„მოკრძალებულებთან. . . სიბრძნეა“
„მოკრძალებულებთან. . . სიბრძნეა“
«რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ. . . მოწიწებით [„მოკრძალებით“, აქ] სიარულს უფლის წინაშე» (მიქა 6:8).
1, 2. რა არის მოკრძალება და რით განსხვავდება კადნიერებისგან?
სახელგანთქმული მოციქული ცდილობს, ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდეს. მამაცი ისრაელი მსაჯული საკუთარ თავს მამის სახლში უმცირესს უწოდებს. ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი აღიარებს, რომ უსაზღვრო ძალაუფლება არა აქვს. ამ მამაკაცთაგან თითოეული მოკრძალებას ავლენს.
2 მოკრძალება კადნიერების საპირისპირო თვისებაა. მოკრძალებული ადამიანი გადაჭარბებით არ აფასებს თავის შესაძლებლობებსა და ღირსებას; არ არის თვითდაჯერებული და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვს. ის ამაყი, ტრაბახა და პატივმოყვარე კი არ არის, არამედ ყოველთვის ესმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ამიტომ პატივისცემითა და სათანადო ყურადღებით ეკიდება სხვების გრძნობებსა და აზრებს.
3. რა მხრივ არის სიბრძნე „მოკრძალებულებთან“?
3 ბიბლია არცთუ უსაფუძვლოდ ამბობს: «თვინიერებთან [„მოკრძალებულებთან“ აქ]. . . სიბრძნეა» (იგავნი 11:2). მოკრძალებული ადამიანი ბრძენია, რადგან იმ გზას ადგას, რომელიც ღმერთს მოსწონს და ერიდება კადნიერების სულს, რომელსაც დამცირება მოჰყვება (იგავნი 8:13; 1 პეტრე 5:5). ღვთის მრავალი მსახურის ცხოვრებამ დაადასტურა, რომ მოკრძალების გამოვლენა გონივრულია. მოდი განვიხილოთ პირველ აბზაცში მოხსენიებული სამი მაგალითი.
პავლე — ‘მსახური’ და ‘განმგებელი’
4. რა განსაკუთრებული უპირატესობები ჰქონდა პავლეს?
4 პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანთა შორის სახელგანთქმული პიროვნება იყო და გასაგებია — რატომაც. მსახურებისას მან ზღვასა თუ ხმელეთზე ათასობით კილომეტრი განვლო და მრავალი კრება დააფუძნა. გარდა ამისა, იეჰოვამ აკურთხა ის და ხილვები და უცხო ენებზე ლაპარაკის ძღვენი უბოძა (1 კორინთელთა 14:18; 2 კორინთელთა 12:1—5). ღვთის შთაგონებით მან 14 წერილიც დაწერა, რომლებიც ახლა ქრისტიანულ–ბერძნული წერილების ნაწილია. ცხადია, შეიძლება ითქვას, რომ პავლემ ყველა სხვა მოციქულზე მეტი გააკეთა მსახურებაში (1 კორინთელთა 15:10).
5. როგორ ცხადყო პავლემ, რომ მოკრძალებული იყო და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა?
5 რადგან პავლე ქრისტიანული საქმიანობის წინა ხაზზე იყო, ზოგი შეიძლება მოელოდა, რომ ის ყურადღების ცენტრში იქნებოდა და მოციქული თავისი უფლებამოსილების ყველას წინაშე დემონსტრირებასაც კი მოახდენდა. მაგრამ ეს არ მომხდარა, რადგან ის მოკრძალებული ადამიანი იყო. მან საკუთარ თავს ‘მოციქულთა შორის უმცირესი’ უწოდა და დასძინა: „მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას“ (1 კორინთელთა 15:9). ვინაიდან ადრე ქრისტიანებს დევნიდა, არასოდეს ავიწყდებოდა, რომ მხოლოდ ღვთის მადლის წყალობით შეეძლო ღმერთთან საერთოდ ურთიერთობა ჰქონოდა და, მით უმეტეს, მსახურებაში განსაკუთრებული უპირატესობებით ესარგებლა (იოანე 6:44; ეფესელთა 2:8). ამიტომ მოციქული სულაც არ მიიჩნევდა, რომ მსახურებაში ესოდენ განსაკუთრებული მიღწევები სხვებზე მაღლა აყენებდა (1 კორინთელთა 9:16).
6. როგორ გამოავლინა პავლემ მოკრძალება კორინთელებთან ურთიერთობაში?
