სრულყოფილი ცხოვრება მხოლოდ ოცნება როდია!
სრულყოფილი ცხოვრება მხოლოდ ოცნება როდია!
სრულყოფილი მსოფლიო — რას ნიშნავს ის თქვენთვის? წარმოიდგინეთ ადამიანთა საზოგადოება, სადაც არ არსებობს არავითარი დამნაშავეობა, ნარკოტიკების გამოყენება, შიმშილი, სიღარიბე და უსამართლობა. ყველას შესანიშნავი ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა აქვს. არ არსებობს მწუხარება და უბედურება, რადგან თვით სიკვდილიც კი მოისპო. ზღაპარს ხომ არ ჰგავს ასეთ მსოფლიოში ცხოვრების სურვილი?
ადამიანთა უმეტესობა არ უგულებელყოფს მეცნიერებასა და ტექნიკაში მიღწეულ პროგრესს, მაგრამ სწამთ, რომ არარეალურია ადამიანთა ინტელექტისა და ცოდნის წყალობით ისეთი სრულყოფილი მსოფლიო მდგომარეობის მიღწევა, სადაც ყველა მშვიდობიანად იცხოვრებს და ბედნიერი იქნება. მეორე მხრივ კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებში ჩადებულია გამოსწორებისა და არასრულყოფილების ძლევის სურვილი. რა თქმა უნდა, არარეალური ოცნება ვერ დაეხმარება უსახლკაროებსა და ღარიბებს, ვერც იმ ხეიბრებსა და ავადმყოფებს, რომლებსაც თავიანთი სატანჯველისგან გათავისუფლება სწყურიათ. სრულყოფილ მსოფლიო პირობებს ადამიანთა შემოქმედებითი უნარი, უბრალოდ, ვერ დაამყარებს. მაგრამ დღევანდელი ტანჯვისა და გულის დამამძიმებელი მდგომარეობის მიუხედავად, არსებობს იმის მყარი საფუძველი, გვჯეროდეს, რომ მსოფლიო, რომელსაც თქვენ სრულყოფილს უწოდებდით, ძალიან ახლოს არის.
როდესაც სრულყოფილ ცხოვრებაზე ფიქრობთ, შეიძლება თვალწინ იესო ქრისტე წარმოგიდგეთ. მაგრამ იესო არ იყო დედამიწაზე მცხოვრები ერთადერთი სრულყოფილი ადამიანი. ღვთის ხატად შექმნილი ადამიცა და ევაც სრულყოფილები იყვნენ სამოთხეში ცხოვრებისას. თავიანთი ზეციერი მამის წინააღმდეგ ამბოხებით კი დაკარგეს ეს შესანიშნავი მდგომარეობა (დაბადება 3:1—6). მაგრამ შემოქმედმა ადამიანებში მარადიულად ცხოვრების სურვილი ჩადო. ამას ადასტურებს ეკლესიასტეს 3:11, სადაც ნათქვამია: «მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა [„საუკუნენი მისცა გულთა შინა მათთა“, ძვო], ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო».
თუმცა არასრულყოფილებამ და ცოდვამ კაცობრიობა ‘ამაოებას დაუმორჩილა’ და ‘ხრწნილების მონა’ გახადა, შენიშნეთ მოციქულ პავლეს მიერ ჩაწერილი მანუგეშებელი სიტყვები: „ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება რომაელთა 8:19—21). ბიბლია ნათელს ხდის, რომ ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით შესაძლებელი გახადა კაცობრიობისთვის სრულყოფილი სიცოცხლის დაბრუნება (იოანე 3:16; 17:3).
თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (მომავლის ამ შესანიშნავი იმედის გარდა, თითოეულ ჩვენგანს სულიერი წინსვლის შესაძლებლობაც გვაქვს და ეს წინსვლა დღესვე შეიძლება გამოვლინდეს.
ეცადეთ, იყოთ კეთილგონიერნი
იესო ქრისტე სრულყოფილების საკითხს იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, რომ უამრავ მსმენელს მიმართა: „იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5:48). მართლა მოელოდა იესო, რომ ამ ბოროტ წუთისოფელში უნაკლოები ვიქნებოდით? არა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, განვივითაროთ ისეთი თვისებები, როგორიცაა: დიდსულოვნება, გულკეთილობა და სიყვარული, რომლებსაც ჩვენნაირივე ადამიანების მიმართ გამოვავლენთ, თუმცა ხშირად ვერ ვაკეთებთ იმას, რაც სწორია. იესოს ერთ-ერთი მოციქულიც კი წერდა: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურებისაგან. თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში“ (1 იოანე 1:9, 10).
მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ საკუთარი თავისა და სხვებისადმი ჩვენი დამოკიდებულება და მოვერიდოთ უკიდურესობებს. ვის შეუძლია გაწონასწორებული, კეთილგონიერი პიროვნების განსავითარებლად იმაზე უკეთესი რჩევების პოვნა, რაც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია მოცემული? ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა სიხარული და ზომიერება, დაგვეხმარება სამსახურში, მეუღლესთან, მშობლებსა და შვილებთან ურთიერთობაში. მოციქულმა პავლემ ქრისტიანები დაარიგა: «მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ. თქვენი თავმდაბლობა [„კეთილგონიერება“, აქ] ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის» (ფილიპელთა 4:4, 5).
სარგებლობა, რომელიც გონიერებას მოაქვს
როდესაც რაღაცის მოლოდინში გონიერებას ავლენთ, თავს არ იტანჯავთ და მაქსიმალიზმისკენ სწრაფვით თავს არ ინადგურებთ, ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება და სხვებისთვისაც. საკუთარი რეალური შესაძლებლობის ცოდნა იმას ნიშნავს, რომ რეალურად და გონივრულად უყურებდეთ თქვენს სურვილებს. გახსოვდეთ, ღმერთმა იმისათვის შეგვქმნა, რომ დედამიწაზე ვიცხოვროთ და კმაყოფილება ვპოვოთ აზრიან საქმიანობაში, რასაც სარგებლობა მოაქვს როგორც ჩვენთვის, ისე სხვებისთვის (დაბადება 2:7—9).
თუ საკუთარი თავის მიმართ მეტისმეტად მომთხოვნი ხართ, რატომ არ უნდა მიგემართათ ლოცვით იეჰოვასთვის? ღვთის კეთილგანწყობილება დიდ სიმშვიდეს მოგიტანთ. იეჰოვამ იცის ჩვენი აგებულება და არასრულყოფილი მდგომარეობა; ასე რომ, ის არ არის არაკეთილგონიერი ან ისეთი ღმერთი, რომელსაც ძნელია ასიამოვნო. ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს: „როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:13, 14). რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ღმერთი ადამიანების მიმართ ასეთი გულმოწყალეა! მან იცის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ, როგორც საყვარელი შვილები, მაინც ძვირფასნი ვართ მის თვალში.
მაქსიმალიზმს გამოდევნების ნაცვლად, რამდენად უფრო გონივრული იქნებოდა, განგვევითარებინა სულიერი
გამჭრიახობა და გაწონასწორებული თვალსაზრისი! გარდა ამისა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას ვერავინ შეუშლის ხელს თავისი განზრახვის შესრულებაში, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს სრულყოფილებამდე მიიყვანოს ადამიანები. მაგრამ, რას ნიშნავს ადამიანის სრულყოფილება?სრულყოფილი ცხოვრება მაქსიმალიზმისკენ სწრაფვაზე უკეთესია
იყო სრულყოფილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალისტი იყო. ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით დედამიწაზე სამოთხეში მცხოვრებნი ნამდვილად არ იქნებიან მომთხოვნი, საკუთარ თვალში მართალი ადამიანები. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც დიდი გასაჭირის გადატანის მსურველებმა უნდა შეასრულონ, არის ის, რომ მთელი გულით მადლიერნი იყვნენ გამომსყიდველური მსხვერპლისთვის, როგორც ეს გამოხატა მოციქულ იოანეს მიერ აღწერილმა უამრავმა მრავალეროვანმა ხალხმა: „ხსნა ღმერთის ჩვენის, ტახტზე მჯდომარისა და კრავისაგან არის“ (გამოცხადება 7:9, 10, 14, სსგ). კარს მომდგარი დიდი გასაჭირის დროს ყველა გადარჩენილი ადამიანი მადლიერებით აღსავსე იქნება იმისათვის, რომ ქრისტემ ნებაყოფლობით გასწირა თავი როგორც მათთვის, ისე ყველასთვის, ვინც მისადმი რწმენას ავლენს. იესოს მიერ სიყვარულით გაღებული მსხვერპლის საფუძველზე ადამიანები მარადიულად გათავისუფლდებიან არასულყოფილებისა და სისუსტეებისგან (იოანე 3:16; რომაელთა 8:21, 22).
როგორი იქნება მარადიული სიცოცხლე? ადამიანებს შორის მეტოქეობისა და ეგოისტური ამბიციების ნაცვლად სიყვარული და სიკეთე გამეფდება, რაც ნამდვილ ფასეულობას შესძენს ცხოვრებას და მოსპობს წუხილსა და არარაობის გრძნობას. მაგრამ სრულყოფილი სიცოცხლე მოსაწყენი ან ერთფეროვანი როდი იქნება. ღვთის სიტყვა დაწვრილებით არ აგვიწერს, როგორი იქნება სამოთხე, მაგრამ, ასე თუ ისე, წარმოდგენას გვიქმნის, როგორი ცხოვრება გველის წინ: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანავე იქნებიან“ (ესაია 65:21—23).
ნაცვლად იმისა, რომ ვივარაუდოთ, თუ რა სახის გართობა, როგორი მაღაზიები, რანაირი ტექნიკა ან ტრანსპორტი იქნება სამეფოს მმართველობის დროს, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ გარემოში, სადაც შემდეგი სიტყვები სრულდება: „მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი“ (ესაია 65:25). რამდენად განსხვავებული იქნება სრულყოფილი სიცოცხლე იმისგან, რასაც დღეს ვხედავთ! თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი გახდებით, რომელიც იმ დროს ცხოვრების ღირსად ჩაითვლება, საფუძველი გექნებათ, გჯეროდეთ, რომ თქვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ინტერესდება თქვენით და თქვენი ოჯახით. „ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმუნი 36:4).
სრულყოფილი სიცოცხლე მხოლოდ ოცნება როდია. კაცობრიობის მიმართ იეჰოვას განზრახვა, რომელიც სიყვარულით არის ნაკარნახები, მალე ბოლომდე შესრულდება. თქვენ და თქვენს ოჯახს გაქვთ შესაძლებლობა იყოთ მათ შორის, რომლებსაც ღმერთი თავის ახალ ქვეყნიერებაში გაასრულყოფილებს და მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს. ბიბლია წინასწარმეტყველებს: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29).
[სურათი 6 გვერდზე]
შეგვიძლია გავიუმჯობესოთ საკუთარ თავსა და სხვებზე ჩვენი თვალსაზრისი და მოვერიდოთ მაქსიმალიზმისკენ სწრაფვასა თუ ყველა წვრილმანზე გამოდევნებას.
[სურათი 7 გვერდზე]
რატომ არ წარმოიდგენდით, რომ უკვე სამოთხეში ხართ და მშვიდობიან და სამართლიან პირობებში ცხოვრობთ?