არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაკუთრებული შემთხვევა — დაესწრებით მას?

განსაკუთრებული შემთხვევა — დაესწრებით მას?

განსაკუთრებული შემთხვევა — დაესწრებით მას?

ერთ დაუვიწყარ დღეს, 3500 წელზე მეტი ხნის წინათ, ეგვიპტეში დამონებული ისრაელების ყოველ ოჯახს იეჰოვა ღმერთმა ან ბატკანი ან თხა დააკვლევინა და სისხლი თავიანთი სახლის კარის წირთხლებსა და ზღუდეებზე მიასხურებინა. იმ ღამეს ღვთის ანგელოზმა ჩაუარა ამგვარად აღნიშნულ სახლებს, მაგრამ ეგვიპტელთა სახლში ყველა პირმშო დახოცა. მაშინ ისრაელები გათავისუფლდნენ. ამ მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ ისრაელებმა პასექი იზეიმეს.

მოციქულებთან თავისი უკანასკნელი პასექის აღნიშვნის დამთავრებისთანავე იესო ქრისტემ დაადგინა სერობა, რომელიც თავისი გამომსყიდველური სიკვდილის შემხსენებელი იქნებოდა. მოციქულებს მან უფუარი პური გადასცა და უთხრა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია“. შემდეგ ღვინით სავსე თასი მიაწოდა და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“. იესომ აგრეთვე თქვა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (მათე 26:26—28; ლუკა 22:19, 20). იესომ უბრძანა თავის მიმდევრებს, ასე აღენიშნათ მისი სიკვდილი.

წელს იესოს სიკვდილი აღინიშნება 19 აპრილს, ოთხშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ამ მნიშვნელოვან საღამოს შეიკრიბებიან, რომ იესოს ნათქვამისამებრ აღნიშნონ მისი სიკვდილის გახსენების საღამო. გულითადად გიწვევთ, დაესწროთ ამ საღამოს. შეხვედრის დრო და ადგილი შეგიძლიათ ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან დააზუსტოთ.