6 პავლეს მოკრძალება განსაკუთრებით აშკარად კორინთელებთან ურთიერთობაში გამოვლინდა. როგორც ჩანს, ზოგი მათგანი მოიხიბლა იმ ადამიანებით, რომლებსაც გამორჩეულ ზედამხედველებად მიიჩნევდნენ; ამ ზედამხედველებს შორის იყვნენ აპოლო, კეფა და თვითონ პავლე (2 კორინთელთა 1:11—15). მაგრამ პავლეს არც კორინთელების მიერ განდიდება მოუთხოვია და არც ის უცდია, ესარგებლა იმით, რომ ეს ადამიანები მისი პიროვნებით იყვნენ მოხიბლული. მათი მონახულებისას მოციქულს საკუთარი თავი „ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით“ არ წარუდგენია. პირიქით, საკუთარი თავისა და თავის თანამსახურთა შესახებ ამბობდა: „ადამიანმა ისე ჩაგვთვალოს ჩვენ, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა განმგებელნი *“ (1 კორინთელთა 2:1—5; 4:1).
7. როგორ ავლენდა პავლე მოკრძალებას მაშინაც კი, როდესაც რჩევას იძლეოდა?
7 პავლე მოკრძალებას მაშინაც ავლენდა, როდესაც მკაცრ დარიგებასა და მითითებას იძლეოდა. ის თანაქრისტიანებს „ღვთის წყალობებითა“ და „სიყვარულით“ შეაგონებდა და არა მოციქულობის ავტორიტეტით (რომაელთა 12:1, 2; ფილიმონი 8, 9). რატომ იქცეოდა პავლე ასე? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ნამდვილად ძმების ‘თანამშრომლად’ მიიჩნევდა და არა ‘მათ რწმენაზე ბატონობის’ უფლების მქონე პირად (2 კორინთელთა 1:24, აქ). ეჭვგარეშეა, პავლეს მოკრძალებამ შეუწყო ხელი იმას, რომ განსაკუთრებით საყვარელი ადამიანი იყო პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებებისთვის (საქმეები 20:36—38).
მოკრძალებული თვალსაზრისი მსახურებაში უპირატესობებთან დაკავშირებით
8, 9. ა) რატომ უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე მოკრძალებული წარმოდგენა? ბ) როგორ შეუძლიათ გარკვეული პასუხისმგებლობის მქონე პირთ მოკრძალების გამოვლენა?
8 პავლემ დღევანდელ ქრისტიანებს შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. არც ერთმა ჩვენგანმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის მიუხედავად, არ უნდა იფიქროს, რომ სხვებზე მაღლა დგას. „თუ ვინმეს რაიმედ მოაქვს თავი, და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს“ (გალატელთა 6:3, სსგ). რატომ? „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23; 5:12). დიახ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამისგან ყველამ მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მივიღეთ. განსაკუთრებული უპირატესობები დაცემული ცოდვილი მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანს (ეკლესიასტე 9:2). როგორც პავლეს შემთხვევაში, ისე ყველას შემთხვევაშიც მხოლოდ ღვთის მადლის წყალობით შეუძლიათ ადამიანებს, საერთოდ, ღმერთთან ურთიერთობის დამყარება და, მით უმეტეს, მსახურებაში პრივილეგიური ადგილის დაკავება (რომაელთა 3:12, 24).
9 მორკძალებულ ადამიანს ესმის ყოველივე ეს 1 კორინთელთა 4:7). რჩევას ან მითითებას იძლევა როგორც თანამსახური და არა როგორც ბატონი. ცხადია, არასწორი იქნებოდა პრივილეგიური მდგომარეობის მქონე პიროვნების მხრიდან, თანამორწმუნეთაგან მოეთხოვა, ქება–დიდებით მომიხსენიეთო, და ამასთანავე ბოროტად გამოეყენებინა თანაქრისტიანების აღფრთოვანება (იგავნი 25:27, აქ; მათე 6:2—4). ქებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც სხვები ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გვაქებენ. ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა დავუშვათ, რომ ამან საკუთარ თავზე იმაზე მეტი გვაფიქრებინოს, ვიდრე გვმართებს (იგავნი 27:2; რომაელთა 12:3).
და არც პრივილეგიური მდგომარეობით ამაყობს და არც მიღწევებით ტრაბახობს (10. განმარტეთ, როგორ შეიძლება კრებაში შეუმჩნეველი პიროვნება სინამდვილეში ‘რწმენით მდიდარი’ იყოს.
