მტკიცედ დავიცვათ ღვთის სწავლება
მტკიცედ დავიცვათ ღვთის სწავლება
„ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:5, 6).
1. როგორ ვექცევით დღეს, როგორც არასდროს, ადამიანთა მიერ დაგროვილი ცოდნის ზეგავლენის ქვეშ?
დღესდღეობით მსოფლიოში ყოველდღიურად დაახლოებით 1 900 გაზეთი გამოდის. მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ახალი წიგნი ქვეყნდება. ერთი გამოთვლის თანახმად, 1998 წლის მარტისთვის ინტერნეტში დაახლოებით 275 მილიონი ვებ-გვერდი იყო შექმნილი. როგორც ამბობენ, ყოველთვიურად ამ გვერდების რაოდენობა 20 მილიონით გაიზრდება. დღეს, როგორც არასოდეს, ხალხს შეუძლია თითქმის ნებისმიერ საკითხზე იპოვოს ინფორმაცია. ყოველივე ამას თავისი დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ, ამასთანავე, ინფორმაციის ასე ზეჭარბი ნაკადი პრობლემებსაც ქმნის.
2. რა პრობლემები შეიძლება შექმნას ასე ზეუხვი ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ?
2 ზოგი ძალიან გაიტაცა ამ ინფორმაციის კითხვამ და ყოველთვის დაუცხრომელ სურვილს გრძნობს, არასოდეს გამორჩეს ახალი ამბები, ამ დროს კი უფრო მნიშვნელოვან საკითხებს უგულებელყოფს. სხვები რამე რთულ დარგში გარკვეულ ინფორმაციას იძენენ, შემდეგ კი თავი ამ საქმის მცოდნედ მოაქვთ. ვინაიდან ასეთი ადამიანები ამა თუ იმ საკითხში კარგად არ არიან გარკვეული, მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით შეიძლება ზიანი მიაყენონ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. და ყოველთვის არსებობს ცრუ ან არაზუსტი ინფორმაციის მიღების საშიშროება. ხშირად შეუძლებელია ამ ინფორმაციის ასე დიდი ნაკადის სიზუსტისა და გონივრულობის სათანადოდ შემოწმება.
3. რა გაფრთხილებებია ბიბლიაში ადამიანური სიბრძნის ძიებასთან დაკავშირებით?
3 ცნობისმოყვარეობა დიდი ხანია ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა. სოლომონის დღეებში ესმოდათ, რომ საშიშროებას წარმოადგენდა ისეთი ინფორმაციის მისაღებად მეტისმეტი დროის დახარჯვა, რომელიც უსარგებლო ან ზიანის მომტანიც კი იყო. სოლომონმა თქვა: „ყურად იღე: ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადუნებს“ (ეკლესიასტე 12:12). საუკუნეების შემდეგ მოციქული პავლე ტიმოთეს სწერდა: „გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ“ (1 ტიმოთე 6:20, 21). დიახ, დღეს ქრისტიანებისთვის აუცილებელია ზიანის მომტანი ცნებებისთვის გვერდის ავლა.
4. როგორ შეგვიძლია იეჰოვასა და მისი სწავლებისადმი ნდობის გამოვლენა?
4 იეჰოვას ხალხი კარგად იქცევა, როდესაც სერიოზულად ეკიდება იგავნის 3:5, 6-ში მოცემულ სიტყვებს: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. ესავდე უფალს, ანუ მიენდო იეჰოვას, ნიშნავს, უკუაგდო ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო ნებისმიერი აზრი, იქნება ეს ჩვენი თუ სხვა რომელიმე ადამიანის მსჯელობის ნაყოფი. სულიერობის დასაცავად მნიშვნელოვანია, გრძნობები ჩვევით გავიწაფოთ, რათა შევძლოთ ზიანის მომტანი ინფორმაციის ამოცნობა და არიდება (ებრაელთა 5:14). ახლა კი განვიხილოთ ასეთი ინფორმაციის რამდენიმე წყარო.
სატანის მიერ ძლეული წუთისოფელი
5. რომელია ზიანის მომტანი იდეების ერთ-ერთი წყარო და ვინ არის ამის მიზეზი?
