — დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობას. ყურადღება მიაქციეთ მესამეს — ჩვენს უნიკალურობას. ყველა ადამიანი მრავალმხრივ უნიკალურია; ეს თქვენც გეხებათ. როგორ? ალბათ, გსმენიათ, რომ ტვინს ძლიერ კომპიუტერს ადარებენ. მაგრამ უახლესი აღმოჩენები აჩვენებს, რომ ეს ძალიან უხეში შედარებაა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერმა თქვა: «თანამედროვე კომპიუტერების შედარებაც კი არ შეიძლება თვით ოთხი წლის ბავშვთან, რომელსაც ხედვის, ლაპარაკის, მოძრაობისა და საღი აზროვნების უნარი აქვს. . . გამოთვლილია, რომ ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერის ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობა უთანაბრდება ლოკოკინის ნერვულ სისტემას — ეს კი [თქვენს] თავის ქალაში არსებული „სუპერკომპიუტერის“ ძალის უმცირესი ნაწილია».
16. რაზე მეტყველებს რომელიმე ენაზე ლაპარაკის უნარი?
16 ერთ-ერთი უნარი, რაც ტვინის მეშვეობით გაქვთ, რომელიმე ენაზე ლაპარაკია. ზოგი ორ, სამ ან მეტ ენას ფლობს, მაგრამ ერთზე ლაპარაკის უნარიც კი ჩვენს უნიკალურობაზე მეტყველებს (ესაია 36:11; საქმეები 21:37–40). პროფესორებმა რ. ს. და დ. ჰ. ფაუტებმა დასვეს კითხვა: „მხოლოდ ადამიანს . . . შეუძლია ენით კავშირის დამყარება? . . განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ცხოველები კავშირს ამყარებენ . . . ჟესტებით, სუნით, ხმებითა და ჩხავილით, ფრინველები — გალობით, ფუტკრები კი — ცეკვით. მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოველებს, ადამიანისგან განსხვავებით, არა აქვთ ჩამოყალიბებული გრამატიკული ენა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველებს არ შეუძლიათ ხატვა. ყველაზე მეტი, რაც შეუძლიათ, ეს არის ჯღაბნა“. მართლაც, მხოლოდ ადამიანს შეუძლია ტვინის გამოყენება, რომ რომელიმე ენაზე ილაპარაკოს და აზრიანი სურათები დახატონ (შეადარეთ ესაია 8:1; 30:8; ლუკა 1:3).
17. რას აკეთებს ცხოველი სარკეში ყურებისას და რას — ადამიანი?
17 გარდა ამისა, თქვენ ბევრი რამ იცით საკუთარ იგავნი 14:10). გინახავთ, როგორ იქცევიან ჩიტი, ძაღლი ან კატა, როცა სარკეში იყურებიან? ჩიტი უნისკარტებს, ძაღლი უღრენს, კატა კი თავს ესხმის. ისინი ვერ ცნობენ საკუთარ თავს და ჰგონიათ, რომ სხვა ცხოველს ხედავენ. მათგან განსხვავებით, როცა თქვენ იყურებით სარკეში, იცით, რომ თქვენა ხართ (იაკობი 1:23, 24). შეგიძლიათ შეამოწმოთ, როგორ გამოიყურებით, ან იფიქროთ, როგორი იქნებით რამდენიმე წლის შემდეგ. ცხოველები არ აკეთებენ ამას. დიახ, ტვინი უნიკალურს გხდით. რაზე მიანიშნებს ეს? როგორ გაჩნდებოდა ტვინი, ღმერთს რომ არ შეექმნა ის?
თავზე; იცნობთ საკუთარ თავს (18. რა გონებრივი შესაძლებლობებით განსხვავდება ადამიანი ცხოველებისგან?
18 ტვინი აგრეთვე საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ ხელოვნება და მუსიკა და გამოავლინოთ ზნეობრიობა (გამოსვლა 15:20; მსაჯულნი 11:34; მესამე მეფეთა 6:1, 29–35; მათე 11:16, 17). რატომ მაინცდამაინც თქვენ და არა ცხოველებს? ისინი ტვინს უმთავრესად დაუყოვნებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებენ — მოიპოვონ საკვები, დაწყვილდნენ ან გაიკეთონ ბუდე. მხოლოდ ადამიანები იყურებიან წინ. ზოგი იმაზეც კი ფიქრობს, რა გავლენა ექნება მის მოქმედებას გარემოზე ან შთამომავლებზე შორეულ მომავალში. რატომ? ეკლესიასტეს 3:11-ში (ძვო) ადამიანების შესახებ ნათქვამია: „[შემოქმედმა] საუკუნენი მისცა გულთა შინა მათთა“. დიახ, თქვენ განსაკუთრებული უნარი გაქვთ — იფიქროთ საუკუნეთა მნიშვნელობაზე და უსასრულო სიცოცხლეც კი წარმოიდგინოთ.