10 როდესაც გარკვეულ პასუხისმგებლობას გვანდობენ, მოკრძალება ხელს შეგვიწყობს, ხაზი არ გავუსვათ ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვნებას და ისეთი შთაბეჭდილება არ შევქმნათ, რომ თითქოს კრების კეთილდღეობა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევითა და უნარიანობით იყოს განპირობებული. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მასწავლებლობის განსაკუთრებული ნიჭით ვიყოთ დაჯილდოებული (ეფესელთა 4:11, 12). მაგრამ, თუ მოკრძალებულები ვართ, უნდა გვესმოდეს, რომ გარკვეული უმნიშვნელოვანესი გაკვეთილები, რომლებსაც კრების შეხვედრაზე სწავლობენ, სცენიდან არ მომდინარეობს. მაგალითად, განა თქვენთვის გამამხნევებელი არ არის იმ მარტოხელა მშობლის დანახვა, რომელიც ბავშვებთან ერთად რეგულარულად დადის სამეფო დარბაზში? ან დეპრესიაში მყოფი იმ თანაქრისტიანისა, რომელიც არარაობის გრძნობასთან გაუთავებელი ბრძოლის მიუხედავად, კრებებს არ აცდენს? ან კიდევ ახალგაზრდისა, რომელიც სკოლასა თუ სადმე სხვაგან ცუდი გავლენის მიუხედავად, სულიერად განუწყვეტლივ იზრდება? (ფსალმუნი 83:11). ეს ადამიანები შეიძლება განსაკუთრებით არ ჩანდნენ კრებაში. უმეტესწილად მათი უმწიკვლობის გამოცდები სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ ისინი შეიძლება ‘რწმენით მდიდრები’ იყვნენ ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებსაც უფრო თვალშისაცემი მდგომარეობა უკავიათ (იაკობი 2:5). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იეჰოვას კეთილგანწყობას ხომ ყველა მხოლოდ ერთგულებით მოიპოვებს (მათე 10:22; 1 კორინთელთა 4:2, აფ).
გედეონი — მამის სახლში „ყველაზე უმცროსი“
11. როგორ გამოავლინა ღვთის ანგელოზთან საუბრისას გედეონმა მოკრძალება?
11 გედეონი, ახოვანი ახალგაზრდა მამაკაცი მენაშეს შტოდან, ისრაელის ისტორიის მშფოთვარე პერიოდში ცხოვრობდა. დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში ღვთის ხალხს მიდიელები ჩაგრავდნენ. მაგრამ იეჰოვასათვის უკვე თავისი ხალხის გათავისუფლების დრო დადგა. ამიტომ გედეონს ანგელოზი მოევლინა და უთხრა: „უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!“. გედეონი მოკრძალებული იყო, ამიტომაც კი არ შეიფერა ეს მოულოდნელი შექება, არამედ თავაზიანად თქვა: „ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა“. ანგელოზმა ნათელი მოჰფინა ამ საკითხს და გედეონს უთხრა: «იხსენი ისრაელი [„შენ ნამდვილად იხსნი ისრაელს“, აქ] მიდიანის ხელთაგან». როგორი იყო ამ სიტყვებზე გედეონის რეაქცია? ნაცვლად იმისა, რომ ჩაბღაუჭებოდა ამ დანიშნულებას, როგორც საკუთარი თავის ეროვნულ გმირად ქცევის შესაძლებლობას, გედეონმა უპასუხა: „ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ“. რამხელა მოკრძალებაა! (მსაჯულნი 6:11—15).
12. დავალების შესრულებისას როგორ გამოავლინა გედეონმა წინდახედულობა?
12 ბრძოლის ველზე გაგზავნამდე იეჰოვამ გამოსცადა გედეონი. როგორ? მას უნდა დაენგრია მამის მიერ ბაალისთვის აგებული სამსხვერპლო და აეჩეხა მის გვერდით მდგარი აშერა. ამ დავალების შესასრულებლად ვაჟკაცობა იყო საჭირო, მაგრამ მისი შესრულების დროს გედეონმა მოკრძალების გარდა წინდახედულებაც *. ნებისმიერ შემთხვევაში, იეჰოვას კურთხევით გედეონმა შეასრულა დავალება და გარკვეული დროის შემდეგ ღმერთმა ის მიდიანელთა ხელიდან ისრაელის დასახსნელად გამოიყენა (მსაჯულნი 6:25—27).
