წინასწარმეტყველების თანახმად, ყოველივე ახლის შექმნა
წინასწარმეტყველების თანახმად, ყოველივე ახლის შექმნა
«თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე . . . „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“» (გამოცხადება 21:5).
1, 2. რატომ ფიქრობს მრავალი სამართლიანად იმის შესახებ, რომ ძნელია მომავლის განსაზღვრა?
გითქვამთ ან გიფიქრიათ ოდესმე: „ვინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე“? თუ დიახ, თქვენთვის გასაგებია, რატომ უჭირს ხალხს, თუნდაც ივარაუდოს, რას მოიტანს მომავალი, ან კიდევ ერწმუნოს მათ, ვინც მგზნებარედ ამტკიცებს, რომ მომავალს წინასწარმეტყველებს. ადამიანებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ, რა მოხდება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ.
2 ერთი ჟურნალის სპეციალურ გამოცემაში, რომელიც დროის საკითხს ეძღვნებოდა, ცნობილი ტელეჟურნალისტი რობერტ კრინგლი წერდა: „დრო ყველა ჩვენგანის უსუსურობას ცხადყოფს, მაგრამ მის წინაშე ისე უმწეო არავინ არის, როგორც ადამიანები, რომლებიც მოვლენების წინასწარ განჭვრეტას ცდილობენ. მომავლის გამოცნობა თამაშია, რომელშიც თითქმის ყოველთვის წაგებული ვრჩებით. . . მიუხედავად ამისა, ეგრეთ წოდებული, სპეციალისტები კვლავ განაგრძობენ წინასწარმეტყველებას“ (Forbes ASAP).
3, 4. ა) რა ოპტიმისტური შეხედულება აქვს ზოგს ახალ ათასწლეულთან დაკავშირებით? ბ) რა რეალისტური თვალსაზრისი აქვთ სხვებს მომავალთან დაკავშირებით?
3 თქვენ, ალბათ, შენიშნეთ, რამხელა ყურადღება
ექცევა ახალ ათასწლეულს და შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს მომავალზე. ჟურნალ „მაკლინზის“ გასული წლის დასაწყისის ნომერში ნათქვამი იყო: „კანადელთა უმრავლესობისთვის 2000 წელი შეიძლება, უბრალოდ, შემდეგი კალენდარული წელი იყოს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ამ წელმა რაღაც ახალი მოიტანოს“. იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა, კრის დიუდნიმ, ოპტიმიზმისთვის შემდეგი საფუძველი მოგვცა: „ახალი ათასწლეული ნიშნავს, რომ სამუდამოდ ვემშვიდობებით ნამდვილად საშინელ საუკუნეს“.4 განა ეს სასურველის რეალობად წარმოსახვა არ არის? კანადაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 22 პროცენტს „სჯერა, რომ 2000 წელს ახალი ცხოვრება დაიწყება“. ფაქტობრივად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი 50 წელიწადში „მორიგ მსოფლიო კონფლიქტს“ — მსოფლიო ომს — მოელის. ცხადია, უმრავლესობას ესმის, რომ ახალი ათასწლეული ვერ გადაგვიჭრის პრობლემებს და ვერ შეგვიქმნის ყოველივე ახალს. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ყოფილმა პრეზიდენტმა, სერ მაიკლ ატიამ, დაწერა: „სწრაფი ცვლილებები . . . იმის მაჩვენებელია, რომ XXI საუკუნე მსოფლიო ცივილიზაციას დიდ სირთულეებს შეუქმნის. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, ბუნებრივი რესურსების შემცირება, გარემოს დაბინძურება და საყოველთაო სიღარიბე ის პრობლემებია, რომლებსაც უკვე ვაწყდებით და რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადავჭრათ“.
5. სად შეგვიძლია მომავლის შესახებ სანდო ინფორმაციის პოვნა?
