იეჰოვას ძალით ნუგეშის პოვნა
იეჰოვას ძალით ნუგეშის პოვნა
„როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს“ (ფალმუნი 93:19).
ბიბლიაში მანუგეშებელი სიტყვებია მოცემული ყველასთვის, ვისაც ნუგეშის პოვნა სწადია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ შენიშნავს: „უამრავი ადამიანი დასამშვიდებლად, იმედის ჩასანერგად და ხელმძღვანელობის საპოვნელად გაჭირვებისა და გაურკვევლობაში ყოფნის დროს ბიბლიას მიმართავს“. რატომ?
იმიტომ რომ ბიბლია ინსპირირებულია ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის, „ყოველი ნუგეშის ღმერთის“, მიერ, რომელიც ‘ნუგეშისმცემელია ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში’ (2 კორინთელთა 1:3, 4). ის არის ‘ნუგეშის ღმერთი’ (რომაელთა 15:5). იეჰოვამ მაგალითი მოგვცა იმით, რომ ყველა ჩვენგანი უზრუნველყო საშუალებით, რომლითაც ნუგეშისა და შვების მიღება შეგვიძლია. მან დედამიწაზე გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, ქრისტე იესო, რათა ვენუგეშებინეთ და იმედი ჩაენერგა ჩვენთვის. იესო ასწავლიდა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). ბიბლია იეჰოვას შესახებ ამბობს, რომ ის „დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველელი“ (ფსალმუნი 67:20). ღვთისმოშიშ ადამიანებს დარწმუნებით შეუძლიათ თქვან: „წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი“ (ფსალმუნი 15:8).
მსგავსი ბიბლიური მუხლები ადასტურებს, რომ იეჰოვა ღმერთს ძალიან ვუყვარვართ. ნათელი ხდება, რომ მას გულწრფელად სურს — და საამისო ძალაც შესწევს — ყოველმხრივ გვანუგეშოს და შეგვიმსუბუქოს ტკივილი გაჭირვების დროს. „ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს“ (ესაია 40:29). თუ ასეა, როგორ შეგვიძლია იეჰოვას ძალით ნუგეშის პოვნა?
იეჰოვას მზრუნველობა მანუგეშებელია
ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23). დიახ, იეჰოვა ღმერთი ინტერესს ავლენს კაცობრიობისადმი. მოციქულმა პეტრემ ანუგეშა პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები: „ის [ღმერთი] ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). იესო ქრისტემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ აფასებს იეჰოვა ადამიანებს: „განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე. თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (ლუკა 12:6, 7). იმდენად ძვირფასნი ვართ ღვთის თვალში, რომ ჩვენ შესახებ ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებიც კი არ რჩება მხედველობიდან. რადგან ძალიან არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით, მან ისეთი რამეებიც იცის ჩვენ შესახებ, რაც ჩვენთვისაც კი უცნობია.
წინა სტატიაში მოხსენიებული მსუბუქი ყოფაქცევის ახალგაზრდა სვეტლანასთვის ძალიან მანუგეშებელი იყო იმის გაგება, რომ იეჰოვა ინტერესს ავლენს თითოეული ადამიანის მიმართ. მას თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი იმ დროს, როცა იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. მოგვიანებით მან თანხმობა განაცხადა ბიბლიის შესწავლაზე, რის საშუალებითაც გაეცნო იეჰოვას, როგორც რეალურ პიროვნებას, რომელიც მისი კეთილდღეობით იყო დაინტერესებული. ეს შეეხო მის გულს, რამაც აღძრა, ცხოვრების წესი შეეცვალა და თავი მიეძღვნა ღვთისთვის. აგრეთვე შესწავლის საშუალებით სვეტლანას ზომიერების ფარგლებში საკუთარი თავისადმი რწმენა გაუჩნდა, რაც ესაჭიროებოდა იმისათვის, რომ, სირთულეების მიუხედავად, ცხოვრება გაეგრძელებინა და ყველაფრისთვის დადებითად შეეხედა. «„მე დარწმუნებული ვარ, — ამბობს ახლა ის, — რომ იეჰოვა არასდროს მიმატოვებს; მივხვდი, რომ ის, რაც 1-ლი პეტრეს 5:7-შია ჩაწერილი, ჭეშმარიტებაა. ამ მუხლში ნათქვამია: „თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის [იეჰოვა] ზრუნავს თქვენზე“» (1 პეტრე 5:7).