გამოავლინა. ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველას დასანახავად გაეკეთებინა, ღამის სიბნელით ისარგებლა, იმ დროით, როდესაც მისი ქმედება ყველაზე მეტად იქნებოდა შეუმჩნეველი. გარდა ამისა, დავალებას სათანადო სიფრთხილითაც მიუდგა. თან ათი მსახური წაიყვანა, რომელთაგანაც, სანამ სხვები სამსხვერპლოსა და აშერას აჩეხვაში ეხმარებოდნენ, ალბათ, ზოგი გუშაგად იდგამოკრძალებისა და წინდახედულობის გამოვლენა
13, 14. ა) როგორ უნდა გამოვავლინოთ მოკრძალება, როდესაც მსახურებაში რაღაც უპირატესობა უნდა მოგვენიჭოს? ბ) როგორ დაგვიტოვა ძმა ა. მაკმილანმა მოკრძალების შესანიშნავი მაგალითი?
13 ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია გედეონის მოკრძალებიდან. მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ, როდესაც მსახურებაში გარკვეული უპირატესობა უნდა მოგვენიჭოს? პირველ რიგში იმ სახელსა და პრესტიჟზე ხომ არ ვფიქრობთ, რაც ამ უპირატესობას მოჰყვება? თუ მოკრძალებულად ვფიქრობთ და არაერთხელ ვლოცულობთ იმაზე, რამდენად შეგვიძლია ამ დავალებისთვის თავის გასართმევად საჭირო მოთხოვნების შესრულება? ძმა ა. მაკმილანმა, რომელმაც დედამიწაზე ცხოვრების გზა 1966 წელს დაასრულა, ამის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩ. ტ. რასელმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველმა პრეზიდენტმა, ერთხელ ძმა მაკმილანს სთხოვა, გამოეთქვა თავისი აზრი, თუ ვის შეეძლო მისი არყოფნისას პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. საუბარში ძმა მაკმილანს თავისი თავი არც ერთხელ არ მოუხსენიებია, თუმცა შესანიშნავად შეეძლო ამის გაკეთება. საუბრის დასასრულს ძმა რასელმა ძმა მაკმილანს შესთავაზა, ეფიქრა ამ დავალების საკუთარ თავზე აღების შესახებ. „გაოცებისგან გავოგნდი, — წერდა წლების შემდეგ
ძმა მაკმილანი. — პასუხის გაცემამდე, სანამ საბოლოოდ ვეტყოდი, რომ მოხარული ვიქნებოდი მის დასახმარებლად ყველაფრის გასაკეთებლად, დავფიქრდი, ძალიან სერიოზულად ავწონ–დავწონე ყოველივე და ვილოცე“.14 ცოტა ხნის შემდეგ, ძმა რასელი გარდაიცვალა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტის ადგილი გათავისუფლდა. რადგან ძმა მაკმილანი ძმა რასელის უკანასკნელი სამქადაგებლო მოგზაურობის განმავლობაში მის მოვალეობას ასრულებდა, ძმებმა უთხრეს: „მაკ, შენ უნდა დაიკავო ეს ადგილი. ძმა რასელის არყოფნისას შენ იყავი მისი წარმომადგენელი და ძმა რასელმა გვითხრა, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი, რასაც შენ გვეტყოდი. რა ვუყოთ, ის წავიდა და არასოდეს დაგვიბრუნდება. როგორც ჩანს, შენ უნდა შეასრულო მისი მოვალეობა“. ძმა მაკმილანმა კი ამ ძმებს უპასუხა: „ძმებო, ამ საქმეს ასე არ უნდა შევხედოთ. ეს უფლის საქმეა და თითოეული უფლის ორგანიზაციაში მხოლოდ იმ მდგომარეობას იკავებს, რომელსაც უფალი მისთვის სათანადოდ მიიჩნევს; მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი საჩემო არ არის“. შემდეგ ძმა მაკმილანმა ამ ადგილზე სხვისი კანდიდატურა წამოაყენა. გედეონივით, მასაც საკუთარ თავზე მოკრძალებული წარმოდგენა ჰქონდა — წარმოდგენა, რომელიც თითოეულმა კარგად უნდა შევითვისოთ.
15. რა სახით შეგვიძლია ქადაგებისას წინდახედულობის გამოვლენა?
