არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადამიანი — მხოლოდ უმაღლესი ცხოველია?

ადამიანი — მხოლოდ უმაღლესი ცხოველია?

ადამიანი — მხოლოდ უმაღლესი ცხოველია?

„აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა იმას, რა წარმოდგენა გვაქვს სიცოცხლის წარმოშობაზე?“

ეს კითხვა დასვა 16 წლის ბრაზილიელმა გოგონამ თავისი მოხსენების შესავალში, რომელიც ეძღვნებოდა თემას „ადამიანი — მხოლოდ უმაღლესი ცხოველია?“. ამ საკითხზე 1998 წლის 22 ივნისის ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ მიღების შემდეგ მასწავლებელმა ამ მოსწავლეს სთხოვა, იმავე კითხვით მთელი კლასისთვის მიემართა.

ახალგაზრდა მოწმემ აღნიშნა, რომ ევოლუციის შესახებ სწავლება, დაფუძნებული ბუნებრივ გადარჩევაზე, ძალზე დამღუპველია. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ ევოლუციის თეორიამ ზოგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ომი გადარჩენისთვის მარადიული ბრძოლის მხოლოდ ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენს, რამაც ფაშიზმისა და ნაციზმის განვითარებას შეუწყო ხელი.

მოსწავლემ უჩვენა, რომ ადამიანსა და ცხოველს უზარმაზარი უფსკრული აშორებს. მან თქვა: „მხოლოდ ადამიანს შეუძლია განავითაროს სულიერობა. მხოლოდ ადამიანი ცდილობს სიცოცხლის აზრისა და მიზნის პოვნას. მხოლოდ ადამიანი სწუხს სიკვდილის გამო, მხოლოდ მას აინტერესებს თავისი წარმოშობა და მხოლოდ მას აქვს მარადიული სიცოცხლის სურვილი. რამდენად მნიშვნელოვანია გარკვეული დროის დათმობა იმისთვის, რომ ცოტა მეტი გავიგოთ ჩვენი წარმოშობის შესახებ!“.

მასწავლებელმა შეაქო შესანიშნავი მოხსენება. მოხსენების წარმატება მან მიაწერა იმ ფაქტს, რომ ამ მოზარდ მოწმეს კითხვა უყვარს. სკოლაში ამ გოგონას იცნობენ როგორც ისეთი ბიბლიური პუბლიკაციების თავგამოდებულ მკითხველს, როგორიც არის ჟურნალები „გამოიღვიძეთ!“ და „საგუშაგო კოშკი“.

იეჰოვას მოწმეებს გულწრფელად აფიქრებთ ის, თუ რა გავლენას ახდენს ევოლუციის თეორია ახალგაზრდების გულებსა და გონებაზე. ამ მიზეზით კრებამ, რომელთანაც ეს გოგონა არის დაკავშირებული, ახალგაზრდა მოწმეებს უბიძგა, 1998 წლის 22 ივნისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ თავიანთი მასწავლებლებისა და თანაკლასელებისთვის მიეცათ. ქალაქის სხვადასხვა სკოლაში დაახლოებით 230 ჟურნალი იქნა გავრცელებული. ერთ-ერთი სკოლის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა გამოიწერა კიდეც ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“.

დიახ, მნიშვნელობა აქვს იმას, რა წარმოდგენა გვაქვს სიცოცხლის წარმოშობაზე! ეს ახალგაზრდა გოგონა და მისი მეგობრები ცხადყოფენ, რომ შემოქმედისადმი რწმენას მათ ცხოვრებაში ნამდვილი მნიშვნელობა აქვს.