არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კეთილი ცნობის ქადაგება ტაივანში ბრინჯის მინდვრებში

კეთილი ცნობის ქადაგება ტაივანში ბრინჯის მინდვრებში

ჩვენ მორწმუნენი ვართ

კეთილი ცნობის ქადაგება ტაივანში ბრინჯის მინდვრებში

ჩვეულებრივ, კუნძულ ტაივანზე უხვნალექიანობაა, რის შედეგადაც ყოველწლიურად ორჯერ იღებენ ბრინჯის ბარაქიან მოსავალს. მაგრამ ხანდახან წვიმა მაშინ არ მოდის, როცა აუცილებელია, რის გამოც ამ მცენარის ჩითილი კვდება. ნებდება ფერმერი ასეთ შემთხვევას? არა. მან იცის, რომ ეს საქმე შეუპოვრობას მოითხოვს. მას ახალი ჩითილები გამოჰყავს და კვლავ რგავს მინდორში და, თუ პირობები უმჯობესდება, უხვ მოსავალს იღებს. ზოგჯერ სულიერი რგვა და მოსავლის აღება ძალიან ჰგავს ზემოხსენებულს.

შეუპოვრობა სულიერი მოსავლის აღებისას

კუნძულ ტაივანზე მცხოვრები იეჰოვას მოწმეები წლების მანძილზე მძიმედ შრომობდნენ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების მარცვლები ჩაეთესათ და შემდეგ მოსავალი აეღოთ ზოგ ისეთ ტერიტორიაზე, რომლებიც არ ჩანდა ნაყოფიერი. მაგალითად, მიაოლის ოლქი. ამ ტერიტორიაზე დროგამოშვებით ქადაგებდნენ და ძალიან ცოტა ადამიანი თუ ეხმაურებოდა კეთილ ცნობას. ამიტომ 1973 წელს იქ სპეციალური პიონერები — დაქორწინებული წყვილი — დანიშნეს, რათა სამეფოს სრული დროით მქადაგებლებად ემსახურათ. თავდაპირველად ზოგმა ინტერესი გამოავლინა კეთილი ცნობის მიმართ. მაგრამ ეს ინტერესი ძალიან მალე დაეკარგათ. სპეციალური პიონერები სხვა ტერიტორიაზე გააგზავნეს.

1991 წელს ორი სხვა სპეციალური პიონერი დაინიშნა იქ. მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ არ არსებობდა ხელსაყრელი „კლიმატი“, რაც ხელს შეუწყობდა სულიერ ზრდას. რამდენიმე წლის შემდეგ სპეციალური პიონერები სხვაგან დანიშნეს, სადაც მოსალოდნელი იყო, რომ უფრო ნაყოფიერი ტერიტორიები აღმოჩნდებოდა. ამიტომ ქვეყნის ამ ნაწილის დამუშავება გარკვეული დროით შეჩერდა.

ხელახალი მცდელობების შედეგად მოსავლის აღება

1998 წლის სექტემბერში გადაწყდა, რომ ეცდებოდნენ უფრო ნაყოფიერი ადგილების მოძებნას ტაივანის ვრცელ და დაუმუშავებელ ტერიტორიაზე. როგორ განხორციელდებოდა ეს საქმე? უფრო მჭიდროდ დასახლებულ დაუმუშავებელ ტერიტორიებზე დაახლოებით 40 დროებითი სპეციალური პიონერის დანიშვნით.

მიაოლის ოლქში ორი ერთმანეთის მოსაზღვრე ქალაქი იმ ტერიტორიებს შორის მდებარეობდა, რომლებიც სამქადაგებლო კამპანიის ჩასატარებლად ამოირჩიეს. ამ ტერიტორიის შემოწმების მიზნით ოთხ დაუქორწინებელ დას უნდა ემსახურა იქ სამი თვის განმავლობაში. დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ სულ მალე ისინი აღმაფრთოვანებელ ამბებს იწერებოდნენ მოძებნილ დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობის შესახებ. მაშინ, როდესაც მათი სამთვიანი პიონერული მსახურება დამთავრდა ამ ტერიტორიაზე, ისინი ბიბლიის მრავალ შესწავლას ატარებდნენ. ახლომდებარე კრებაში მყოფი უხუცესის დახმარებით წიგნის შესწავლის ჯგუფიც ჩამოაყალიბეს.