5 ურწმუნო წუთისოფელი ზიანის მომტანი იდეების 1 კორინთელთა 3:19). იესო ქრისტე თავისი მოწაფეებისთვის ლოცულობდა: „არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან“ (იოანე 17:15). ის ღმერთს სთხოვდა, ‘ბოროტისგან დაეცვა’ მოწაფეები, რადგან მისთვის ცნობილი იყო, თუ რა დიდ გავლენას ახდენს სატანა წუთისოფელზე. ის ფაქტი, რომ ქრისტიანები ვართ, ავტომატურად არ გვიცავს ამ წუთისოფლის ცუდი გავლენისგან. იოანე წერდა: „ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19). განსაკუთრებით უკანასკნელი დღეების მიწურულს მოულოდნელი არ უნდა იყოს სატანისა და მისი დემონების მიერ ზიანის მომტანი ინფორმაციით წუთისოფლის გაჟღენთა.
წყაროა (6. როგორ შეიძლება წუთისოფლისეულმა გართობებმა ზნეობრივი ნორმებისადმი მგრძნობელობის დაქვეითება გამოიწვიოს?
6 აგრეთვე მოსალოდნელია, რომ ამ ზიანის მომტანი ინფორმაციიდან ზოგი უვნებლად მოგვეჩვენოს (2 კორინთელთა 11:14). მაგალითად, განვიხილოთ წუთისოფლისეული გართობები მისი სატელევიზიო გადაცემებით, ფილმებით, მუსიკითა და ბეჭდვითი სიტყვით. მრავალი დაგვეთანხმებოდა, რომ უმეტეს შემთხვევაში ზოგი სახის გართობა ცუდი საქმეებისკენ, მაგალითად, უზნეობის, ძალადობისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისკენ უბიძგებს ადამიანს. თავდაპირველად ზოგი გართობა, რომელიც ზნეობრივი გახრწნილებით გამოირჩევა, მაყურებლისთვის თავზარდამცემია, მაგრამ არაერთხელ ყურების შემდეგ ის უკვე მწვავედ არ რეაგირებს. ჩვენ არასოდეს უნდა მივიჩნიოთ მისაღებად ან უვნებლად ისეთი გართობა, რომელიც ზიანის მომტან ფიქრებს აღძრავს (ფსალმუნი 118:37).
7. როგორმა ადამიანურმა სიბრძნემ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ბიბლიისადმი ჩვენს ნდობას?
7 განვიხილოთ ზიანის მომტანი კიდევ ერთი პოტენციური წყარო — ზოგი იმ მეცნიერისა და სწავლულის მიერ გამოქვეყნებული აზრები, რომლებიც ბიბლიის უტყუარობას ეჭვქვეშ აყენებენ (შეადარეთ იაკობი 3:15). ასეთი მასალები ხშირად იბეჭდება მოწინავე ჟურნალებსა და პოპულარულ წიგნებში, რამაც შეიძლება ბიბლიისადმი ნდობას ძირი გამოუთხაროს. ზოგს ეამაყება ვარაუდების გაუთავებლად გამოთქმით ღვთის სიტყვის ავტორიტეტის შელახვა. მსგავსი საშიშროება მოციქულთა დღეებშიც არსებობდა, რაც თვალნათლივ ჩანს მოციქულ პავლეს სიტყვებიდან: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:8).
ჭეშმარიტების მტრები
8, 9. როგორ ვლინდება დღეს განდგომილება?
8 ჩვენს სულიერობას განდგომილთა მხრიდანაც შეიძლება დაემუქროს საშიშროება. მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ განდგომილება წამოვიდოდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ (საქმეები 20:29, 30; 2 თესალონიკელთა 2:3). ეს სიტყვები შესრულდა და მოციქულების სიკვდილის შემდეგ დიდი განდგომილების შედეგად ქრისტიანული სამყარო წარმოიშვა. დღეს ღვთის ხალხს შორის დიდი განდგომილება არ აღინიშნება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენგან გავიდნენ. ზოგი მათგანი იეჰოვას მოწმეებზე სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით მათი რეპუტაციის შელახვას ცდილობს. ზოგიერთი კი სხვა ორგანიზებულ ჯგუფებთან ერთად წმინდა თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იბრძვის. ასე მოქმედებით ისინი პირველი განდგომილის, სატანის, მხარეს იჭერენ.
9 ზოგი განდგომილი სულ უფრო და უფრო იყენებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ შორის ინტერნეტსაც, რათა იეჰოვას მოწმეების შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელოს. შედეგად, განდგომილების ასეთ პროპაგანდასთან წაწყდომამ შეიძლება დააბრკოლოს ჩვენი რწმენის გულწრფელად მაძიებლები. ზოგჯერ ამ ზიანის მომტანი მასალის გავლენის ქვეშ, თავიანთდა უნებურად, მოწმეებიც კი ექცევიან. გარდა ამისა, განდგომილები ზოგჯერ სატელევიზიო და რადიო გადაცემებშიც იღებენ მონაწილეობას. როგორი მოქმედება იქნებოდა გონივრული, თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ზემოხსენებულს?
