როდესაც „პირქარში“ ვხვდებით
როდესაც „პირქარში“ ვხვდებით
იესოს მოწაფეების ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევის აღწერისას, როდესაც ისინი ნავით გალილეის ზღვის გადაკვეთისას განსაცდელში აღმოჩნდნენ, სახარების მწერალი მარკოზი ამბობს, რომ „მათ უჭირდათ ნაოსნობა, ვინაიდან პირქარი იყო“. ჯერ კიდევ ნაპირზე მყოფმა იესომ მათი გასაჭირი დაინახა და ზღვაზე სასწაულებრივი სვლით მათკენ გაეშურა. როდესაც ავიდა ნავში მათთან, ჩადგა ქარი (მარკოზი 6:48—51).
ბიბლიის იგივე მწერალი გვატყობინებს, რომ სხვა ადრინდელი შემთხვევისას „ამოვარდა დიდი ქარიშხალი“. მაშინ იესომ „შერისხა ქარი. . . ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა“ (მარკოზი 4:37—39).
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთ სასწაულებრივ მოვლენებს არ შევსწრებივართ, მათგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. როგორც საზარელ ჟამს მცხოვრები არასრულყოფილი ადამიანები, ჩვენ არ ვართ დაცული გაჭირვების ქარიშხლებისგან (2 ტიმოთე 3:1—5). დროდადრო შესაძლოა ვგრძნობთ, რომ განსაცდელებით გამოწვეული მწუხარება ქარიშხალივით ძლიერია. მაგრამ ჩვენ ძალგვიძს შვების მოპოვება! იესო კვლავაც გვიწვევს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათე 11:28).
როდესაც „პირქარში“ ვხვდებით, შეგვიძლია გულის „დიდი მყუდროება“ განვიცადოთ. როგორ? იეჰოვა ღმერთის უტყუარი აღთქმებისადმი რწმენით (შეადარეთ ესაია 55:9—11; ფილიპელთა 4:5—7).