არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის შესწავლით რწმენის აღშენება ინდოეთში

ბიბლიის შესწავლით რწმენის აღშენება ინდოეთში

ჩვენ მორწმუნენი ვართ

ბიბლიის შესწავლით რწმენის აღშენება ინდოეთში

ჩრდილოეთიდან ბუმბერაზი, თოვლით დაფარული ჰიმალაის მთებითა და სამხრეთიდან ინდოეთის ოკეანის დანისლული სანაპიროთი გარშემორტყმული ინდოეთი გეოგრაფიულად და რელიგიურად მრავალფეროვანია. მილიარდზე მეტი მაცხოვრებლიდან 83 % ინდუსია, 11 % მუსულმანი, დანარჩენები კი, უმთავრესად, ნომინალური ქრისტიანობის, სიქიზმის, ბუდიზმისა და ჯაინიზმის მიმდევრები არიან. თითოეული მათგანი თავისუფალი თაყვანისცემის უფლებით სარგებლობს. „ინდოელთა ცხოვრებაში რელიგია დიდ როლს ასრულებს“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“.

თავიანთ ქრისტიანულ რწმენასთან შეთანხმებით ცხოვრება კარგ რეპუტაციას უქმნის იეჰოვას მოწმეებს, რომელთა რიცხვიც 21 200-ზე მეტს შეადგენს ინდოეთში. სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანაქრისტიანების მსგავსად, ინდოელი მოწმეებიც უპირატესობად თვლიან მოყვასის დახმარებას, რომ ღვთის სიტყვისადმი, ბიბლიისადმი, რწმენა განუმტკიცონ (2 ტიმოთე 3:16, 17). აი როგორ შეიცნო ბიბლიური ჭეშმარიტება ჩენაიში (სამხრეთ ინდოეთი) მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა.

სანამ იეჰოვას მოწმეებს შეხვდებოდნენ, ამ ოჯახის წევრები აქტიურად იყვნენ ჩაბმული კათოლიკურ ქარიზმატულ მოძრაობაში, რომლის მიმდევრებიც აცხადებენ, რომ აქვთ ხილვები, ლაპარაკობენ სხვადასხვა ენაზე და კურნავენ ავადმყოფებს. მათ ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც განსაკუთრებულ ადამიანებად მიიჩნევდნენ; ხალხი ამ ოჯახის ზოგიერთ წევრს „სვამის“ უწოდებდა, რაც „მასწავლებელს“ ნიშნავს. ერთხელ ამ ოჯახს ერთი მოწმე ესტუმრა და ბიბლიის მეშვეობით აუხსნა, რომ იესო ღვთის ძეა და არა ყოვლისშემძლე ღმერთი, როგორც ეს, საერთოდ, სწამთ. მოწმემ აგრეთვე აჩვენა, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა და რომ მას განზრახული აქვს დედამიწის მშვენიერ სამოთხედ გადაქცევა (ფსალმუნი 82:19; ლუკა 23:43; იოანე 3:16).

რადგან ისინი პატივს სცემდნენ ღვთის სიტყვას და მოსმენილი მოეწონათ, ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეებს ბიბლიის რეგულარულ შესწავლაზე დათანხმდნენ. ამას მოჰყვა დაცინვა ყოფილი თანამორწმუნეებისგან. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრებმა მტკიცედ განაგრძეს ბიბლიის შესწავლა. რადგან მათი ცოდნა გაიზარდა და მათი რწმენა განმტკიცდა, მიატოვეს თავიანთი ცრუ რელიგიური ჩვეულებები. დღეს ამ ოჯახის სამი წევრი ენთუზიაზმით აღსავსე მონათლული მოწმეა და დედა შეძლებისდაგვარად დამხმარე პიონერადაც მსახურობს.

რწმენა დაბრკოლების დასაძლევად

პენჯაბის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, სუნდერ ლალის, დიდი რწმენა და სიმამაცე სჭირდებოდა, რათა სხვებისთვის გაეზიარებინა ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა (მათე 24:14). ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მან თავისი ოჯახისა და სოფლის პოლითეისტური რწმენა მიატოვა, რომ ჭეშმარიტი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის, ეცა თაყვანი; მეორე მიზეზი კი მისი ინვალიდობა იყო, მას ფეხები არ ჰქონდა.