სამმა დამ იმის სურვილი გამოთქვა, რომ გააგრძელებდნენ სუსტ „ჩითილებზე“ ზრუნვას, რომლებიც ასე კარგად იზრდებოდნენ. ამიტომ გადაწყდა, რომ ორი მათგანი კვლავ იმსახურებდა სპეციალურ პიონერად, ხოლო მესამე რეგულარულად განაგრძობდა სრული დროით პიონერულ მსახურებას. მათი დახმარების მიზნით ამ ტერიტორიაზე ახლომდებარე კრებიდან უხუცესი გადმოვიდა. 60-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა ამ ტერიტორიაზე პირველად წარმოთქმულ საჯარო მოხსენებას. ამჟამად ახლომდებარე კრება ეხმარება ამ ახალჩამოყალიბებულ ჯგუფს, რომ კვირაობით რეგულარულად ჩაატარონ შეხვედრები და კიდევ რამდენიმე წიგნის შესწავლა. მალე შეიძლება ახალი კრებაც კი ჩამოყალიბდეს ამ ტერიტორიაზე.

შეუპოვრობას კურთხევები მოაქვს ტაივანის სხვა კუთხეებშიც

სხვა ადგილებშიც ამნაირადვე გამოეხმაურნენ კეთილ ცნობას. კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ილანის ოლქში, იმ ტერიტორიაზე, სადაც დროებითი სპეციალური პიონერები მსახურობდნენ, კრების ახალი წიგნის შესწავლა ჩამოყალიბდა.

ერთ საღამოს დროებითი სპეციალური პიონერი კარდაკარ მსახურებისას ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდა და აჩვენა მოსაწვევი ბარათი კრების შეხვედრებზე დასასწრებად. ამ მამაკაცმა მაშინვე ჰკითხა მას: „შემიძლია ხვალ საღამოს შეხვედრას დავესწრო? თუ შემიძლია, რა უნდა ჩავიცვა?“ ეს პიონერი ყოველ კვირას ბიბლიის რვა შესწავლას ატარებდა დაინტერესებულ პირებთან. ბიბლიის რამდენიმე შემსწავლელმა ძალიან მალე გადაწყვიტა კეთილი ცნობის მაუწყებლად გახდომა და მიზნად დაისახა მონათვლა.

ამავე ქალაქში მცხოვრები ერთი პიროვნება წლების მანძილზე დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ ვერავინ იპოვა, მისთვის ბიბლია რომ ესწავლებინა. როდესაც მან შეიტყო ბიბლიის შესწავლის შესახებ, ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა. ის წაახალისეს, წინასწარ მოემზადებინა გაკვეთილი. როდესაც დროებითი სპეციალური პიონერი მივიდა შესწავლის ჩასატარებლად, მან დაინახა, რომ ქალს „საშინაო დავალება“ შეესრულებინა — სპეციალურად ამ მიზნით შეძენილ რვეულში შესასწავლი მასალიდან დაბეჭდილი კითხვები გადმოეწერა. მას თითოეული კითხვის ქვეშ თავისით მოფიქრებული პასუხებიც ჰქონდა მიწერილი. გაკვეთილში მოცემული ყველა მუხლიც ჩაეწერა რვეულში. როცა და პირველი შესწავლის ჩასატარებლად მივიდა, ქალს უკვე მოემზადებინა პირველი სამი თავი.

მსგავსი შედეგები შეიმჩნეოდა ტაივანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ დოუნგში, სადაც დროებითმა სპეციალურმა პიონერებმა 2 000-ზე მეტი ბროშურა გაავრცელეს სამი თვის განმავლობაში. მესამე თვეს ისინი ბიბლიის 16 საშინაო შესწავლას ატარებდნენ. მოგვიანებით ამ ქალაქის უმეტესი ნაწილი დაინგრა მიწისძვრის გამო, რომელიც 1999 წლის 21 სექტემბერს ტაივანის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. მაგრამ ზოგი დაინტერესებული მაინც განაგრძობს სულიერ წინსვლას, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ერთი საათი სჭირდებათ უახლოეს სამეფო დარბაზამდე მისასვლელად, რათა იქ კრების შეხვედრებს დაესწრონ. დიახ, შეუპოვრობის გამოჩენაა საჭირო კარგი მოსავლის ასაღებად, იქნება ეს პირდაპირი თუ სულიერი გაგებით.

[რუკა 8 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჩინეთი

ტაივანის სრუტე

ტაივანი

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.