მოქცეულხართ ცინიკოსთა გავლენის ქვეშ?
მოქცეულხართ ცინიკოსთა გავლენის ქვეშ?
„კინიკოსი (ცინიკოსი) არის პიროვნება, რომელიც ადამიანში არასდროს ხედავს კარგ თვისებას და ყოველთვის ცუდს ამჩნევს. ის არის ადამიანი-ბუ, რომელიც სიბნელეში ფხიზლობს, ხოლო სინათლეში ბრმაა; უსაფრდება და ნადირობს პარაზიტებზე, მაგრამ ვერასოდეს ამჩნევს უფრო მნიშვნელოვან ნადირ-ფრინველს“. ეს სიტყვები ეკუთვნის XIX საუკუნეში მცხოვრებ ამერიკელ მღვდელს, ჰენრი უორდ ბიჩერს. ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ ეს სიტყვები აბსოლუტური სიზუსტით აღწერს დღევანდელი ცინიკოსის სულს. მაგრამ სიტყვა „ცინიკოსი“ წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, სადაც ის, უბრალოდ, ისეთ პიროვნებაზე როდი მიანიშნებდა, რომელიც მსგავს დამოკიდებულებას ავლენდა. საუკუნეების მანძილზე ამ სახელით იცნობდნენ ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებს.
როგორ განვითარდა ცინიკოსთა, ანუ კინიკოსთა ფილოსოფია? რას ასწავლიდნენ ისინი? მისაღებია კინიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები ქრისტიანისთვის?
ძველი კინიკოსები — მათი წარმოშობა და მრწამსი
ძველი საბერძნეთი მსჯელობისა და დისკუსიების კერა იყო. ახალ წელთაღრიცხვამდე, საუკუნეთა მანძილზე, ისეთმა მამაკაცებმა, როგორებიც იყვნენ სოკრატე, პლატონი და არისტოტელე, განსახილველად გამოიტანეს შეხედულებები, რომლებმაც ისინი სახელგანთქმულ ადამიანებად აქცია. მათმა სწავლებებმა დიდად იმოქმედა ხალხზე და ასეთი იდეები დასავლეთის კულტურას დღემდე შემორჩა.
სოკრატე (ძვ. წ. 470—399) ირწმუნებოდა, რომ ხანგრძლივი ბედნიერება მატერიალური ნივთების შეძენით ან ხორციელი სიამოვნებით არ განისაზღვრებოდა. ის ამბობდა, რომ ნამდვილი ბედნიერების მოპოვება მხოლოდ სათნოების ძიებას მიძღვნილი ცხოვრებით შეიძლებოდა. სოკრატეს აზრით სათნოება უმთავრესი იყო. ამ მიზნის მისაღწევად ის უარყოფდა სიმდიდრეს და უსარგებლო, არაფრის მომტან მისწრაფებას, რადგან ფიქრობდა, რომ ეს ხელს შეუშლიდა. ის ზომიერების მომხრე იყო და უარს ამბობდა საკუთარ კეთილდღეობაზე, ცხოვრობდა უბრალოდ, ღარიბულად.
სოკრატემ განავითარა სწავლების სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც სოკრატესეული მეთოდი. როდესაც მოაზროვნე ადამიანთა უმეტესობა ახალ იდეას წამოაყენებდა ხოლმე და მის მოსაზრებებს მხარს უჭერდნენ, სოკრატე ეწინააღმდეგებოდა. ის სხვა ფილოსოფოსთა თეორიებს უსმენდა და ნაკლს ეძებდა მათ იდეებში. ასეთი მიდგომა მას სხვების მიმართ კრიტიკულ და უპატივცემულო დამოკიდებულების განვითარებისკენ უბიძგებდა.