10. როგორია განდგომილების პროპაგანდაზე გონივრული რეაქცია?
10 მოციქულმა იოანემ ქრისტიანებს უთხრა, რომ სახლში არ მიეღოთ განდგომილები: „თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა“ (2 იოანე 10, 11). ამ მტრულად განწყობილ ხალხთან ყოველგვარი ურთიერთობის აღკვეთა მათი გახრწნილი აზროვნებისგან დაგვიცავს. კომუნიკაციის სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით განდგომილების სწავლებისთვის ჩვენზე ზემოქმედების საშუალების მიცემა ისეთივე საზიანოა, როგორც განდგომილის სახლში მიღება. არასოდეს უნდა გვაცდუნოს ცნობისმოყვარეობამ და ამ დამღუპველ გზაზე არ დაგვაყენოს! (იგავნი 22:3).
კრების შიგნით
11, 12. ა) რა იყო ზიანის მომტანი იდეების წყარო პირველი საუკუნის კრებაში? ბ) როგორ ვერ დაიცვა მტკიცედ ზოგმა ქრისტიანმა ღვთისგან მომდინარე სწავლებები?
11 განვიხილოთ ზიანის მომტანი იდეების კიდევ ერთი შესაძლო წყარო. ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანი შეიძლება სულაც არ აპირებდეს ცრუ სწავლებების გავრცელებას, მაგრამ დაუფიქრებელი ლაპარაკი ახასიათებდეს (იგავნი 12:18). არასრულყოფილების გამო დროდადრო ენით ყველა ვცოდავთ (იგავნი 10:19; იაკობი 3:8). როგორც ჩანს, მოციქულ პავლეს დღეებში კრებაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ენას კონტროლს ვერ უწევდნენ და ყოველ წვრილმანზე ერთმანეთში კამათობდნენ (1 ტიმოთე 2:8, აქ). იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მეტისმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ შეხედულებებზე და იმდენად ღრმად შეტოპეს, რომ პავლეს ავტორიტეტი სადავო გახადეს (2 კორინთელთა 10:10—12). ასეთი სულისკვეთება ზედმეტი კონფლიქტების მიზეზი ხდება.
12 ზოგჯერ ეს უთანხმოებები ‘ფუჭ კამათში’ გადაიზრდებოდა ხოლმე და კრების მშვიდობას არღვევდა (1 ტიმოთე 6:5; გალატელთა 5:15). უთანხმოების გამომწვევთ პავლე სწერდა: „ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის სწავლებას, ის ამპარტავანია და არაფერი იცის, არამედ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი“ (1 ტიმოთე 6:3, 4).
13. როგორ იქცეოდა პირველი საუკუნის ქრისტიანთა უმეტესობა?
იაკობი 1:27). ისინი კრების შიგნითაც კი ერიდებოდნენ ‘ცუდ საზოგადოებებს’, რათა დაეცვათ თავიანთი სულიერობა (1 კორინთელთა 15:33; 2 ტიმოთე 2:20, 21).
13 საბედნიეროდ, მოციქულთა დღეებში ქრისტიანების უმეტესობა ერთგული იყო და მთელი ყურადღება ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაზე ჰქონდათ გადატანილი. ისინი დაკავებული იყვნენ ‘გასაჭირში ქვრივ-ობოლთა’ დახმარებითა და საკუთარი თავის ‘წუთისოფლისგან შეურყვნელად დაცვით’; ამიტომ ფუჭი კამათისთვის დრო აღარ რჩებოდათ (14. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, როგორ შეიძლება აზრთა ნორმალური გაცვლა-გამოცვლა ზიანის მომტან კამათში გადაიზარდოს?