5 თქვენ შეიძლება ფიქრობთ: „რადგან ადამიანებს არ შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება, განა საერთოდ თავიდან არ უნდა ამოვიგდოთ მომავალზე ფიქრი?“ არა! — ასეთია ამ კითხვაზე პასუხი. მართალია, ადამიანი ზუსტად ვერ წინასწარმეტყველებს მომავალს, მაგრამ ნუ დაასკვნით, რომ ამის გაკეთება არავის ძალუძს. მაშ, ვის შეუძლია ამის გაკეთება და რატომ უნდა გვქონდეს ნათელი მომავლის იმედი? დამაკმაყოფილებელ პასუხს ოთხი განსაკუთრებული წინასწარმეტყველება გაგცემთ. ეს წინასწარმეტყველებები ჩაწერილია წიგნში, რომელიც ყველაზე გავრცელებულია და რომელსაც ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს — წიგნში, რომელსაც ამავე დროს ბევრი არასწორად იგებს, ბევრი კი სულ არ აქცევს ყურადღებას. ამ წიგნს ბიბლია ჰქვია. როგორი წარმოდგენაც უნდა გქონდეთ ბიბლიაზე და რაოდენ კარგადაც უნდა იცნობდეთ მას, მაინც გმართებთ ამ ოთხი ძირითადი წინასწარმეტყველებისთვის ყურადღების მიქცევა. მათში ნაწინასწარმეტყველებია, რომ მომავალი ძალიან ნათელი იქნება. გარდა ამისა, ამ ოთხი ძირითადი წინასწარმეტყველებიდან შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი მომავალი გექნებათ პირადად თქვენ და თქვენს ახლობლებს.
6, 7. როდის წინასწარმეტყველებდა ესაია და სასწაულებრივად როგორ შესრულდა მისი წინასწარმეტყველებები?
6 პირველი წინასწარმეტყველების ნახვა ესაიას 65-ე თავში შეიძლება. წინასწარმეტყველების წაკითხვამდე, დაიმახსოვრეთ, როდის დაიწერა ის და რასთან იყო დაკავშირებული. ღვთის წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც ეს სიტყვები დაწერა, იუდას სამეფოს განადგურებამდე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე ცხოვრობდა. იუდას სამეფო მაშინ განადგურდა, როდესაც იეჰოვამ მფარველობა აღარ გაუწია ორგულ იუდაელებს და ბაბილონელებს საშუალება მისცა, გაენადგურებინათ იერუსალიმი და ტყვეებად წაესხათ მისი მცხოვრებნი. ამ მოვლენების შესახებ ესაიამ ას წელიწადზე მეტი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა (მეორე ნეშტთა 36:15—21).
7 ისტორიული ფონის უკეთესად წარმოსადგენად, გავიხსენოთ, რომ ესაიამ ღვთის ხელმძღვანელობით იწინასწარმეტყველა სპარსეთის ჯერ არდაბადებული მმართველის, კიროსის, შესახებ, რომელიც საბოლოოდ დაამხობდა ბაბილონს (ესაია 45:1). კიროსმა ძვ. წ. 537 წელს იუდაელებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცა. საოცარია, რომ ესაიას ამის შესახებაც ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, რასაც 65-ე თავში ვკითხულობთ. წინასწარმეტყველმა ყურადღება გაამახვილა იმ პირობებზე, რომელიც სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს ექნებოდათ.
8. რა ბედნიერი მომავალი იწინასწარმეტყველა ესაიამ და განსაკუთრებით რომელი გამოთქმა იპყრობს ჩვენს ყურადღებას?
8 ესაიას 65:17—19-ში ვკითხულობთ: „აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად. მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა“. ცხადია, ესაიამ იმაზე ბევრად უკეთესი პირობები აღწერა, ვიდრე იუდაელებს ბაბილონში ჰქონდათ. მან სიხარული და მხიარულება იწინასწარმეტყველა. ახლა კი ყურადღება მიაქციეთ გამოთქმას „ახალი ცა და ახალი მიწა“. ეს გამოთქმა, რომელიც პირველად ესაიას წიგნში გვხვდება, ბიბლიაში სულ ოთხჯერ არის მოხსენიებული. ოთხივე შემთხვევაში მისი კონტექსტი უშუალოდ ეხება და წინასწარმეტყველებს კიდეც ჩვენს მომავალს.
9. როგორ შეეხო ძველ დროში მცხოვრებ იუდაელებს ესაიას 65:17—19-ის შესრულება?
9 ესაიას 65:17—19-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება პირველად ძველი დროის იუდაელებზე შესრულდა და თანაც ზუსტად ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იუდაელები მშობლიური მიწის დასამკვიდრებლად დაბრუნდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინეს (ეზრა 1:1—4; 3:1—4). რა თქმა უნდა, თქვენ გესმით, რომ სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები კვლავ ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ და არა სამყაროს სადღაც სხვა ადგილას. ამის ცოდნა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას გულისხმობდა ესაია „ახალ ცასა და ახალ მიწაში“. საბედნიეროდ, იმათგან განსხვავებით, ვინც ნოსტრადამუსისა და სხვა პროგნოსტიკოსების ბუნდოვან წინასწარმეტყველებებზე აგებს ვარაუდებს, ჩვენ საკუთარი დასკვნების გაკეთება არ გვჭირდება. ბიბლია თვითონ ცხადყოფს, რას გულისხმობდა ესაია.