სოკრატეს მიმდევრებს შორის იყო ფილოსოფოსი ანტისთენე (დაახლოებით ძვ. წ. 445—365). მან და სხვებმა სოკრატეს ძირითადი მოძღვრება კიდევ ერთი ნაბიჯით წასწიეს წინ, რადგან ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ სათნოება იყო მთავარი. მათთვის სიამოვნების მიღება არ მარტო, უბრალოდ, ხელის შემშლელი რამ იყო, არამედ ბოროტებაც. საზოგადოებრივი ნორმების უგულებელყოფით, ისინი დიდ ზიზღს ავლენდნენ ადამიანთა მიმართ. ისინი ცნობილი გახდნენ კინიკოსების სახელით. სახელი კინიკოსი შეიძლება წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან „კინიკოს“, რომელიც ნიშნავს *, რაც მათ პირქუშობასა და ქედმაღლობაზე მიუთითებდა.
„ძაღლისმაგვარს“შეხედულებების თანახმად ცხოვრება
მაშინ როდესაც კინიკური ფილოსოფიის ისეთი ელემენტები, როგორიცაა მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვისა და სურვილების აყოლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, თავისთავად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მოსაწონია, კინიკოსები თავიანთი იდეებით უკიდურესობაში ვარდებოდნენ. ეს ცხადად ჩანს ყველაზე კარგად ცნობილი კინიკოსის, ფილოსოფოს დიოგენეს, ცხოვრებიდან.
დიოგენე დაიბადა ძვ. წ 412 წელს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპში. თავის მამასთან ერთად გადავიდა ათენში, სადაც კინიკოსების სწავლებებს გაეცნო. დიოგენე ანტისთენეს მიერ განისწავლა და თავგამოდებული კინიკოსი ფილოსოფოსი გახდა. სოკრატე უბრალო ცხოვრებას არჩევდა, ანტისთენე კი — შეზღუდულს. მაგრამ დიოგენე ასკეტური ცხოვრების წესს მიჰყვებოდა. იმის ხაზგასასმელად, რომ მატერიალური კეთილდღეობის წინააღმდეგ გამოდიოდა, დიოგენე, გადმოცემების მიხედვით, ცოტა ხნით კასრში ცხოვრობდა.
ამბობენ, რომ დიოგენე უდიდესი სიკეთის საძებრად ათენში დღისით ანთებულ ლამპრებს დაატარებდა, რათა სათნო ადამიანი ეპოვა! ასეთი მოქმედება ყურადღებას იქცევდა და სწორედ ამგვარად ასწავლიდნენ დიოგენე და სხვა კინიკოსები. როგორც ამბობენ, ალექსანდრე მაკედონელმა ერთხელ დიოგენეს ჰკითხა, თუ რა სურდა ყველაზე მეტად. ცნობების თანახმად, დიოგენემ უპასუხა: „ცოტა იქით გაიწიე, მზეზე ნუ მეფარები“!
დიოგენე და სხვა კინიკოსები მათხოვრებივით ცხოვრობდნენ. მათ არ ჰქონდათ დრო ნორმალური ადამიანური ურთიერთობებისთვის და უარყოფდნენ მოქალაქის ვალდებულებებს. შესაძლებელია, კამათის სოკრატესეული მეთოდის გავლენით, ისინი ძალზე უპატივცემულოდ უყურებდნენ სხვებს. დიოგენე ცნობილი გახდა თავისი გესლიანი სარკაზმით. კინიკოსებმა დაიმსახურეს „ძაღლისმაგვარის“ რეპუტაცია, მაგრამ თავად დიოგენეს მეტსახელად „ძაღლს“ უწოდებდნენ. ის გარდაიცვალა დაახლოებით ძვ. წ. 320 წელს, თითქმის 90 წლის. მის საფლავზე მარმარილოს ძეგლი დადგეს, რომელზეც ძაღლი იყო გამოსახული.
კინიკოსთა ფილოსოფიის ზოგი მხარე გადაიღეს სხვა ფილოსოფიურმა სკოლებმა. დროთა განმავლობაში დიოგენეს და მოგვიანებით მისი მიმდევრების ახირებულობამ კინიკოსთა სკოლას სახელი გაუტეხა. საბოლოოდ, მან საერთოდ შეწყვიტა არსებობა.
დღევანდელი კინიკოსები — უნდა მოიქცეთ მათ მსგავსად?
„ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი“ დღევანდელ კინიკოსს აღწერს, როგორც „დამცინავ კრიტიკოსს, პიროვნებას, რომელიც მზად არის, აძაგოს სხვა და ნაკლი ეძებოს მასში. . . რომელიც უნდობლობას ავლენს ადამიანის მოტივებისა და მოქმედებების გულწრფელობასა და კარგობისადმი და ამას სარკასტული დაცინვით გამოხატავს“. ასეთ თვისებებს ავლენენ მთელ მსოფლიოში ჩვენ ირგვლივ, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ისინი არ შეეფერებიან ქრისტიანულ პიროვნებას. განვიხილოთ ბიბლიის შემდეგი სწავლებები და პრინციპები.
„შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება“ (ფსალმუნი 102:8, 9). ქრისტიანებს მოუწოდებენ, რომ ‘მიჰბაძონ ღმერთს’ (ეფესელთა 5:1). თუ ყოვლისშემძლე ღმერთი ირჩევს, რომ შემბრალე და მრავალმოწყალე იყოს, არ „აძაგოს სხვა და ნაკლი არ ეძებოს მასში“, რა თქმა უნდა, ქრისტიანები იმავეს გაკეთებას უნდა ცდილობდნენ.
იესო ქრისტემ, იეჰოვას პიროვნების ანარეკლმა, ‘მაგალითიც დაგვიტოვა, რათა მის კვალს მივყვეთ’ (1 პეტრე 2:21; ებრაელთა 1:3). ხანდახან იესო რელიგიურ სიცრუეს და წუთისოფლის ბოროტ საქმეებს საჯაროდ ამხილებდა (იოანე 7:7). მაგრამ ის საამოდ საუბრობდა გულწრფელ ადამიანებზე. მაგალითად, მან ნათანაელის მისამართით თქვა: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა“ (იოანე 1:47). როდესაც იესო სასწაულს ახდენდა, განკურნებულის რწმენაზე ამახვილებდა ყურადღებას (მათე 9:22). როდესაც ზოგი ფიქრობდა, რომ ქალის მიერ მადლიერების გამოსახატავად გაღებული ძღვენი არაგონივრულად იყო დახარჯული, იესო ამ ქალის მოტივებს ცინიკურად არ მისდგომია, არამედ თქვა: „სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იტყვიან რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად“ (მათე 26:6—13). იესო იყო თავისი მიმდევრების მიმნდობი მეგობარი და მოსიყვარულე თანამსახური — მას „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1).
რადგან იესო სრულყოფილი იყო, შეეძლო ადვილად ეპოვა ნაკლოვანებები არასრულყოფილ ადამიანებში. ის ურწმუნო და კრიტიკულ სულს კი არ ავლენდა, არამედ ცდილობდა, ხალხი ენუგეშებინა („[სიყვარულს] ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელთა 13:7). ეს განაცხადი უშუალოდ უპირისპირდება ცინიკოსთა პოზიციას, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს სხვის მოტივებსა და მოქმედებებს. რა თქმა უნდა, წუთისოფელი სავსეა ფარული მოტივების მქონე ხალხით. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო (იგავნი 14:15). მიუხედავად ამისა, სიყვარული მზად არის, რომ სწამდეს, რადგან მიმნდობია და არა მეტისმეტად ეჭვიანი.
ღმერთს უყვარს თავისი მსახურები და ენდობა მათ. მან მათზე უკეთესადაც კი იცის მათი შეზღუდული შესაძლებლობები. მაგრამ იეჰოვა არასდროს უყურებს თავის ხალხს ეჭვის თვალით და არ მოელის მათგან იმაზე მეტს, რის გაკეთებაც მათ შეუძლიათ (ფსალმუნი 102:13, 14). უფრო მეტიც, ღმერთი ადამიანებში დადებითს ეძებს, ნდობით აძლევს უპირატესობებს და უფლებამოსილებით აღჭურავს თავის ერთგულ, თუმცა არასრულყოფილ, მსახურებს (მესამე მეფეთა 14:13; ფსალმუნი 81:6).
„მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს“ (იერემია 17:10). იეჰოვას შეუძლია ზუსტად წაიკითხოს ადამიანის გული, ჩვენ კი არ შეგვიძლია. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც სხვებს რამე მოტივებს ვაწერთ.
ცინიკური სულისთვის საშუალების მიცემა, რომ ჩვენს გულში ფესვები გაიდგას და საბოლოოდ იბატონოს ჩვენს აზროვნებაზე, უფსკრულს გააჩენს ჩვენსა და თანამორწმუნეებს შორის. ეს ხელს შეუშლის მშვიდობას ქრისტიანულ კრებაში. ამიტომ, მოდი მივბაძოთ იესოს, რომელიც რეალისტური, მაგრამ იმავდროულად დადებითად განწყობილი იყო თავისი მოწაფეების მიმართ. ის მათი სანდო მეგობარი გახდა (იოანე 15:11—15).
„როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). იესო ქრისტეს ამ რჩევის გამოყენება მრავალმხრივ შეგვიძლია. მაგალითად, ყველას გვსურს, რომ თავაზიანად და პატივისცემით გვესაუბრონ. მაშ, ჩვენც თავაზიანად და პატივისცემით უნდა მოვეპყრათ სხვებს. მაშინაც კი, როდესაც იესო რელიგიური წინამძღოლების ცრუ სწავლებებს შემართებით ამხილებდა, ამას ცინიკურად არ აკეთებდა (მათე 23:13—36).
ცინიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები
თუ გულგატეხილობა დაგვეუფლა, შეიძლება ადვილად მივცეთ თავს ნება, რომ ცინიზმმა ჩვენზე გავლენა მოახდინოს. ამ ტენდენციას შეგვიძლია ვებრძოლოთ იმის დაფასებით, რომ იეჰოვა ნდობით უყურებს თავის არასრულყოფილ ხალხს. ეს დაგვეხმარება, მივიღოთ ღვთის სხვა თაყვანისმცემლები ისეთები, როგორებიც არიან — არასრულყოფილი ადამიანები, რომლებიც იმის გაკეთებას ცდილობენ, რაც სწორია.
მტკივნეულმა შემთხვევებმა შეიძლება ზოგს ადამიანებისადმი ნდობა დააკარგვინოს. რა თქმა უნდა, არაგონივრულია, რომ მთელი ჩვენი იმედი არასრულყოფილ ადამიანებზე დავამყაროთ (ფსალმუნი 145:3, 4). თუმცა ქრისტიანულ კრებაში ბევრს გულწრფელად სურს, გამხნევების წყარო იყოს. აბა დაფიქრდით იმ ათასობით ადამიანზე, რომლებიც დედებივით, მამებივით, დებივით, ძმებივით და შვილებივით არიან მათთვის, ვინც თავისი ოჯახი დაკარგა (მარკოზი 10:30). დაფიქრდით, რამდენი ამტკიცებს ნამდვილ მეგობრობას გაჭირვებების დროს * (იგავნი 18:24).
იესოს მიმდევრები ცინიზმით კი არა, ძმური სიყვარულით უნდა ეცნოთ, ვინაიდან იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). მოდი გამოვავლინოთ სიყვარული თანაქრისტიანების მიმართ და ყურადღება მივაქციოთ მხოლოდ მათ კარგ თვისებებს. ასე მოქცევა დაგვეხმარება კინიკოსთა თვისებების თავიდან აცილებაში.
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 აგრეთვე ვარაუდობენ, რომ სახელი კინიკოსი წარმოიშვა სიტყვიდან „კინოსარგეს“, ათენის გიმნაზიის სახელიდან, სადაც ანტისთენე ასწავლიდა.
^ აბზ. 27 იხილე სტატია „ქრისტიანული კრება — ნუგეშის წყარო“, 1999 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“.
[სურათი 21 გვერდზე]
ყველაზე კარგად ცნობილი კინიკოსი, დიოგენე.
[საავტორო უფლება]
From the book Great Men and Famous Women