არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლები ეწინააღმდეგებიან მასწავლებლის წინასწარ შექმნილ არასწორ მოსაზრებას

მშობლები ეწინააღმდეგებიან მასწავლებლის წინასწარ შექმნილ არასწორ მოსაზრებას

მშობლები ეწინააღმდეგებიან მასწავლებლის წინასწარ შექმნილ არასწორ მოსაზრებას

დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა კასანო მურჯეში (იტალია) რამდენიმე მოსწავლეს დააგზავნინა პატარა მოგრძო გასაკრავი ფურცლები. ამ ფურცლებზე, რომლებიც შესასვლელ კარზე უნდა მიეკრათ, ეწერა: „ჩვენ კათოლიკეები ვართ. იეჰოვას მოწმეებს ვთხოვთ, არ დააკაკუნონ ამ კარზე“.

ზოგი მოსწავლის მშობელმა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, მკაცრად გააკრიტიკა მასწავლებლის მოქმედება. ერთ საინფორმაციო ჟურნალში მათ უკმაყოფილება გამოთქვეს: «როდესაც ბავშვებს ევალებათ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ეს ხელს უწყობს იმ ადამიანების უარყოფას, რომელთაც განსხვავებული შეხედულება გააჩნიათ ან ეს შეიძლება ნიშნავდეს ასეთი პირების გაძევებას მხოლოდ იმიტომ, რომ მათი რელიგიური მრწამსი „განსხვავებულია“» (Muoviti Muoviti). ერთმა მშობელმა, რომელმაც წერილი გაუგზავნა ამ ჟურნალის რედაქციას, ამ გასაკრავ წარწერას ღვარძლი უწოდა, რომელიც უცოდინარობისა და უმეცრების შედეგია.

როგორც ეს ცნობა ცხადყოფს, ბევრი სამართლიანი ადამიანი ხვდება, რა საშიშროების მოტანა შეუძლია წინასწარ შექმნილი არასწორი აზრების ჩანერგვას. ისინი აგრეთვე პატივს სცემენ იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ მსახურებას იტალიასა და მთელ მსოფლიოში. რატომ არ გამოიკვლევდით უფრო მეტს და არ შეეკითხებოდით იეჰოვას მოწმეებს, რა უდევს საფუძვლად მათ ‘იმედს’? ისინი მოხარული იქნებიან, „მოწიწებით“ განიხილონ ეს საკითხი თქვენთან ერთად (1 პეტრე 3:15).