თქვენ შეგიძლიათ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება
თქვენ შეგიძლიათ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება
„ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3).
1. რა მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება დღეს ადამიანთა მოქმედებებს შორის?
დიდი ხნის წინათ მალაქია ღვთის შთაგონებით წინასწარმეტყველებდა იმ დროზე, როდესაც ღვთის ხალხის მოქმედება რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა სხვა ხალხის მოქმედებისგან. წინასწარმეტყველი წერდა: „კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს“ (მალაქია 3:18). ეს წინასწარმეტყველება დღეს სრულდება. ღვთის მითითებების, და მათ შორის ზნეობრივი სიწმინდის შესახებ მოთხოვნის, შესრულება გონივრული და მართებულია ჩვენთვის, მაგრამ ეს ყოველთვის ადვილი არ არის. იესომ, არცთუ უსაფუძვლოდ, აღნიშნა, რომ ხსნისთვის ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდებოდათ (ლუკა 13:23, 24).
2. გარემოს რა ზემოქმედება უძნელებს ზოგს ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას?
2 რატომ არის ძნელი ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება? ერთ-ერთი მიზეზი გარემოს ზემოქმედებაა. შოუ-ბიზნესი უკანონო სქესობრივ კავშირს რომანტიკულ, სასიამოვნო და მოწიფულობის მაჩვენებელ რამედ წარმოგვიდგენს, მაშინ როდესაც, ფაქტობრივად, მის უარყოფით შედეგებს უგულებელყოფს (ეფესელთა 4:17—19). წარმოდგენილ ინტიმურ ურთიერთობათა უმეტესობა დაუქორწინებელ წყვილებს შორის ხდება. ხშირად კინოთეატრებსა და სატელევიზიო გადაცემებში აჩვენებენ სცენებს, სადაც სქესობრივი კავშირები წარმოდგენილია ისეთ კავშირებად, რომლებიც წყვილთაგან არც ერთს არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებს. ჩვეულებრივ, წყვილებს არა აქვთ თბილი დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა. მრავალი ასეთ კადრებს ბავშვობიდან უყურებს. გარდა ამისა, არსებობს საზოგადოების ზეგავლენაც იმ მხრივ, რომ უნდა იმოქმედო დღევანდელი ყველაფერზე ნების დამრთველი ზნეობრივი ატმოსფეროს შესაბამისად. მათ კი, რომლებიც ასე არ იქცევიან, ზოგჯერ დასცინიან ან სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ (1 პეტრე 4:4).
3. რომელია ზოგი ის მიზეზი, რის გამოც წუთისოფელში ბევრი სჩადის უზნეობას?
იაკობი 1:14, 15). მაგალითად, „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის“ არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელ ნომერში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, მრავალს სქესობრივი კავშირი პირველად მხოლოდ იმისთვის ჰქონდა, რომ ენახა, თუ როგორი იყო სექსი. სხვები კი დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ასაკის ახალგაზრდების უმეტესობა სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა და ამიტომაც თავადაც არ სურდათ უბიწობის შენარჩუნება. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თქვეს, რომ იმ დროს გრძნობებს აჰყვნენ ან ოდნავ ნასვამები იყვნენ. ჩვენ კი, თუ გვსურს, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, სხვაგვარად უნდა ვიაზროვნოთ. როგორი აზროვნება დაგვეხმარება ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში?
3 შინაგანი ბრძოლაც აძნელებს ზნეობრივი სიწმინდის დაცვას. ადამიანებში იეჰოვას მიერაა ჩადებული სექსუალური ლტოლვა, რომელიც შეიძლება ძალზე ძლიერი იყოს. ეს ლტოლვა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე, ხოლო უზნეობა დაკავშირებულია ისეთ აზროვნებასთან, რომელიც იეჰოვას აზრებს არ შეესაბამება (მყარი შეხედულების განვითარება
4. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზნეობრივი სიწმინდე შევინარჩუნოთ?
4 ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად საჭიროა გვესმოდეს, რომ ამგვარი ცხოვრების წესი ღირს ძალიხმევად. ეს აზრი შეესაბამება რომაელი ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიწერილ სიტყვებს: ‘შეიცანით, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი’ (რომაელთა 12:2). იმის შეგნება, რომ ზნეობრივი სიწმინდე ღირს ძალისხმევად, უფრო მეტის მომცველია, ვიდრე მხოლოდ იმის ცოდნა, რომ უზნეობას ღვთის სიტყვა განსჯის. მასში შედის იმ მიზეზების გაგება, თუ რატომ განისჯება უზნეობა და რა სარგებლობა მოაქვს მისგან თავის არიდებას. ამ მიზეზთაგან ზოგი წინა სტატიაში იყო განხილული.
