ისინი სიკეთესა და სიყვარულზე საუბრობენ
ისინი სიკეთესა და სიყვარულზე საუბრობენ
ბოლო წლებში, საფრანგეთში იეჰოვას მოწმეები ინტენსიური ბრალდების სამიზნეები გახდნენ. მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს დამახინჯებული ფაქტები და დეზინფორმაცია, რათა საზოგადოებაში მათ შესახებ არასწორი აზრი შეექმნათ. 1999 წლის დასაწყისში, იეჰოვას მოწმეებმა მთელ საფრანგეთში ტრაქტატის „საფრანგეთის მკვიდრნო, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს!“ 12 მილიონი ეგზემპლარი გაავრცელეს. ამ ტრაქტატში მათ წინააღმდეგ წაყენებულ ცილისმწამებლურ ბრალდებებს უარყოფდნენ.
ამ კამპანიის ჩატარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მედიცინის დოქტორმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა ჟან ბონომემ ბარათი გაუგზავნა ადგილობრივ გაზეთს, რომელიც რედაქციამ გამოაქვეყნა. მან დაწერა: „დროდადრო იეჰოვას მოწმეები შინ მაკითხავენ. მოდიან, რომ მესაუბრონ სიკეთესა და საყოველთაო სიყვარულზე. . . ისინი ოჯახში არასდროს იჭრებიან. მშვიდად საუბრობენ და მშვიდადვე ისმენენ ჩემს სკეპტიკურ აზრებს“.
იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ თვალსაზრისზე საუბრისას ბონომე ამბობს: „ის, რომ ისინი არ არიან წუთისოფლისანი, არ არის ზიანის მომტანი. სხვა მხრივ, ზოგი თვითდაჯერებული პოლიტიკოსის გულუბრყვილობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობას და საზოგადოების კეთილდღეობას“.