10. რას ნიშნავს ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები „მიწა“?
10 ბიბლიაში სიტყვა „მიწა“ ანუ „დედამიწა“ ყოველთვის ჩვენი პლანეტის მნიშვნელობით არ გამოიყენება. მაგალითად, ფსალმუნის 75:9-ში სიტყვასიტყვით ნათქვამია: „დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა“. ვიცით, რომ ჩვენს პლანეტას — ხმელეთსა და უზარმაზარ ოკეანეებს — შიშის გრძნობა არა აქვს. შიშს ადამიანები გრძნობენ. დიახ, ფსალმუნის 75:9-ში დედამიწის მოსახლეობაზეა საუბარი. მაგრამ ესაიას 65:17-ში ‘ახალი ცაც’ არის მოხსენიებული. თუ „ახალი მიწა“ სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელთაგან შემდგარი ახალი საზოგადოებაა, რა არის „ახალი ცა“?
11. რაზე მიუთითებს გამოთქმა „ახალი ცა“?
11 მაკ-კლინტოკისა და სტრონგის რედაქციით გამოცემულ „ბიბლიური, თეოლოგიური და საეკლესიო ლიტერატურის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „წინასწარმეტყველურ ხილვებში სადაც კი ცა მოიხსენიება, ყველგან. . . მმართველთა მთლიან კლასს ნიშნავს. . . რომელიც მაღლიდან ხელმწიფებს თავის ქვეშევრდომებზე, ისევე როგორც ბუნებრივი ზეცა მაღლიდან ხელმწიფებს დედამიწაზე“. შემდეგ კი გამოთქმა „ცა და მიწასთან“ დაკავშირებით ამავე ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ ‘წინასწარმეტყველურ ენაში ამ ფრაზას სხვადასხვა კლასის წარმომადგენელთა პოლიტიკური მდგომარეობის მნიშვნელობა აქვს. ცა მმართველთა კლასია, დედამიწა კი ქვეშევრდომთა, ანუ იმ ადამიანთა კლასი, რომლებსაც ზემდგომნი ხელმძღვანელობენ’.
12. როგორ გამოსცადეს საკუთარ თავზე ძველი დროის იუდაელებმა „ახალი ცა და ახალი მიწა“?
12 ბაბილონიდან დაბრუნებული იუდაელები ეგრეთ წოდებულ ახალ სისტემაში აღმოჩნდნენ. მათ ახალი მმართველები ჰყავდათ: ზერუბაბელი, მეფე ანგია 1:1, 12; 2:21; ზაქარია 6:11). ისინი „ახალ ცას“ წარმოადგენდნენ. რას განაგებდა ეს „ახალი ცა“? „ახალ მიწას“ — სამშობლოში დაბრუნებულ განწმენდილ საზოგადოებას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული, აღედგინა იერუსალიმი და იეჰოვას თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ტაძარი. ასე რომ, სწორედ ამ გაგებით არსებობდა ახალი ცა და ახალი მიწა მაშინ, როდესაც იუდაელებზე შესრულდა ეს წინასწარმეტყველება.
დავითის შთამომავალი, განმგებელი იყო, იესო კი — მღვდელმთავარი (13, 14. ა) კიდევ რომელ ადგილს განვიხილავთ, სადაც გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება? ბ) რატომ არის დღეს განსაკუთრებით საინტერესო პეტრეს წინასწარმეტყველება?
13 შეეცადეთ, არ გამოგრჩეთ მთავარი აზრი. ჩვენ არც ბიბლიის განმარტებაში ვვარჯიშობთ და არც ძველ ისტორიას ვიხსენებთ. ამაში კიდევ ერთ იმ ადგილზე გადაშლა დაგარწმუნებთ, სადაც ფრაზა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება. მე-2 პეტრეს მე-3 თავში ნახავთ ამ ფრაზას და იმასაც, რომ ის ჩვენს მომავალს ეხება.
14 პეტრე მოციქულმა ეს წერილი იუდაელების სამშობლოში დაბრუნებიდან 500 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაწერა. როგორც იესოს ერთ-ერთი მოციქული, პეტრე ქრისტეს მიმდევრებს სწერდა, ქრისტესი, რომელიც მე-2 პეტრეს 3:2-ში „უფლად“ არის მოხსენიებული. მე-4 მუხლში მოციქული ქრისტეს «მოსვლის [„თანდასწრების“,აქ] აღთქმის» შესახებ წერს, რაც პირდაპირ მიუთითებს ამ წინასწარმეტყველების დღევანდელობასთან კავშირზე. მრავალი ფაქტი ცხადყოფს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული იესოს თანდასწრება იმ გაგებით ხდება, რომ ის ხელისუფლების მქონე, ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველია (გამოცხადება 6:1—8; 11:15, 18). პეტრეს მიერ მე-3 თავში ჩაწერილი კიდევ ერთი წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
15. როგორ სრულდება „ახალი ცის“ შესახებ პეტრეს წინასწარმეტყველება?
15 მე-2 პეტრეს 3:13-ში ვკითხულობთ: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“. შეიძლება თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ზეცაში გამეფებული იესო ამ „ახალი ცის“ მთავარი მმართველია (ლუკა 1:32, 33). მაგრამ სხვა ბიბლიური მუხლები გვიჩვენებს, რომ ის ერთპიროვნული მმართველი არ არის. იესო მოციქულებს დაჰპირდა, რომ ისინი და მათი მსგავსი სხვა ადამიანები ზეცას დაიმკვიდრებდნენ. ებრაელთა მიმართ მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ ასეთ ადამიანებს „ზეციური მოწოდების ზიარნი“ უწოდა. იესომ კი თქვა, რომ ამ ჯგუფის წევრები მასთან ერთად დასხდებოდნენ ზეციურ ტახტებზე (ებრაელთა 3:1; მათე 19:28; ლუკა 22:28—30; იოანე 14:2, 3). არსი კი ის არის, რომ ისინი ახალი ცის წევრები არიან და იესოსთან ერთად მეფობენ. მაგრამ რას ნიშნავს პეტრეს მიერ მოხსენიებული „ახალი მიწა“?
16. რომელი „ახალი მიწა“ არსებობს უკვე?
16 წინასწარმეტყველების თავდაპირველი შესრულებისას სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები ახალ ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მსგავსად ამისა, ხალხი, რომელზეც დღეს მე-2 პეტრეს 3:13 სრულდება, „ახალი ცის“ მმართველობას ემორჩილება. დღეს თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მილიონები, რომლებიც სიხარულით ემორჩილებიან ასეთ მმართველობას, სარგებლობას იღებენ მისი საგანმანათლებლო პროგრამიდან და ბიბლიაში მოცემული კანონების შესაბამისად ცხოვრებას ცდილობენ (ესაია 54:13). ეს ადამიანები „ახალ მიწას“ იმ გაგებით უყრიან საფუძველს, რომ ყველა ერის, ენისა და რასისაგან შემდგარ ერთიან საზოგადოებას ქმნიან, ემორჩილებიან მეფე იესო ქრისტეს და ერთმანეთთან თანამშრომლობენ. საგულისხმოა, რომ თქვენც შეგიძლიათ ამ საზოგადოების ნაწილი იყოთ! (მარკოზი 4:1—4).
17, 18. რატომ გვაძლევს მე-2 პეტრეს 3:13-ში ჩაწერილი სიტყვები იმის საფუძველს, რომ მომავალს იმედიანად მოველოდეთ?
17 მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ უკვე ყველაფერი ამოვწურეთ და მომავლის შესახებ დაწვრილებითი ცნობები აღარ მოგვეპოვება. ფაქტობრივად, მე-2 პეტრეს მე-3 თავის კონტექსტის გამოკვლევისას დაინახავთ მითითებებს იმის შესახებ, რომ მომავალში საოცარი ცვლილებები მოხდება. მე-5 და მე-6 მუხლებში პეტრე ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შესახებ წერს, რომელმაც მაშინდელი ბოროტი ქვეყნიერება გაანადგურა. შემდეგ მე-7 მუხლში აღნიშნავს, რომ „ახლანდელი ცა და მიწა“ — დღევანდელი მმართველობები და დღეს მცხოვრები ხალხთა მასები — „უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“ ინახება. ეს სიტყვები იმის მტკიცებაა, რომ გამოთქმაში „ცა და მიწა“ ჩვენი ფიზიკური სამყარო კი არ იგულისხმება, არამედ ადამიანები და ხელისუფლებები.