5. ძირითადად, რატომ უნდა შეინარჩუნონ ქრისტიანებმა ზნეობრივი სიწმინდე?
5 ფაქტობრივად, ქრისტიანები უზნეობას, ძირითადად, ღმერთთან ურთიერთობიდან გამომდინარე ერიდებიან. ჩვენ გვესმის, რომ მან იცის, თუ რა არის ჩვენთვის საუკეთესო. ღვთის სიყვარული არასწორი მოქმედების შეძულებაში დაგვეხმარება (ფსალმუნი 96:10). ღმერთია ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის’ მომცემი (იაკობი 1:17). მას ვუყვარვართ. მისადმი მორჩილებით ცხადვყოფთ, რომ ჩვენც გვიყვარს ის და ვაფასებთ ყველაფერს, რასაც გვიკეთებს (1 იოანე 5:3). დაე არასოდეს გავუმტყუნოთ იეჰოვას იმედი და არასოდეს ვატკინოთ გული მისი სამართლიანი მითითებების შეუსრულებლობით (ფსალმუნი 77:41, [78:41], აქ). არასოდეს ვიმოქმედოთ ისეთნაირად, რომ ამის გამო მისი წმინდა და სამართლიანი თაყვანისმცემლობა იგმობოდეს (ტიტე 2:5; 2 პეტრე 2:2). ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებით უზენაესი პიროვნების გულს ვახარებთ (იგავნი 27:11).
6. როგორ გვეხმარება სხვებისთვის ჩვენი ზნეობრივი ნორმების გაცნობა?
6 ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნების შესახებ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის თანახმად მოქმედებაში სხვებისთვის ამ გადაწყვეტილების გაზიარება შეგიწყობთ ხელს. დაე ყველამ იცოდეს, რომ თქვენ იეჰოვა ღმერთის მსახური ხართ ფსალმუნი 63:11). არასოდეს შეგრცხვეთ, რომ სხვებთან თქვენი ზნეობრივი მრწამსის შესახებ ისაუბროთ. ამ მრწამსის ხმამაღლა გამოთქმას შეუძლია განგამტკიცოთ და დაგიცვათ თქვენ, სხვები კი თქვენი მაგალითის მისაბაძად აღძრას (1 ტიმოთე 4:12).
და მისი მაღალი ზნეობრივი ნორმების შესაბამისად მოქმედების გაგრძელებას აპირებთ. საქმე თქვენს ცხოვრებასა და თქვენს სხეულს ეხება; ეს თქვენი არჩევანია. რა წყდება ამით? ზეციერ მამასთან თქვენი ურთიერთობის საკითხი, რაც ძალზე ძვირფასია. ასე რომ, ყველასთვის ცხადი გახადეთ, რომ ზნეობრივი უმწიკვლობის საკითხში კომპრომისზე არ მიდიხართ. გეამაყებოდეთ ღვთის პრინციპების დაცვა და ამგვარი მოქმედებით მის წარმომადგენლად ყოფნა (7. როგორ შეგვიძლია ზნეობრივ სიწმინდესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შენარჩუნება?
7 მას შემდეგ, რაც მაღალი ზნეობრივი ნორმების შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეთ და თქვენი პოზიცია სხვებსაც გააცანით, ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად ზომების მიღებაა საჭირო. ერთ-ერთი საშუალება მეგობრების საგულდაგულოდ შერჩევაა. „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება“, — ამბობს ბიბლია. იმეგობრეთ მათთან, რომლებიც ისეთივე ზნეობრივი ნორმების შესაბამისად ცხოვრობენ, როგორი ნორმებითაც თქვენ ცხოვრობთ; ასეთი მეგობრები განგამტკიცებენ. საღვთო წერილის ეს მუხლი იმასაც ამბობს, რომ „ბრიყვთა მეგობარი . . . გაუბედურდება“ (იგავნი 13:20). შესაძლებლობისამებრ ეცადეთ, მოერიდოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება მოგასუსტონ თქვენი გადაწყვეტილების შესრულებაში (1 კორინთელთა 15:33).
8. ა) რატომ უნდა ვასაზრდოოთ გონება საღი „საკვებით“? ბ) რას უნდა მოვერიდოთ?