დაე შემოქმედმა აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს
19. მსჯელობის რომელი სამი საკითხის გამოყენება შეგიძლიათ, რომ სხვები შემოქმედზე დააფიქროთ?
19 ჩვენ მხოლოდ სამ საკითხს შევეხეთ: სიზუსტეს, რომელიც უზარმაზარ სამყაროში ვლინდება, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და ადამიანის ტვინის უდავო უნიკალურობას — ტვინისა, რომელსაც სხვადასხვა შესაძლებლობა აქვს. რაზე მეტყველებს ყოველივე ეს? ქვემოთ მოყვანილია მსჯელობის რამდენიმე საკითხი, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება დაეხმაროთ სხვებს სათანადო დასკვნის გამოტანაში. უპირველესად, შეგიძლიათ ჰკითხოთ: ჰქონდა სამყაროს დასაბამი? მრავალი დაგეთანხმებათ, რომ ჰქონდა. შემდეგ ჰკითხეთ: ეს დასაბამი მიეცა თუ არა? უმეტესობა თვლის, რომ მიეცა. და ბოლო კითხვა: დასაბამი მარადიულმა რამემ მისცა თუ მარადიულმა ვინმემ? ასე გასაგებად და ლოგიკურად წარმოდგენილი საკითხების მეშვეობით ბევრმა შეიძლება დაასკვნას: უნდა არსებობდეს შემოქმედი! ამ შემთხვევაში კი, ნუთუ შეუძლებელია, რომ სიცოცხლეს აზრი ჰქონდეს?
20, 21. რატომ არის აუცილებელი შემოქმედის შეცნობა, თუ გვინდა, რომ ჩვენს სიცოცხლეს აზრი ჰქონდეს?
20 მთელი ჩვენი ცხოვრება, მათ შორის ზნეობრიობა და თვით ზნეობა, შემოქმედს უნდა უკავშირდებოდეს. ერთხელ დოქტორმა როლო მეიმ დაწერა: „ის, რასაც მართლა ზნეობა ჰქვია, სიცოცხლის ძირითად აზრზეა დაფუძნებული“. საიდან
შეიძლება ის მომდინარეობდეს? მან განაგრძო: „ნამდვილი ზნეობა ღვთის ბუნებიდან მომდინარეობს. ღვთის პრინციპები ის პრინციპებია, რომლებიც სიცოცხლეს უდევს საფუძვლად შემოქმედების დასაბამიდან ბოლომდე“.21 ამგვარად, გასაგებია, რატომ ავლენდა ფსალმუნმომღერალი თავმდაბლობასა და სიბრძნეს, როდესაც შემოქმედს სთხოვდა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა“ (ფსალმუნი 24:4, 5). რაც უფრო უკეთ შეიცნობდა ფსალმუნმომღერალი შემოქმედს, მით უფრო აზრიანი და მიზანდასახული გახდებოდა მისი სიცოცხლე. ასეთი რამ თითოეული ჩვენგანისთვისაც შესაძლებელია (გამოსვლა 33:13).
22. რა შედის შემოქმედის გზების შეცნობაში?
22 შემოქმედის „გზების“ შეცნობაში ისიც შედის, რომ უკეთ გავეცნოთ მის პიროვნებას. მაგრამ როგორ შეგვიძლია უხილავი და ძლევამოსილი შემოქმედის უკეთ შეცნობა? ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გადატანილის გახსენებისას დოქტორმა ვიქტორ ე. ფრანკლმა თქვა: «ადამიანის მიერ აზრის ძიება ცხოვრებაში მთავარი ძალაა და არა „მეორეხარისხოვანი გამართლება“ ინსტიქტური მისწრაფებისა», რაც, მაგალითად, ცხოველებს ახასიათებს. მან დაამატა, რომ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულებში საფრანგეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ «აჩვენა, გამოკითხულთა 89%-მა აღიარა, რომ ადამიანს სჭირდება „რაღაც“, რისთვისაც უნდა იცოცხლოს».
როგორ უპასუხებდით?
□ რატომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ სამყაროს შესახებ მხოლოდ მეცნიერული ინფორმაციით?
□ რაზე შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება, როცა სხვებს შემოქმედის შესახებ დაფიქრებაში ეხმარებით?
□ რატომ არის შემოქმედის შესახებ შემეცნების მიღება ცხოვრების დამაკმაყოფილებელი აზრის გასაღები?
[სასწავლო კითხვები]
[დიაგრამა⁄სურათი 18 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რა დასკვნამდე მიხვედით?
ჩვენს სამყაროს
↓ ↓
არ ჰქონდა ჰქონდა
დასაბამი დასაბამი
↓ ↓
რომელიც არ მისცემია რომელიც მიეცა
↓ ↓
მარადიული მარადიული
რამის მიერ ვინმეს მიერ
[სურათი 15 გვერდზე]
სამყაროს გრანდიოზულობამ და სიზუსტემ მრავალი დააფიქრა შემოქმედის შესახებ.
[საავტორო უფლება]
Pages 15 and 18: Jeff Hester (Arizona State University) and NASA