1992 წლამდე სუნდერ ლალის ცხოვრება რუტინული იყო. ის ექიმის ასისტენტად მუშაობა. აგრეთვე თავის ოჯახთან ერთად მონაწილეობდა სხვადასხვა ღვთაებისადმი თაყვანისცემაში მათ მიერ არჩეული გურუს ხელმძღვანელობით. ერთ ღამეს რკინიგზის ხაზის გადაკვეთისას წაიქცა, მატარებელმა ორივე ფეხზე გადაუარა და ბარძაყში მოჰკვეთა. თუმცა ცოცხალი გადარჩა, მისი სამყარო მთლიანად დაიმსხვრა, მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და თავის მოკვლასაც კი ფიქრობდა. ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ, მაგრამ მისი მომავალი უიმედო ჩანდა.

ერთხელ სუნდერთან იეჰოვას ერთი მოწმე მივიდა და ბიბლიაზე დაყრდნობით აუხსნა, რომ ღმერთს განზრახული ჰქონდა, მშვენიერ სამოთხედ ექცია დედამიწა და სრულყოფილი ჯანმრთელობა მიეცა ყველასთვის, ვისაც უყვარდა ის და ეშინოდა მისი. სუნდერი დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და მთელი წელიწადი გულმოდგინედ სწავლობდა. ის მიიწვიეს ქრისტიანულ შეხვედრებზე. თავისმა მეგობარმა ველოსიპედზე შემოისვა და კრებაზე წაიყვანა. ამ მტკივნეული მგზავრობის ჯილდო დიდებული იყო. მათთან შეხვედრამ, ვისაც ნამდვილად სწამდა ღვთის სიტყვის დანაპირები და ბიბლიის სწავლებებთან შეთანხმებულად ცხოვრობდა, კიდევ ერთხელ განუმტკიცა ნდობა ბიბლიიდან ნასწავლის მიმართ.

სუნდერ ლალმა კეთილი ცნობის მეზობლებისთვის გაზიარება დაიწყო და 1995 წელს მოინათლა. თავიდან თავის სოფელში მსახურებისას კარდაკარ დახოხავდა, რაც მისი გადაადგილების ჩვეულებრივი საშუალება იყო. მაგრამ ახლა მას სულიერი ძმებისგან საჩუქარი — სამთვლიანი ველოსიპედი — აქვს, რომელიც ხელით იმართება. თავისი სამთვლიანი ველოსიპედის წყალობით ის ახლა უფრო დამოუკიდებელია და კრების შეხვედრებზე დასასწრებად 12 კილომეტრის გავლა შეუძლია. ზოგჯერ ის წვიმიან სეზონებში ან 43°C-ზე მეტ სიცხეშიც კი დადის.

გარდა კრების შეხვედრებზე დასწრებისა, სუნდერ ლალი ბიბლიის ბევრ შესწავლას იწყებს მათთან, ვისაც დახმარების მიღება სურს ჭეშმარიტი ღვთისადმი, იეჰოვასადმი, მტკიცე რწმენის განვითარებაში. ფაქტობრივად, ვისაც ბიბლიას ასწავლიდა, მათ შორის შვიდი უკვე მონათლულია, აგრეთვე — ის სამიც, რომლებსაც მან დაუწყო და სხვა მოწმეებმა გაუგრძელეს შესწავლა.

„რწმენა, — ბიბლიის თანახმად, — ყველაში როდია“ (2 თესალონიკელთა 3:2). მაგრამ მათ, ‘ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის სწორად არის განწყობილი’, ღვთის სიტყვის რეგულარულ შესწავლას შეუძლია მტკიცე რწმენა აღუშენოს (საქმეები 13:48, აქ). ასეთი სწავლა თვალებს აბრწყინებს მომავლის მშვენიერი იმედით, რის მიმართაც სულ უფრო მეტი ინდოელი ავლენს რწმენას.

[რუკა 30 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ავღანეთი

პაკისტანი

ნეპალი

ბუტანი

ჩინეთი

ბანგლადეში

მიანმა

ლაოსი

ტაილანდი

ვიეტნამი

კამბოჯა

შრი-ლანკა

ინდოეთი

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.