8 გარდა ამისა, საჭიროა გონება ვკვებოთ იმით, რაც ჭეშმარიტია, პატიოსანია, სამართლიანია, წმიდაა, საყვარელია, საქებარია, სათნო და ქებულია (ფილიპელთა 4:8). ამისათვის საჭიროა გონივრულად შევარჩიოთ ის, თუ რას ვუყურებთ და რას ვკითხულობთ და რა მუსიკას ვუსმენთ. იმის თქმა, რომ უზნეობით გამორჩეული ლიტერატურა გამხრწნელ გავლენას არ ახდენს, იგივე იქნებოდა, რომ გვეთქვა, ზნეობრივი სიწმინდით გამორჩეულ ლიტერატურას დადებითი გავლენა არა აქვსო. გახსოვდეთ, არასრულყოფილმა ადამიანებმა ძალიან ადვილად შეიძლება უზნეობა ჩაიდინონ. ასე რომ, სექსუალური გრძნობების აღმძვრელმა წიგნებმა, ჟურნალებმა, ფილმებმა და მუსიკამ შეიძლება ადამიანში ცუდი სურვილები წარმოშვას და, საბოლოოდ, ცოდვა ჩაადენინოს. ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად გონება ღვთიური სიბრძნით უნდა ვასაზრდოოთ (იაკობი 3:17).
უზნეობამდე მიმყვანი ნაბიჯები
9—11. სოლომონის ცნობის თანახმად, რომელმა ნაბიჯებმა მიიყვანა ერთი ბიჭი უზნეობამდე?
9 ხშირად უზნეობამდე მიმყვანი ნაბიჯები ძნელად ამოსაცნობი არ არის. ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი კი უკან დაბრუნებას ართულებს. დააკვირდით, როგორ აღწერს ამას იგავნის 7:6—23. სოლომონი ხედავს «ჭკუათხელ [„უგულო“, აქ]», კეთილ მოტივებს მოკლებულ ბიჭს. ეს ახალგაზრდა „ქუჩაში მიდიოდა, იმის [მეძავის] კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა. მიმწუხრზე, დღის მიწურულზე“. ეს არის მისი პირველი შეცდომა. მიმწუხრზე ‘გულმა’ ის სხვაგან კი არ წაიყვანა, არამედ სწორედ იმ ქუჩისკენ, სადაც, როგორც უკვე იცოდა, ჩვეულებრივ, მეძავები იყვნენ.
10 შემდეგ ვკითხულობთ: „აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი“. ბიჭი უკვე ხედავს ამ ქალს! მას შეუძლია მიბრუნდეს და სახლში წავიდეს, მაგრამ ამის გაკეთება ახლა უფრო ძნელია, ვიდრე ადრე; ამას კი განსაკუთრებით მისი ზნეობრივი სისუსტე ართულებს. ქალი მკლავებში იქცევს მას და კოცნის. ბიჭი, რომელმაც ქალს კოცნის საშუალება მისცა, ახლა უკვე მის მაცდურ სიტყვებს ისმენს: „სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, — ამბობს ის, — დღეს გადვიხადეო საღმრთო“. სამადლობელ მსხვერპლში ხორცი, ფქვილი, ზეთი და ღვინო შედიოდა (ლევიანნი 19:5, 6; 22:21; რიცხვნი 15:8—10). ამის მოხსენიებით მეძავი შეიძლება ბიჭს გადაკვრით ეუბნებოდა, რომ მას არ აკლდა სულიერობა და, ამავე დროს, იმაზეც მიანიშნებდა, რომ სახლში ბევრი კარგი საჭმელ-სასმელი ელოდათ. „წამო, — ეხვეწება ის, — დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, ალერსით ვინეტაროთ“.
11 ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას. ქალმა „ლაქარდიანი ენით შეიტყუა“ ბიჭი. ის კი მიჰყვა „როგორც დასაკლავი ხარი“ და „როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის“. სოლომონი ამ ამბის თხრობას გამომაფხიზლებელი სიტყვებით ამთავრებს: „არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს“. აქ ლაპარაკია სიცოცხლეზე, იმიტომ რომ „მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი ებრაელთა 13:4, სსგ). რა კარგი გაკვეთილია ეს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის! საჭიროა ისეთ ბილიკებზე პირველივე ნაბიჯების გადადგმისგანაც კი შევიკავოთ თავი, რომლებიც იქამდე მიგვიყვანდა, რომ ღმერთს მსჯავრი დაედო ჩვენთვის.
განსჯის“ (12. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „უგულო“? ბ) როგორ შეგვიძლია ზნეობრივი სიმტკიცის განვითარება?
12 შენიშნეთ, რომ მოხსენიებული ახალგაზრდა „უგულო“ იყო. ეს სიტყვა გვეუბნება, რომ მისი აზრები, სურვილები, მისწრაფებები, ემოციები და ცხოვრების მიზნები არ იყო ღვთისმოსაწონი. ზნეობრივმა სისუსტემ ის ტრაგიკულ შედეგამდე მიიყვანა. ამ საზარელ „უკანასკნელ დღეებში“ ზნეობრივი სიმტკიცის განვითარებას ძალისხმევა სჭირდება (2 ტიმოთე 3:1). ღმერთი ზრუნავს ჩვენს დასახმარებლად. ის ქრისტიანული კრების შეხვედრებით გვამხნევებს სიმართლის ბილიკებზე სიარულისას და საშუალებას გვაძლევს, ურთიერთობა გვქონდეს ისეთივე მიზნების მქონე ადამიანებთან, როგორიც ჩვენ გვაქვს (ებრაელთა 10:24, 25). იქ არიან კრების უხუცესები, რომლებიც გვმწყემსავენ და სამართლიანობის გზებზე სიარულს გვასწავლიან (ეფესელთა 4:11, 12). სახელმძღვანელოდ გვაქვს ღვთის სიტყვა, ბიბლია (2 ტიმოთე 3:16). გარდა ამისა, ნებისმიერ დროს გვაქვს იმაზე ლოცვის შესაძლებლობა, რომ ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით დაგვეხმაროს (მათე 26:41).