14 მე-11 აბზაცში აღწერილი მდგომარეობა დღეს იეჰოვას მოწმეთა კრებებისთვის დამახასიათებელი არ არის. მიუხედავად ამისა, კარგად ვიქცევით, თუ მსგავსი ფუჭი ლაპარაკის პოტენციურ შესაძლებლობას ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, ნორმალურია, ვიმსჯელოთ ბიბლიის ცნობაზე ან გვაინტერესებდეს აღთქმული ახალი ქვეყნიერების ის გარკვეული მხარეები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. და არაფერია ცუდი იმაში, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ ისეთ პირად საკითხებზე, როგორიც არის ჩაცმა, თავის მოვლა თუ გართობა. მაგრამ, თუ დოგმატურები ვართ და ვნაწყენდებით, როდესაც სხვები არ გვეთანხმებიან, კრება შეიძლება წვრილმანი საკითხების გამო დაყოფის საშიშროების პირისპირ დადგეს. მართლაც, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საუბრები შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
გავუფრთხილდეთ მობარებულს
15. რამდენად შეიძლება ავნოს ჩვენს სულიერობას „ეშმაკთა მოძღვრებებმა“ და ამასთან დაკავშირებით რა რჩევაა საღვთო წერილში მოცემული?
15 მოციქული პავლე გვაფრთხილებს: „სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს“ (1 ტიმოთე 4:1). დიახ, ზიანის მომტანი აზრები ნამდვილ საშიშროებას წარმოადგენს. გასაგებია, თუ რატომ ევედრებოდა პავლე თავის საყვარელ მეგობარს, ტიმოთეს: „ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ“ (1 ტიმოთე 6:20, 21).
16, 17. რა მოგვანდო ღმერთმა და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას?
16 როგორ შეგვიძლია დღეს ამ სიყვარულით აღსავსე რჩევიდან სარგებლობის მიღება? ტიმოთეს რაღაც ჰქონდა მიბარებული — მას რაღაც ძვირფასზე უნდა ეზრუნა და დაეცვა ის. რა იყო ეს რაღაცა? პავლე განმარტავს: „ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოშია. შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდით, რომელიც ჩვენშია დამკვიდრებული“ (2 ტიმოთე 1:13, 14). დიახ, ტიმოთეს სხვა რამეებთან ერთად „საღი სიტყვები“, „ღვთისმოსაობის სწავლება“ ჰქონდა მინდობილი (1 ტიმოთე 6:3). ამ სიტყვების შესაბამისად, დღეს ქრისტიანები იმ გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, რომ დაიცვან თავიანთი რწმენა და ჭეშმარიტება, რომელიც მათ მიანდეს.
17 მიბარებულის გაფრთხილებაში ბიბლიის შესწავლის კარგი ჩვევისა და ლოცვაში მდგრადობის განვითარებაც შედის; ამასთანავე შედის ‘სიკეთის კეთება ყველასთვის და მით უმეტეს მათთვის, ვინც ჩვენი თანამორწმუნეა’ (გალატელთა 6:10, სსგ; რომაელთა 12:11—17). პავლე განაგრძობს გაფრთხილებას: „მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე“ (1 ტიმოთე 6:11, 12). პავლეს მიერ ფრაზის „იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით“ და სიტყვის „ჩაეჭიდეს“ გამოყენება ცხადყოფს, რომ საჭიროა აქტიურად და მტკიცედ შევეწინააღმდეგოთ სულიერობისთვის ზიანის მომტან გავლენას.
გამჭრიახობის აუცილებლობა
18. როგორ შეგვიძლია წუთისოფლის ინფორმაციის მიმართ გაწონასწორებული ქრისტიანული დამოკიდებულების გამოვლენა?
18 რასაკვირეველია, რწმენის კეთილი ღვაწლით რომ ვიღწვოდეთ, ამისათვის გამჭრიახობაა საჭირო (იგავნი 2:11; ფილიპელთა 1:9). მაგალითად, „გონივრული“ (აქ) იქნებოდა, ეჭვის თვალით არ შეგვეხედა წუთისოფლის ნებისმიერი ინფორმაციისთვის (ფილიპელთა 4:5; იაკობი 3:17). ადამიანთა ყველა ცნება როდი ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას. იესომ თავისი სიტყვებით მსმენელებს მიანიშნა, რომ ავადმყოფებისთვის საჭიროა კვალიფიციური ექიმის დახმარება; ექიმობა კი არარელიგიური პროფესიაა (ლუკა 5:31). თუმცა იმ დროს სამედიცინო მკურნალობა შედარებით პრიმიტიული იყო, იესოს ესმოდა, რომ ექიმისთვის დასახმარებლად მიმართვას გარკვეული სარგებლობა მოჰქონდა. დღეს ქრისტიანები წუთისოფლის ინფორმაციისადმი გაწონასწორებულ დამოკიდებულებას ავლენენ, მაგრამ ამასთანავე უარს ამბობენ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რამაც შეიძლება მათ სულიერობას ავნოს.
