არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვს თუ არა?

გახსოვს თუ არა?

გახსოვს თუ არა?

აფასებ „საგუშაგო კოშკის“ ახალი ნომრების კითხვას? თუ დიახ, შეამოწმე, შეგიძლია თუ არა უპასუხო მომდევნო კითხვებს:

რამ გააადვილა კორეაში შობის დღესასწაულის დამკვიდრება?

ძველ კორეასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სწამდათ სამზარეულოს ღვთაების, რომელიც დეკემბერში საკვამურის მეშვეობით მოდიოდა და საჩუქრები მოჰქონდა. აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცები ადგილობრივ ეკლესიებში საჩუქრებსა და სხვადასხვა დახმარებას არიგებდნენ (15.12, გვერდები 4, 5).

ესაიას 21:8–ის შესასრულებლად, რომელი „გუშაგი“ ჰყავს ღმერთს დღეს?

ცხებული ქრისტიანები, რომლებიც მსახურობენ, როგორც გუშაგის კლასი, აუწყებენ ხალხს იმ მსოფლიო მოვლენების მნიშვნელობის შესახებ, რომლებითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება. ისინი აგრეთვე ეხმარებიან ბიბლიის შემსწავლელებს არაბიბლიური მოძღვრებებისა და ჩვეულებების გარჩევასა და მორიდებაში (01.01, გვერდები 8, 9).

ვინ იყვნენ „პოლონელი ძმები“?

ეს იყო პოლონეთში პატარა რელიგიური ჯგუფი XVI—XVII საუკუნეებში, რომელიც ბიბლიისადმი ერთგულებისკენ მოუწოდებდა და ამიტომ უარს აცხადებდა ისეთ გაბატონებულ საეკლესიო დოგმებზე, როგორიც არის სამება, პატარა ბავშვების მონათვლა და ჯოჯოხეთი. მალე მათ მკაცრად დაუწყეს დევნა და იძულებული გახადეს, სხვა ქვეყნებში გაფანტულიყვნენ (01.01, გვერდები 21—23).

რატომ არის ბიბლიური წინასწარმეტყველებები ფუტუროლოგებისა თუ ასტროლოგების წინასწარმეტყველებებზე უფრო სანდო?

ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველი ადამიანები არასაიმედონი არიან, რადგან ისინი უგულებელყოფენ იეჰოვასა და ბიბლიას. მხოლოდ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს შეუძლია დაგეხმაროს იმის გაგებაში, თუ სხვადასხვა მოვლენა როგორ შეესაბამება ღვთის განზრახვას, რომელიც ხანგრძლივ სარგებლობას მოიტანს შენთვის და შენი ოჯახისთვისაც (15.01, გვერდი 3).

რა არის იმის დამაჯერებელი მტკიცებები, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ?

ჩვენ შეგვიძლია ზეციდან სატანის გადმოგდების შედეგების დანახვა (გამოცხადება 12:9). ჩვენ ვცხოვრობთ გამოცხადების 17:9—11-ში მოხსენიებული საბოლოო ‘მეფის’ მმართველობის დროს. ქრისტეს ჭეშმარიტ ცხებულ მოწაფეთა რაოდენობა კლებულობს, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგი მათგანი დიდი გასაჭირის დასაწყისისას დედამიწაზე იქნება (15.01, გვერდები 12, 13).

როდის დაიწერა აბაკუმის წიგნი და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ის?

ეს წიგნი დაახლოებით ძვ. წ. 628 წელს დაიწერა. მასში აღწერილია ძველი იუდას და ბაბილონის წინააღმდეგ გამოტანილი იეჰოვას განაჩენი. მასში აგრეთვე მოცემულია ღვთის სამსჯავრო განაჩენი, რომელიც მალე თავს დაატყდება დღევანდელ ბოროტ წუთისოფელს (01.02, გვერდი 8).

სად შეგვიძლია ბიბლიაში მოვნახოთ დედის გონივრული დარიგება გამრჯე ცოლთან დაკავშირებით?

წიგნ „იგავნის“ ბოლო 31-ე თავი ასეთი დარიგების დიდებული წყაროა (01.02, გვერდები 30, 31).

რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი იმისათვის, რომ იეჰოვამ გვიჩვენა, როგორია „ქრისტეს გონება“? (1 კორინთელთა 2:16, სსგ).

სახარებების მეშვეობით იეჰოვა საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ იესოს აზრები, გრძნობები, საქმეები და ის, თუ რას უთმობდა ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს. ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ მივბაძოთ იესოს და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სიცოცხლის გადამრჩენ სამქადაგებლო საქმიანობას (15.02, გვერდი 25).

პასუხობს ღმერთი დღეს ლოცვებზე?

დიახ. თუმცა ბიბლია ნათელყოფს, რომ ღმერთი ყველა ლოცვას არ პასუხობს, დღევანდელი მაგალითებით დასტურდება, რომ ის ხშირად ეხმაურება ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ ნუგეშისა და დახმარებისთვის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ცოლ-ქმარს შორის პრობლემების მოგვარება (01.03, გვერდები 3—7).

რისი გაკეთება შეგვიძლია ღვთისგან ძალის მისაღებად?

ჩვენ შეგვიძლია ლოცვაში ვითხოვოთ ამის თაობაზე; სულიერი ძალა მივიღოთ ბიბლიიდან და გავძლიერდეთ ქრისტიანებთან ურთიერთობით (01.03, გვერდები 15, 16).

როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს ქრისტიანულ შეხვედრებზე უფრო მეტი სარგებლობის მიღებაში?

მშობლებს შეუძლიათ შვილები კრებაზე წასვლამდე დააძინონ, რომ მათ თავი მხნედ იგრძნონ კრებაზე. ბავშვები შეიძლება წაახალისოთ „ჩანაწერების“ გასაკეთებლად. მაგალითად, გამოყენებული ნაცნობი სიტყვები ან სახელები ფურცელზე ჩაიწერონ (15.03, გვერდები 17, 18).

რა შეგვიძლია ვისწავლოთ იობის მაგალითიდან?

იობი ღმერთთან ურთიერთობას პირველ ადგილზე აყენებდა, ადამიანებთან სამართლიანი და მეუღლის ერთგული იყო, ზრუნავდა ოჯახის სულიერობაზე და ერთგული რჩებოდა გამოცდებისას (15.03, გვერდები 25—27).

შეიცავს თუ არა ბიბლია ფარულ კოდს, რომელიც ცნობების გაშიფვრას ხდის შესაძლებელს?

არა. სავარაუდო ფარული კოდის შესახებ მტკიცება შეიძლება ნებისმიერ წიგნთან დაკავშირებით გაკეთდეს. ბიბლიაში ფარული კოდების არსებობის შესახებ აზრი შეიძლება გაიფანტოს საუკუნეების მანძილზე ებრაული მანუსკრიპტების სხვადასხვაგვარი მართლწერის საფუძველზე (01.04, გვერდები 30, 31).