ბიბლიური იმედი დამამშვიდებელია
იეჰოვა განსაკუთრებით თავისი წერილობითი სიტყვით გვანუგეშებს, რომელშიც მომავალთან დაკავშირებულ გასაოცარ იმედზეა საუბარი. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). პავლემ ნათლად ცხადყო ჭეშმარიტ იმედსა და ნუგეშს შორის კავშირი, როდესაც დაწერა: „ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი, ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში“ (2 თესალონიკელთა 2:16, 17). ამ „კეთილ იმედში“ იგულისხმება სრულყოფილი, ბედნიერი და მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე სამოთხეში (2 პეტრე 3:13).
ესაია 35:5, 6). ამ სამოთხეში ცხოვრების უფლება რომ ჰქონოდა, ლაიმონისმა დიდი ცვლილებები მოახდინა თავის ცხოვრებაში. მან შეწვიტა სპირტიანი სასმელების უზომოდ მიღება. მეზობლებსა და ნაცნობებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ ის ძალიან გამოიცვალა. ამჟამად ის ბიბლიის რამდენიმე შესწავლას ატარებს და სხვებს ბიბლიური იმედით ანუგეშებს.
წინა სტატიაში მოხსენიებული პარალიზებული ალკოჰოლიკი, ლაიმონისი, გამხნევდა, როცა ასეთი ნათელი და საიმედო მომავლის შესახებ შეიტყო. იეჰოვას მოწმეების ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის წაკითხვის შედეგად გახარებული იყო იმის გაგებით, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით დამყარდება ახალი ქვეყნიერება, სადაც ის სავსებით გამოჯანმრთელდება. მან ბიბლიაში წაიკითხა სასწაულებრივ განკურნებასთან დაკავშირებული ბრწყინვალე დანაპირების შესახებ: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ლოცვის ძალა
როდესაც რამე მიზეზის გამო გულნატკენი ვართ, იეჰოვასადმი ლოცვა დაგვამშვიდებს და მდგომარეობას შეგვიმსუბუქებს. ლოცვის დროს შეიძლება ნუგეში ვპოვოთ იმის გახსენებით, რაც ღვთის სიტყვაშია ნათქვამი. ბიბლიაში ჩაწერილი ყველაზე გრძელი ფსალმუნი შესანიშნავ ლოცვას მოგვაგონებს. მისი დამწერი გალობდა: „ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი“ (ფსალმუნი 118:52). უკიდურესად მძიმე სიტუაციებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კრიზისულ მდგომარეობას ეხება, ხშირად შეუძლებელია მხოლოდ ერთი, ყოველმხრივი, გამოსავალი არსებობდეს. საკუთარ ძალებზე დაიმედებულებმა შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ, სად ვეძებოთ დახმარება. ბევრმა დაინახა, რომ, მას შემდეგ, რაც საკუთარი ადამიანური ძალებით ყველაფრის გაკეთება მოსინჯა, ღვთისადმი ლოცვით მიმართვის შედეგად დიდი ნუგეში ჰპოვა და, ზოგიერთ შემთხვევაში მისთვის სრულიად მოულოდნელადაც კი გადაიჭრა პრობლემა (1 კორინთელთა 10:13).
პეტმა, რომელიც საჩქაროდ წაიყვანეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, ლოცვის შედეგად იგრძნო ასეთი სიმშვიდე. გამოჯანმრთელების შემდეგ მან თქვა: „ლოცვით მივმართავდი იეჰოვას და მივხვდი, რომ ჩემი სიცოცხლე მისთვის უნდა მიმენდო და უნდა დავნდობოდი მას, რათა მისი ნებისამებრ ყოფილიყო ყველაფერი. მთელი ამ ხნის მანძილზე სიმშვიდეს ვგრძნობდი; და ფილიპელთა 4:6, 7-ში მოხსენიებულ ღვთის მშვიდობას საკუთარ თავზე განვიცდიდი“. როგორი მანუგეშებელი შეიძლება იყოს ეს მუხლები ყველა ჩვენგანისთვის! ამ მუხლებში პავლე გვირჩევს: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“.
სულიწმიდა, როგორც ნუგეშისმცემელი
იესომ სიკვდილის წინა საღამოს თავის მოციქულებს გაუმხილა, რომ მალე დატოვებდა მათ, რამაც შეაწუხა და დაანაღვლიანა ისინი (იოანე 13:33, 36; 14:27—31). იესოს ესმოდა, რომ მათ კვლავაც დასჭირდებოდათ ნუგეშისცემა და აღუთქვა: „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ“ (იოანე 14:16). ამ შემთხვევაში იესო ღვთის სულიწმიდას გულისხმობდა. სხვა ყველაფერთან ერთად ღვთის სულიწმიდა ანუგეშებდა მოციქულებს განსაცდელების დროს და აძლიერებდა, რომ განეგრძოთ ღვთის ნების შესრულება (საქმეები 4:31).