18 მომდევნო მუხლებში პეტრე ხსნის, რომ იეჰოვას დღე, რომელიც ახლოვდება, განწმენდს ყველაფერს და გზას მოუმზადებს მე-13 მუხლში მოხსენიებულ
„ახალ ცასა და ახალ მიწას“. დაუკვირდით, რა სიტყვებით მთავრდება ეს მუხლი — „სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“. ნუთუ აქედან არ ჩანს, რომ მომავალში დიდი ცვლილებები მოხდება და ყოველივე უკეთესობისკენ შეიცვლება? ნუთუ არ გვინერგავს ეს სიტყვები იმედს, რომ ღმერთი შექმნის ყოველივე ახალს და დადგება დრო, როდესაც ადამიანები დღევანდელზე მეტად დატკბებიან სიცოცხლით? თუ ამას ხედავთ, ესე იგი გესმით ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ბევრისთვის გაუგებარია.19. რომელ კონტექსტში მიუთითებს წიგნი „გამოცხადება“ „ახალ ცასა და ახალ მიწაზე“, რომელიც ჯერ კიდევ უნდა მოვიდეს?
19 მაგრამ მოდი ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. ჩვენ გავარჩიეთ ბიბლიური მუხლები ესაიას 65-ე თავიდან და მე-2 პეტრეს მე-3 თავიდან, სადაც გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება. ახლა კი ვნახოთ გამოცხადების 21-ე თავი, სადაც კიდევ ერთხელ ვხვდებით გამოთქმას „ახალი ცა და ახალი მიწა“. აქაც მის გაგებაში კონტექსტის განხილვა დაგვეხმარება. ორი თავით ადრე, გამოცხადების მე-19 თავში, სიმბოლური ენით ცოცხლად არის აღწერილი ომი, მაგრამ ის მტრულად განწყობილ ორ სახელმწიფოს შორის არ მიმდინარეობს. ერთ მხარეს „ღვთის სიტყვა“ იბრძვის. ალბათ, მიხვდით კიდეც, რომ ეს ტიტული იესო ქრისტეზე მიუთითებს (იოანე 1:1, 14). ის ზეცაშია და ამ ხილვაში ზეციურ ლაშქართან ერთად არის აღწერილი. ვის წინააღმდეგ იბრძვიან ისინი? ამ თავში მოხსენიებული არიან „მეფეები“, „ათასისთავები“ და სხვადასხვა საზოგადოებრივი კლასის წარმომადგენლები — „მცირე და დიდი“. ბრძოლა დაკავშირებულია იეჰოვას დღესთან, ბოროტების მოახლოებულ განადგურებასთან (2 თესალონიკელთა 1:6—10). შემდეგ, გამოცხადების მე-20 თავის დასაწყისში, აღწერილია, როგორ განადგურდება „ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა“. ეს კი გამოცხადების 21-ე თავის განხილვის საფუძველს გვიქმნის.
20. გამოცხადების 21:1-ის თანახმად, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები გველის წინ?
20 მოციქული იოანე ამ თავს ამაღელვებელი სიტყვებით იწყებს: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა, და ზღვა აღარ იყო“. იმის საფუძველზე, რაც ესაიას 65-ე თავსა და მე-2 პეტრეს მე-3 თავთან დაკავშირებით დავადგინეთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს პირდაპირი გაგებით ცის, ჩვენი პლანეტა დედამიწისა და მასზე არსებული ოკეანეების გამოცვლას არ ნიშნავს. როგორც წინა თავებიდან გავიგეთ, განადგურდებიან ბოროტი ადამიანები და მათი მმართველები, მათ შორის — უხილავი მმართველი სატანაც. დიახ, აქ მოცემულია აღთქმა ახალი სისტემის შესახებ, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს ეხება.
21, 22. რა კურთხევების მიღებაში გვარწმუნებს იოანე და რას ნიშნავს მოწმენდს ცრემლს ადამიანთა თვალებიდან?
21 როდესაც ამ საოცარი წინასწარმეტყველების კითხვას განვაგრძობთ, ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება. მე-3 მუხლის ბოლოში საუბარია დროზე, როდესაც ღმერთი ადამიანებთან იქნება და უხვად აკურთხებს თავისი ნების შემსრულებლებს (ეზეკიელი 43:7). იოანე მე-4 და მე-5 მუხლებში განაგრძობს: «მოსწმედს [იეჰოვა] ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ. თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“». რა აღმაფრთოვანებელი წინასწარმეტყველებაა!