15 დავალების შესრულებისას ჩვენც ასეთივე მოკრძალება უნდა გამოვავლინოთ. ის წინდახედული იყო და ცდილობდა, მოწინააღმდეგენი ზედმეტად არ გაეღიზიანებინა. მსგავსად ამისა, ქადაგებისას უნდა ვეცადოთ, სხვებთან ჩვენი საუბრის მანერაში მოკრძალება და წინდახედულება გამოვლინდეს. მართალია, ჩვენ სულიერ ომში ვმონაწილეობთ, რათა დავამხოთ „ძლიერება სიმაგრეთა“ და „ზრახვები“ (2 კორინთელთა 10:4, 5). მაგრამ საუბრებისას დამამცირებელი ტონი არ უნდა ჩანდეს სხვების მიმართ ან იმის საფუძვლიანი მიზეზი არ უნდა მივცეთ, რომ ჩვენს ცნობაზე უარყოფითად ლაპარაკობდნენ. ნაცვლად ამისა, პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ მათ თვალსაზრისს, ხაზი გავუსვათ იმ საკითხებს, რომლებშიც ერთმანეთს ვეთანხმებით და შემდეგ ყურადღება კეთილ ცნობაზე გავამახვილოთ (საქმეები 22:1—3; 1 კორინთელთა 9:22; გამოცხადება 21:4).
იესო — მოკრძალების უდიდესი მაგალითი
16. როგორ ცხადყო იესომ, რომ საკუთარ თავზე მოკრძალებული თვალსაზრისი ჰქონდა?
16 მოკრძალების საუკეთესო მაგალითი თვითონ იესო ქრისტემ მოგვცა *. მამამისთან ესოდენ ახლო ურთიერთობის მიუხედავად, ის უყოყმანოდ აღიარებდა, რომ იყო საკითხები, რომლებიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებს სცილდებოდა (იოანე 1:14). მაგალითად, როდესაც იაკობისა და იოანეს დედამ სთხოვა, რომ იესოს მისი ორი ძე სამეფოში თავის მარჯვნივ და მარცხნივ მოესვა, იესომ უპასუხა: „ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის“ (მათე 20:20—23). სხვა შემთხვევაში, იესომ თავისუფლად აღიარა: „ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. . . მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას“ (იოანე 5:30; 14:28; ფილიპელთა 2:5, 6).
17. როგორ გამოავლინა იესომ სხვებთან ურთიერთობაში მოკრძალება?
17 იესო არასრულყოფილ ადამიანებზე ყოველმხრივ უფრო მაღლა იდგა და თავისი მამისგან, იეჰოვასგან, ნებისმიერ ადამიანზე მეტი ძალაუფლება ჰქონდა მიღებული. მიუხედავად ამისა, თავის მიმდევრებთან დამოკიდებულებაში ყოველთვის მოკრძალებული იყო. ის არ ჩრდილავდა მათ თავისი ცოდნის შთამბეჭდავად გამოვლენით. იესო თანაუგრძნობდა ადამიანებს და მხედველობაში იღებდა მათ მოთხოვნილებებს (მათე 15:32; 26:40, 41; მარკოზი 6:31). ამგვარად, თუმცა სრულყოფილი იყო, მაქსიმალისტი არ ყოფილა. მოწაფეებისგან იმაზე მეტს არასოდეს ითხოვდა, ვიდრე შეეძლოთ და არასოდეს ჰკიდებდა იმაზე მეტ ტვირთს, რის ტარებაც შეეძლოთ (იოანე 16:12). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მასთან ურთიერთობა ამდენი ადამიანისთვის ძალების აღმდგენი იყო! (მათე 11:29).
მიჰბაძეთ იესოს მოკძრალების მაგალითს
18, 19. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს მოკრძალების მაგალითს? ა) საკუთარი თავისადმი თვალსაზრისის ჩამოყალიბებასა და ბ) სხვების მიმართ დამოკიდებულებაში?
18 თუ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულმა ადამიანმა გამოავლინა მოკრძალება, რამდენად მეტად უნდა ვავლენდეთ მას ჩვენ. არასრულყოფილი ადამიანებისთვის ხშირად ძნელია იმის აღიარება, რომ, უბრალოდ, არ ფლობენ აბსოლუტურ ძალაუფლებას. მაგრამ იესოს მიბაძვით ქრისტიანები ცდილობენ, იყვნენ მოკრძალებულები. ისინი არ არიან იმდენად ამაყები, რომ პასუხისმგებლობა არ დააკისრონ სათანადოდ მომზადებულ პირებს; ისინი არც იმდენად ქედმაღლები არიან, რომ არ მიიღონ ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთაგან მითითებები. ქრისტიანები თანამშრომლობის სულისკვეთებას ავლენენ და ცდილობენ, კრებაში ყოველივე „შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს“ (1 კორინთელთა 14:40).
