‘ცნობისმოყვარეობის ცეცხლი გულსა და გონებაში’
‘ცნობისმოყვარეობის ცეცხლი გულსა და გონებაში’
«შეუძლებელია სიტყვებით აღიწეროს ის უდიდესი სიხარული და აღფრთოვანება, რასაც წიგნის „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ გატაცებით კითხვა მანიჭებს. ის სურვილს — უფრო სწორად, მოთხოვნილებას — მინერგავს, მეტი გავიგო. გმადლობთ, რომ გულსა და გონებაში ცნობისმოყვარეობის ცეცხლი ამიგიზგიზეთ».
აი რა თქვა ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ) მცხოვრებმა იეჰოვას მოწმემ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ წიგნზე, რომლის შესახებაც გამოცხადდა 1998—1999 წლების საოლქო კონგრესებზე „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“. თუნდაც არ გქონდეთ ამ წიგნის ეგზემპლარი, ყურადღება მიაქციეთ სხვების გამოხმაურებას.
სან-დიეგოს (კალიფორნია, აშშ) კონგრესზე ამ წიგნის ეგზემპლარის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა კაცმა მოგვწერა: „ვხედავ, რომ ეს წიგნი მართლა რწმენის განმამტკიცებელია. ის გულს დიდი მადლიერებით მივსებს იეჰოვას შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ. უკვე 98-ე გვერდზე ვარ და, რადგანაც კითხვა დიდ სიხარულს მანიჭებს, გული მწყდება, რომ ერთ დღეს ბოლოში გავალ“.
აზიელმა ქალმა მოგვწერა: «კონგრესზე მომხსენებელმა მას „უნიკალური წიგნი“ უწოდა, რაც ნამდვილად შეესაბამება მის შინაარსს. ამ წიგნის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მკითხველს თავს კი არ ახვევს ღვთის არსებობას, არამედ ფაქტები მოჰყავს».
ფაქტები მოიცავს შესანიშნავ მეცნიერულ აღმოჩენებს სამყაროსთან, სიცოცხლესა და პირადად ჩვენთან დაკავშირებით. ეს ბევრზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. „ნამდვილად არ მყოფნის სიტყვები იმის გამოსახატავად, როგორ იმოქმედა ამ პატარა წიგნმა ჩემზე, — კალიფორნიიდან მოგვწერა ერთმა ქალმა. — წიგნს ხელიდან ვეღარ ვუშვებდი; თითოეულ გვერდზე უფრო და უფრო მეტად იხსნებოდა აღმოჩენები სამყაროსა და თვით სიცოცხლესთან დაკავშირებით. მართლა ბევრი რამ გავიგე! მე გავუფრთხილდები ამ პატარა წიგნს და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს წავაკითხებ“.
ამ წიგნის აღმაფრთოვანებელი თავისებურება ის არის, რომ მოკლედ მიმოიხილავს ბიბლიას და შემოქმედის პიროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას. „ბიბლიის ზოგადი მიმოხილვა, რაც მთელ წიგნს გასდევს, ერთ-ერთი საუკეთესოა იქიდან, რაც კი წამიკითხავს“, — მსგავსი აღტაცება არაერთმა გამოთქვა. ნიუ-იორკში ჩატარებული კონგრესის შემდეგვე სხვამ მოგვწერა: „ვფიქრობ, ეს ახალი გამოცემა ყველაზე საინტერესოა მათ შორის, რაც კი დაგიბეჭდავთ. აღფრთოვანებული ვარ, რომ მეცნიერება შემოქმედის არსებობას ასაბუთებს. მარტო ბიბლიის მოკლე მიმოხილვაც კი საკმარისია ჩადებული არსის ასახსნელად და უფრო მეტის წაკითხვის სურვილის აღსაძვრელად“.
გასაგები მეცნიერება
პირველ თავებში მოცემული მეცნიერული ინფორმაცია გასაგებად შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ აქ მოყვანილ ზოგ გამონათქვამს.
კანადელმა კაცმა მოგვწერა: „როგორ განსხვავდება ის ტექნიკური წიგნებისგან, რომელთა
ავტორებიც ცდილობენ, შთაბეჭდილება მოახდინონ ჩვენზე განსაკუთრებული ტერმინოლოგიით. თქვენი განათლებულობა გამოირჩევა იმით, რომ ჩვენთვის ასე გასაგებს ხდით ფიზიკასთან, ქიმიასთან, დნმ-სთან, ქრომოსომებთან და ა. შ. დაკავშირებულ საკითხებს. ნეტავ, თქვენი დაწერილი ყოფილიყო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოები, რომლებსაც წინათ ვსწავლობდი!“უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიზიკოსმა, მოგვწერა: „[მასში] საკითხები გასაგებად არის წარმოდგენილი და გადატვირთული არ არის ტექნიკური წვრილმანებით. წიგნი ესაუბრება მკითხველს და ბევრი წამყვანი მეცნიერის სიტყვებს ციტირებს. ეს დიდებული საკითხავი მასალაა ნებისმიერისთვის, ვისაც აინტერესებს სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობა, მეცნიერი იქნება ის თუ ჩვეულებრივი მკითხველი“.
სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტმა გოგონამ თქვა: «თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა მე-4 თავში ჩვენი სასწავლებლის სახელმძღვანელოდან მოყვანილი ციტატა წავიკითხე! წიგნი ჩვენს პროფესორს მივეცი და ვუთხარი, რომ შესანიშნავ ინფორმაციას ნახავდა. გადავუშალე 54-ე გვერდი, სადაც ტვინზეა ლაპარაკი. მან თავისთვის წაიკითხა და თქვა: „საინტერესოა! გამოვიკვლევ“ ».
ბელგიის პარლამენტის წევრმა მოგვწერა: „გამაოცა და მომხიბლა მეცნიერულმა საფუძველმა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მეცნიერება კი არ ეწინააღმდეგება ბიბლიის მონოთეისტურ გაგებას, არამედ, პირიქით, ეთანხმება მას. ეს ძალიან წარმატებული თვალსაზრისია“.
შემოქმედის უკეთ შეცნობა
ეს წიგნი ბევრ ქვეყანაში დაეხმარა ხალხს ღვთის უკეთ შეცნობასა და მასთან დაახლოებაში. ქალაქ ფუკუოკაში (იაპონია) მცხოვრებმა მკითხველმა შენიშნა: „ისეა, თითქოს ლინზა ზუსტად იქნა ფოკუსირებული უმთავრესად იეჰოვაზე. წიგნი საოცარი დამაჯერებლობით არის დაწერილი. მე ისეთი კუთხით შევიცანი იეჰოვა, რომელზეც აქამდე არც კი მიფიქრია“. ერთმა სალვადორელმა მოგვწერა: „თქვენ ნათლად და გასაგებად აღწერთ, როგორი გულმოწყალე, სულგრძელი, რისხვაში ნელი და სიყვარულით აღსავსე სიკეთის უხვად გამომვლენია ღმერთი. სწორედ ეს გვჭირდება მასთან და მის ძესთან დასაახლოებლად. ეს პირველი წიგნია, რომელიც აღწერს, რა გრძნობები აქვს იეჰოვას და რას გრძნობდა მისი ძე, იესო, დედამიწაზე ყოფნისას“. ზამბიაში მცხოვრები მკითხველის გამოხმაურება კი ასეთი იყო: „იეჰოვა სრულიად ახალი თვალით დავინახე“.
გასაგებია, რომ იეჰოვას მოწმეები აღძრული არიან სხვებსაც მიაწოდონ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ერთმა შენიშნა: «მე-10 თავის [„თუ შემოქმედი მზრუნველია, რატომაა ამდენი ტანჯვა?“] წაკითხვის შემდეგ თავი ვეღარ შევიკავე და წამოვიძახე: „ეს სწორედ ის წიგნია, რომელიც იაპონიაში გვჭირდება!“. მინდა შევისისხლხორცო ამ თავში მოცემული მასალა და უფრო ეფექტურად გამოვიყენო სამქადაგებლო მსახურებისას». სხვა ქალი ბიბლიას ბუდისტურ ტაძარში აღზრდილ გოგონასთან სწავლობს, რომლის მამაც იქ ქურუმად მსახურობს. „მას უჭირს შემოქმედის არსებობის დაჯერება. ამ წიგნში ახსნა მოცემულია არა დოგმებით, არამედ ფაქტებით, ამიტომ, ჩემი აზრით, ბუდისტებიც უყოყმანოდ წაიკითხავენ მას. ის აგრეთვე გვეხმარება, უკეთ შევიგრძნოთ იეჰოვას სიყვარული“.
ინგლისიდან ასეთი რამ მოგვწერეს: «ეს-ეს არის წიგნ „შემოქმედის“ კითხვა დავამთავრე და ხელახლა წაკითხვას ვაპირებ. რა საოცარი წიგნია! მისი წაკითხვით კაცს შეუყვარდება იეჰოვა. ერთი ეგზემპლარი მეზობელს მივეცი, რომელმაც სულ ორი თავის წაკითხვის შემდეგ მითხრა, ხელიდან ვერ ვუშვებ, ისეთი საინტერესოაო. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ხალხს დაეხმარება, შეიცნონ და შეიყვარონ ჩვენი დიდებული შემოქმედი».
მერილენდში (აშშ) მცხოვრებმა კაცმა თქვა: „ის მართლა შეეხო ჩემს სულიერ ძვალსა და რბილს! გეგმაში მაქვს, თითო ეგზემპლარი მივცე ყველას, ვისთანაც კი მიწევს მუშაობა. ზოგჯერ მიჭირს ასე დაკავებულ, განათლებულ ხალხთან ქადაგების დაწყება. ახლა ამ წიგნით მიმზიდველ, ეფექტურ მიდგომას მოვძებნი“.
აშკარაა, წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ დადებითად იმოქმედებს ხალხზე მთელ მსოფლიოში.
[საავტორო უფლება 25 გვერდზე]
Cover photo above, Eagle Nebula: J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA