არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებელი?

რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებელი?

რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებელი?

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა-ძიება, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ პატიებას უეჭველად შეუძლია გააუმჯობესოს ემოციური მდგომარეობა და სავსებით შესაძლებელია — ფიზიკური ჯანმრთელობაც კი“, — იტყობინება კანადაში გამომავალი „ტორონტო სტარი“. მაგრამ სტანფორდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი კარლ თორესენი, „სტანფორდის პატიების პროგრამის“ წამყვანი მკვლევარი, შენიშნავს, რომ „ძალიან ცოტას თუ ესმის, რა არის და როგორ მოქმედებს პატიება“.

ნამდვილი პატიება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი მხარეა. „ტორონტო სტარის“ ცნობის თანახმად, ეს ნიშნავს „აღიარო, რომ გაწყენინეს, თავიდან მოიშორო ამის შედეგად წარმოქმნილი გულისწყრომა და ბოლოს სიყვარულითა და თანაგრძნობით გამოეხმაურო მას, ვინც გაწყენინა“. ეს უნდა განვასხვაოთ დანაშაულზე თვალის დახუჭვისგან, გამართლებისგან, დავიწყებისგან ან დანაშაულის უარყოფისგან; ეს არც იმას ნიშნავს, რომ კვლავ შეურაცხყოფილ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ამ ცნობაში ნათქვამია, რომ „სიბრაზისა და უარყოფითი გრძნობების თავიდან მოშორება ნამდვილი პატიების საწინდარია“.

მკვლევარები ამბობენ, რომ საჭიროა იმის მეტი შესწავლა, თუ როგორ მოაქვს პატიებას სარგებლობა ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ისინი იუწყებიან „ნაკლები სტრესის, წუხილისა და დეპრესიის“ შემცველი ფსიქოლოგიური სარგებლობის შესახებ.

მიტევების კეთილშობილური მიზეზი მოცემულია ეფესელთა 4:32-ში: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“. როცა საქმე პატიებას ეხება, ისევე როგორც სხვა მრავალ საკითხში, ბიბლია მოგვიწოდებს, მივბაძოთ ღმერთს (ეფესელთა 5:1).

როცა არის შეწყალების საფუძველი, სხვების პატიებაზე უარის თქმამ შეიძლება საზიანო გავლენა იქონიოს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე. იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ მივუტევოთ ერთმანეთს. შემდეგ კი შეგვიძლია ვილოცოთ, რომ მანაც მოგვიტევოს (მათე 6:14; მარკოზი 11:25; 1 იოანე 4:11).