19 მოკრძალება იმისკენაც გვიბიძგებს, რომ გონიერება გამოვავლინოთ და სხვებისგან მეტისმეტს არ მოველოდეთ; ამასთანავე მხედველობაში მივიღოთ სხვების მოთხოვნილებები (ფილიპელთა 4:5, აქ). ჩვენ შეიძლება გარკვეულ სფეროში სხვებზე მეტი უნარი და შესაძლებლობები გვქონდეს, მაგრამ, თუ მოკრძალებულები ვიქნებით, ყოველთვის იმის მოლოდინი არ გვექნება, რომ სხვებმა ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ აკეთონ. რადგან ვიცით, რომ თითოეულ პიროვნებას სხვადასხვაგვარი შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, მოკრძალება დაგვეხმარება, მკაცრად არ შევხედოთ სხვების შეცდომებს. პეტრე წერდა: „უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (1 პეტრე 4:8).
20. რის გაკეთება შეგვიძლია, თუ ვამჩნევთ, რომ ამა თუ იმ სფეროში მოკრძალება არ გვახასიათებს?
20 როგორც უკვე დავინახეთ, სიბრძნე მართლაც მოკრძალებულებთან არის. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ შენიშნავთ, რომ თქვენ არ გახასიათებთ მოკრძალება და უფრო კადნიერებისკენ იხრებით? გულს ნუ გაიტეხთ. მიჰყევით დავითის მაგალითს, რომელიც ლოცულობდა: «ბოროტთაგანც [„კადნიერი საქციელისგან“, აქ] განმაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ [„გაბატონდეს“, აქ] ჩემზე“ (ფსალმუნი 18:14). თუ მივბაძავთ პავლეს, გედეონისა და, ყველაზე მეტად, იესო ქრისტეს რწმენის მაგალითს, საკუთარ თავზე გამოვცდით შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებას: „მოკრძალებულებთან სიბრძნეა“ (იგავნი 11:2, აქ).
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 ბერძნული სიტყვა, რომელიც „მსახურად“ გადმოითარგმნა, შეიძლება მიუთითებდეს მონაზე, რომელიც გალერას, დიდი მრავალიარუსიანი ნიჩბიანი გემის, ქვედა იარუსზე ნიჩბებს უსვამს. ამის საპირისპიროდ „განმგებელს“ შეიძლება მეტი პასუხისმგებლობები დაეკისროს და უძრავ ქონებაზე ზრუნვაც დაევალოს. მიუხედავად ამისა, მეპატრონეთა უმრავლესობის თვალში განმგებელი გალერას მენიჩბე მონაზე უკეთესი არაფრით იყო.
^ აბზ. 12 გედეონის მიერ წინდახედულებისა და სიფრთხილის გამოვლენა სიმხდალედ არ უნდა იქნეს მიჩნეული. პირიქით, მის ვაჟკაცობას ადასტურებს ებრაელთა 11:32—38–იც, სადაც გედეონი მათ შორის არის მოხსენიებული, რომლებიც „ძლიერდებოდნენ“ და „მაგრები იყვნენ ომში“.
^ აბზ. 16 ვინაიდან მოკრძალებაში შეზღუდული შესაძლებლობების აღიარებაც შედის, არასწორი იქნებოდა იეჰოვაზე იმის თქმა, რომ მოკრძალებულია. მაგრამ ის თავმდაბალია (ფსალმუნი 18:35, აქ; [17:36]).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რა არის მოკრძალება?
• როგორ შეგვიძლია პავლეს მივბაძოთ მოკრძალებაში?
• რას ვსწავლობთ მოკრძალებასთან დაკავშირებით გედეონის მაგალითიდან?
• როგორ მოგვცა იესომ მოკრძალების ყველაზე აღმატებული მაგალითი?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 15 გვერდზე]
მოკრძალების გამო პავლე თანაქრისტიანებს ძალიან უყვარდათ.
[სურათი 17 გვერდზე]
გედეონმა ღვთის დავალების შესრულებისას წინდახედულობა გამოავლინა.
[სურათი 18 გვერდზე]
იესო, ღვთის ძე, ყოველ საქმეში მოკრძალებას ავლენს.