ენჯიმ, რომლის მეუღლეც უბედური შემთხვევის შემდეგ სიკვდილის პირას იყო, შეძლო ამ გასაჭირთან გამკლავება და თავისი მდგომარეობით გამოწვეული ტკივილის დაცხრომა. რა დაეხმარა მას? ის ამბობს: „რომ არა იეჰოვას სულიწმიდა, ჩვენ ვერ შევძლებდით განცდილის გადატანას და მტკიცედ დარჩენას. იეჰოვას ძალა მართლაც ვლინდება მაშინ, როცა ვუძლურდებით და გაჭირვების დროს ის ნამდვილად ჩვენი სიმაგრეა“.
საძმო, რომელიც გვანუგეშებს
როგორიც უნდა იყოს ცალკეული ადამიანის ვითარება და როგორი მტანჯველი სიტუაციაც უნდა შეექმნას, მას შეუძლია ნუგეში ჰპოვოს იეჰოვას საკრებულოში არსებულ საძმოში. ეს საძმო სულიერ მხარდაჭერასა და დახმარებას უწევს მათ, ვისაც მასთან აქვს ურთიერთობა. იქ შეიძლება ვპოვოთ მოსიყვარულე, მზრუნველი, მანუგეშებელი 2 კორინთელთა 7:5—7).
მეგობრები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ და ნუგეში სცენ სხვებს გასაჭირის დროს (ქრისტიანული კრების წევრებს ასწავლიან, რომ ‘კეთილი უყონ ყველას, და მით უმეტეს თავიანთ თანამორწმუნეთ’ (გალატელთა 6:10, სსგ). ის, რაც ბიბლიიდან ისწავლეს, უბიძგებს მათ, რომ ძმური სიყვარული, სითბო და ყურადღება გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ (რომაელთა 12:10; 1 პეტრე 3:8). კრებაში მყოფი სულიერი ძმები და დები აღძრული არიან, რომ კეთილნი, მანუგეშებელნი, მოსიყვარულენი და თანამგრძნობნი იყვნენ (ეფესელთა 4:32).
ჯოუმ და რებეკამ, რომელთა ვაჟიც ტრაგიკულად დაიღუპა, ასეთი მანუგეშებელი მხარდაჭერა ქრისტიანული კრების წევრებისგან იგრძნეს. ისინი ამბობენ: „იეჰოვა და მისი სიყვარულით აღსავსე კრება მხარს გვიჭერდა ძნელბედობის ჟამს. იმ დროს ასობით ღია ბარათი და წერილი მივიღეთ; ბევრი კი გვირეკავდა. ამან დაგვანახვა, როგორი ძვირფასია ჩვენი საძმო. სანამ მომხდარი ტრაგედიით გაოგნებული ვიყავით, ადგილობრივი კრებებიდან ბევრი მოდიოდა ჩვენ დასახმარებლად — საჭმელს გვიმზადებდნენ და სახლს გვილაგებდნენ“.
მიიღე ნუგეში!
როდესაც უბედურების ძლიერი გრიგალი ამოვარდება და გაჭირვების ულმობელი ქარტეხილი და სეტყვა გამალებით გვეკვეთება, ღმერთი მზად არის, გვანუგეშოს და თავისი მფარველობის კალთა გადმოგვაფაროს. ერთ-ერთი ფსალმუნი ღმერთს ნუგეშისმცემელ თავშესაფრად აღწერს: „თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს“ (ფსალმუნი 90:4). მაგალითის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არწივი, რომელიც გრძნობს საფრთხის მოახლოებას და ფრთებქვეშ იფარებს თავის მართვეებს. იეჰოვა კი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მგრძნობიარეა და ყოველი მათგანის ჭეშმარიტი მფარველი ხდება, ვინც მას ენდობა (ფსალმუნი 7:1).
თუ გსურთ, უფრო მეტი შეიტყოთ ღვთის, მისი პიროვნების, განზრახვებისა და ნუგეშისცემასთან დაკავშირებული უნარის შესახებ, გთავაზობთ მისი სიტყვის შესწავლას. იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ამაში. დიახ, თქვენც შეგიძლიათ იეჰოვას ძალით ნუგეშის პოვნა!
[სურათები 7 გვერდზე]
მომავალთან დაკავშირებულ ბიბლიურ იმედს ნუგეშისცემა შეუძლია.