22 მოდი აქ შევჩერდეთ და ბოლომდე აღვიქვათ, რას წინასწარმეტყველებს ბიბლია. „მოსწმედს [ღმერთი] ყველა ცრემლს მათი თვალებიდან“. შეუძლებელია ეს ცრემლის ფიზიოლოგიურ გამოყოფას ეხებოდეს, რაც ჩვენს ფაქიზ თვალს ასველებს და ასუფთავებს, ასევე შეუძლებელია ეს სიხარულის ცრემლებს ეხებოდეს. აქ იმ ცრემლებზეა საუბარი, რომლებსაც ტანჯვა, მწუხარება, იმედგაცრუება, ტკივილი და ემოციური სტრესი იწვევს. საიდან შეგვიძლია ამაში იოანე 11:35).
დარწმუნებული ვიყოთ? ღვთის მიერ ცრემლის მოწმენდის შესახებ შესანიშნავი დანაპირები ‘სიკვდილის, გლოვის, გოდებისა და ტკივილის მოსპობასთან’ არის დაკავშირებული (23. რის მოსპობაში გვარწმუნებს იოანეს წინასწარმეტყველება?
23 განა ეს იმის დამამტკიცებელი არ არის, რომ კიბოს, დამბლას, ინფარქტსა და თვით სიკვდილსაც კი ბოლო მოეღება? რომელ ჩვენგანს არ დაუკარგავს ახლობელი ავადმყოფობის გამო, კატასტროფაში მოყოლის ან სტიქიური უბედურების დროს? ღმერთი გვპირდება, რომ სიკვდილი აღარ იქნება; აქედან გამომდინარე, ბავშვები იმ დროს იმისთვის აღარ დაიბადებიან, რომ გაიზარდონ, დაბერდნენ და შემდეგ მოკვდნენ. აღარ იარსებებს ალცგეიმერის დაავადება, ოსტეოპოროზი, ფიბრომა, გლაუკომა და კატარაქტაც კი, რაც ასე ხშირია ხანდაზმულებში.
24. როგორი კურთხევების მომტანი იქნება „ახალი ცა და ახალი მიწა“ და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
24 თქვენ, უეჭველია, დაეთანხმებოდით იმ აზრს, რომ სიკვდილის, სიბერისა და ზემოხსენებული დაავადებების მოსპობა გლოვასა და გოდებას შეამცირებდა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას სიღატაკის, ბავშვებზე ძალადობის ან წარმოშობისა და კანის ფერის გამო სასტიკი დისკრიმინაციის შესახებ? როგორ ფიქრობთ, თუ ყოველივე ისევე გაგრძელდებოდა, როგორც დღეს არის, განა გავთავისუფლდებოდით ტირილისა და გოდებისგან? ამგვარად, ცხოვრება „ახალი ცისა და ახალი მიწის“ დროს დღეს არსებული ტკივილის გამომწვევი მიზეზებისგან თავისუფალი იქნება. რა დიდებული ცვლილებაა! მაგრამ ჯერ ჩვენ სამი განვიხილეთ იმ ოთხი ადგილიდან, სადაც ბიბლიაში გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება. დარჩენილი ერთი ადგილი ერთმანეთთან აკავშირებს იმას, რაც უკვე გამოვიკვლიეთ. ის აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს, რატომ გვაქვს იმის საფუძველი, მთელი გულით გვსურდეს, გავიგოთ, როდის და როგორ შესრულდება ღვთის აღთქმა ‘ყოველივე ახლის შექმნასთან’ დაკავშირებით. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება ეს წინასწარმეტყველება და ისიც, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ის ჩვენი ბედნიერებისთვის.
რას გაიხსენებდით?
• რომელ სამ ადგილას არის ბიბლიაში „ახალი ცა და ახალი მიწა“ მოხსენიებული?
• როგორ შესრულდა ძველ დროს მცხოვრებ იუდაელებზე „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ წინასწარმეტყველება?
• როგორ სრულდება პეტრეს მიერ მოხსენიებული „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ წინასწარმეტყველება?
• რას გვეუბნება გამოცხადების 21-ე თავი ნათელ მომავალზე?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 10 გვერდზე]
როგორც იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, ძვ. წ. 537 წელს კიროსმა იუდაელების სამშობლოში დაბრუნებას შეუწყო ხელი.