„კლდის ტურფა თხა“
„კლდის ტურფა თხა“
ტურფა — უმეტესობა თხის დასახასიათებლად ამ ზედსართავს არ გამოიყენებდა. თხის შესახებ შეიძლება ვფიქრობთ, რომ სასარგებლო ცხოველია; ჭამს თითქმის ყველაფერს, გვაძლევს ნოყიერ რძეს და ხორციც გემრიელი აქვს. მაგრამ მათ ძნელად თუ ვუწოდებდით ტურფას.
მიუხედავად ამისა, ბიბლია ცოლს აღწერს, როგორც ‘მოყვარულ შველსა და ტურფა ქურციკს [„კლდის თხას“, აქ]’ (იგავნი 5:18, 19). სოლომონი, რომელმაც წიგნი „იგავნი“ დაწერა, ყურადღებით აკვირდებოდა ისრაელის ბუნებას, ამიტომ, უეჭველია, რომ მას ამ მეტაფორის გამოყენების სამართლიანი მიზეზი ჰქონდა (მესამე მეფეთა 4:30—33). შესაძლებელია, მამამისის, დავითის მსგავსად, ისიც აკვირდებოდა კლდის თხებს, რომლებიც მრავლად იყვნენ ენ-გადის მიდამოებში, მკვდარი ზღვის სანაპიროებთან ახლოს.
პატარ-პატარა ჯგუფებად კლდის თხები, რომლებიც იუდეის უდაბნოში ცხოვრობდნენ, რეგულარულად ჩამოდიოდნენ გაზაფხულობით ენ-გადში. რადგან მთელ ამ ხრიოკ მხარეში მხოლოდ ენ-გადში იყო წყალუხვი ნაკადულები, საუკუნეების მანძილზე ის კლდის თხების დამარწყულებელი ადგილი იყო. ფაქტობრივად, სახელი ენ-გადი, შესაძლებელია ნიშნავდეს „თიკნის წყაროს“, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ამ მხარეში თიკნები ყოველთვის იყვნენ. საულისგან დევნილმა მეფე დავითმა თავშესაფარი „სანიამორე კლდეებში“ ჰპოვა (პირველი მეფეთა 24:2, 3).
*.
ენ-გადში დღესაც შეგიძლიათ იხილოთ დედალი ნიამორი, ანუ კლდის თხა, რომელიც მოხდენილად დაუყვება ხოლმე მამალ ნიამორთან ერთად ვიწრო კლდოვან ხევებში წყლისკენ მიმავალ გზას. ამის შემდეგ მიხვდები, თუ რატომ შეადარეს დედალი ნიამორი ერთგულ ცოლს. მისი წყნარი ბუნება და აგრეთვე მოხდენილი მანერები, მის ქალურ ღირსებაზე მეტყველებს. სიტყვა „ტურფა“, როგორც ჩანს, მიანიშნებს კლდის თხის მოხდენილობასა და სიკოხტავეზედედა ნიამორი, როგორც მოხდენილი, ისე ამტანიც უნდა იყოს. როგორც იეჰოვამ იობს მიუთითა, კლდის თხა თავის ნაშიერს იგებს კლდეებში, კლდოვან მიუვალ ადგილებში, სადაც საკვები შეიძლება არ იშოვებოდეს და ტემპერატურა ექსტრემალური იყოს (იობი 39:1). მიუხედავად ყველა ამ სირთულისა, ის თავის ნაშირებზე ზრუნავს და მათ კლდეებზე ისევე სწრაფად ასვლასა და ხტომას ასწავლის, როგორც თვითონ აკეთებს ამას. ნიამორი თავის პატარებს მტაცებლებისგანაც თავგანწირვით იცავს; ერთმა დამკვირვებელმა ნახა, თუ როგორ იგერიებდა არწივს კლდის თხა ნახევარი საათის განმავლობაში, ხოლო მისი ნაშიერი თავის დასაცავად მის ქვეშ იყო შემძვრალი.
ქრისტიან ცოლებსა და დედებს ხშირად უხდებათ არახელსაყრელ პირობებში შვილების გაზრდა. კლდის თხის მსგავსად, ისინიც თავგამოდებით და უანგაროდ იღწვიან ღვთისგან მოცემული პასუხისმგებლობის შესასრულებლად. ისინი გაბედულად ცდილობენ, დაიცვან შვილები სულიერი საშიშროებებისგან. ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ ამ მეტაფორით ქალები დაემცირებინა, პირიქით, სოლომონი ამით ყურადღებას ამახვილებდა ქალის მოხდენილობასა და სილამაზეზე — სულიერ თვისებებზე, რომლებიც თვით ყველაზე რთულ პირობებშიც კი ანათებს.
[სქოლიო]
^ აბზ. 5 ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, ამ კონტექსტში ებრაული სიტყვა ჩენ, რომელიც თარგმნილია „ტურფად“, ნიშნავს „მოხდენილ მანერებსა და აღნაგობას, სიკოხტავეს“ (The New Brown-Driver-Briggs-Gesenius Hebrew and English Lexicon).
[სურათები 30, 31 გვერდებზე]
ქრისტიანი ცოლი და დედა შესანიშნავ სულიერ თვისებებს ავლენს, ღვთისგან მოცემული პასუხისმგებლობების შესრულებისას.