19, 20. ა) როგორ ავლენენ უხუცესები გონიერებას არაგონივრულად მოლაპარაკეებისთვის დახმარების აღმოჩენისას? ბ) როგორ უნდა მოექცეს კრება მათ, ვინც არ წყვეტს ცრუ სწავლებების გავრცელებას?
19 გონიერების გამოვლენა უხუცესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ისინი არაგონივრულად მოლაპარაკეებს ეხმარებიან (2 ტიმოთე 2:7). ზოგჯერ კრების წევრები წვრილმან საკითხებზე უთანხმოების ან განყენებულ საკითხზე კამათის მახეში გაებმებიან ხოლმე. კრების ერთიანობის დასაცავად უხუცესები მსგავს პრობლემებზე დაუყოვნებლივ უნდა რეაგირებდნენ. ამავე დროს, უნდა ერიდონ ძმებისთვის არასწორი მოტივების მიწერასა და ნაჩქარევად მათ განდგომილებად მიჩნევას.
20 პავლე აღგვიწერს, როგორი სულით უნდა იქნეს დახმარება გაწეული: „ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“ (გალატელთა 6:1). განსაკუთრებით იმ ქრისტიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ეჭვებს ებრძვიან, იუდა წერდა: „დაეჭვებულნი შეიწყალეთ. სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით“ (იუდა 22, 23). რა თქმა უნდა, თუ არაერთი გაფრთხილების შემდეგ ვინმე განაგრძობს ცრუ სწავლებების გავრცელებას, უხუცესებმა გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღონ კრების დასაცავად (1 ტიმოთე 1:20; ტიტე 3:10, 11).
ყოველთვის იმაზე იფიქრეთ, რაც საქებარია
21, 22. რა უნდა შევარჩიოთ სათანადოდ და რით უნდა ვკვებოთ ჩვენი გონება?
21 ქრისტიანულ კრებაში არ იყენებენ ზიანის მომტან სიტყვებს, რომლებიც „როგორც კიბო, თქვლებს“ (2 ტიმოთე 2:16, 17, აფ; ტიტე 3:9). ეს ეხება ყველა შემთხვევას, იქნება ეს წუთისოფლისეული დამაბნეველი „სიბრძნე“, განდგომილების პროპაგანდა თუ კრების შიგნით დაუფიქრებლად ლაპარაკი. მაშინ როდესაც ახალი რამეების სწავლის ჯანსაღი სურვილი სასარგებლოა, მეტისმეტმა ცნობისმოყვარეობამ შეიძლება ზიანის მომტანი აზრების გავლენის ქვეშ მოგვაქციოს. ჩვენთვის უცნობი არ არის სატანის ზრახვები (2 კორინთელთა 2:11). ვიცით, რომ ის ყოველ ღონეს ხმარობს, რათა მოგვაცდინოს და ღვთისათვის მსახურებაში ტემპი შეგვანელებინოს.
22 როგორც კეთილმა მსახურებმა, მოდი მტკიცედ დავუჭიროთ მხარი ღვთიურ სწავლებას (1 ტიმოთე 4:6). გონივრულად გამოვიყენოთ დრო და სათანადოდ შევარჩიოთ ინფორმაცია, რომლის მოსმენას თუ წაკითხვას ვაპირებთ. თუ ასე მოვიქცევით, სატანის მიერ შთაგონებული პროპაგანდა ადვილად ვერ შეგვარყევს. დიახ, ყოველთვის ვიფიქროთ იმაზე, „რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია“. თუ მთელი გონებითა და გულით ასეთ რამეებზე ვიფიქრებთ, მშვიდობის ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება (ფილიპელთა 4:8, 9).
რა ვისწავლეთ?
• როგორ შეიძლება წუთისოფლის სიბრძნემ საფრთხე შეუქმნას ჩვენს სულიერობას?
• რის გაკეთება შეგვიძლია განდგომილთა ზიანის მომტანი ინფორმაციისგან თავის დასაცავად?
• როგორ ლაპარაკს უნდა მოვერიდოთ კრების შიგნით?
• როგორ უნდა გამოვავლინოთ ქრისტიანული გაწონასწორებულობა დღეს მოზღვავებული ინფორმაციის ნაკადთან დამოკიდებულებაში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 9 გვერდზე]
მრავალი პოპულარული ჟურნალი და წიგნი ეწინააღმდეგება ჩვენს ქრისტიანულ ფასეულობებს.
[სურათი 10 გვერდზე]
ქრისტიანებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ აზრები და ამასთანავე არ იყვნენ დოგმატურები.