ქრისტიანული სიყვარული საუბარზე უფრო მეტია
ქრისტიანული სიყვარული საუბარზე უფრო მეტია
როცა ტრინიდადში მცხოვრებ ბართოლომიუების ოჯახს სახლი დაეწვა, მათ დაკარგეს ყველაფერი სიცოცხლის გარდა. ისინი მეზობლად მცხოვრებმა ნათესავმა შეიფარა, მაგრამ ეს ამბავი ამით არ დამთავრებულა.
ოლივია ბართოლომიუ იეჰოვას ერთ-ერთი მოწმეა და იმ კრების წევრებმა, სადაც ის მსახურობს — აგრეთვე ახლო-მახლო მცხოვრებმა მოწმეებმა — დაიწყეს შესაწირავების გაღება იმ სახლის მშენებლობისათვის, რომელიც მან და მისმა ოჯახმა დაკარგა. შედგა კომიტეტი, რათა აღდგენითი სამუშაოებისთვის ხელმძღვანელობა გაეწია და მშენებლობაც დაიწყო. მშენებლობაში დაახლოებით 20 მოწმე მონაწილეობდა რამდენიმე მეზობელთან ერთად. ახალგაზრდებიც შეუერთდნენ მათ, სხვებს კი საჭმელი მოჰქონდათ, რათა მშენებლებს წაეხემსათ ხოლმე.
„ჩემი ოჯახი გააოცა ამ სიკეთემ“, — თქვა ოლივიამ, როგორც ტრინიდადში გამომავალი „სანდი გარდიანი“ იუწყება — „ისინი არ არიან მოწმეები; ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს განცვიფრებისგან“.
მათი ნამოქმედარის შეჯამებისას, სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედებები ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე მიუთითებს. „ჩვენ მხოლოდ კარდაკარ არ დავდივართ სიყვარულზე სასაუბროდ, — თქვა მან, — „ჩვენ ვცდილობთ, ვიმოქმედოთ ჩვენი ქადაგების თანახმად“ (იოანე 13:34, 35).
[სურათები 32 გვერდზე]
ოლივია ბართოლომიუ ქმართან ერთად.