დავითის ცოდვები გაკვეთილი იყოს ჩვენთვის
13, 14. როგორ ჩაიდინა დავითმა დიდი ცოდვა?
13 სამწუხაროდ, ღვთის სამაგალითო მსახურებიც კი სჩადიოდნენ სქესობრივ უზნეობას. ერთ-ერთი მათგანი მეფე დავითი იყო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. ეჭვგარეშეა, მას ძალიან უყვარდა ღმერთი, მაგრამ ცოდვაში ჩაეფლო. როგორც სოლომონის მიერ აღწერილი ბიჭის შემთხვევაში, დავითიც გარკვეული ნაბიჯების გადადგმამ მიიყვანა ცოდვის ჩადენამდე და შემდეგ საქმის კიდევ უფრო გართულებამდე.
14 დავითი მაშინ შუახნის, შესაძლოა 50-ს გადაცილებული, იყო, როდესაც ბანიდან მობანავე მშვენიერი ბარშებაყი დაინახა. დავითმა იკითხა და გაიგო, ვინ იყო ეს ქალი. შეიტყო, რომ მისი ქმარი, ურია, ამონელთა ქალაქის, რაბას, ალყაში მომქცევთა შორის იბრძოდა. დავითმა ქალის სასახლეში მიყვანა ბრძანა, შემდეგ კი მასთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით მდგომარეობა გართულდა — ქალი დავითისგან დაორსულდა. მეფემ ომიდან გამოიწვია ურია იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი ღამეს ცოლთან გაატარებდა. ამგვარად, ყველას ეგონებოდა, რომ ბარშებაყს ბავშვი მისგან ეყოლებოდა. მაგრამ ურია სახლში არ მისულა. აწრიალებულმა დავითმა ცოდვის დასაფარავად ურია რაბაში დააბრუნა და თან სარდალთან წერილი გაატანა, რომელშიც ეწერა, რომ ეს კაცი ბრძოლაში ისეთ ადგილას გაემწესებინათ, სადაც სიკვდილი არ ასცდებოდა. ამგვარად გამოესალმა ურია სიცოცხლეს, ხოლო დავითმა მისი ქვრივი ცოლად შეირთო და ეს გააკეთა მანამ, სანამ ქალის ორსულობა გამოაშკარავდებოდა (მეორე მეფეთა 11:1—27).
15. ა) როგორ გამოაშკარავდა დავითის ცოდვა? ბ) როგორი იყო ნათანის მხილებაზე დავითის რეაქცია?
15 დავითის მიერ ცოდვის მისაჩქმალავად შედგენილი გეგმა თითქოს წარმატებით განხორციელდა. გავიდა თვეები და ბავშვი, ბიჭი, დაიბადა. თუ დავითი 31-ე ფსალმუნის წერისას ამ შემთხვევაზე ფიქრობდა, გასაგებია, ასე ძალიან რატომ ქენჯნიდა სინდისი (ფსალმუნი 31:3—5). ჩადენილი ცოდვა ღმერთს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ბიბლია ამბობს: „არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა“ (მეორე მეფეთა 11:27). იეჰოვამ მეფეს წინასწარმეტყველი ნათანი მიუგზავნა, რომელმაც შესანიშნავად დაანახვა, თუ რა ჩაიდინა. დავითმა მაშინვე აღიარა დანაშაული და იეჰოვას მიტევება სთხოვა. ამ ჭეშმარიტ მონანიებას ღმერთთან შერიგება მოჰყვა (მეორე მეფეთა 12:1—13). დავითი მხილებას არ გაუნაწყენებია. ამ საკითხისადმი მისი დამოკიდებულება ფსალმუნის 140:5-შია აღწერილი: „დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს“.
16. შეცოდებასთან დაკავშირებით რა გაფრთხილება და რჩევა მოგვცა სოლომონმა?
16 სოლომონი, დავითისა და ბარშებაყის მეორე ვაჟი, შეიძლება მამის ცხოვრების ამ შავბნელ ეპიზოდზე ფიქრობდა, როდესაც მოგვიანებით წერდა: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავნი 28:13). თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, ყურად უნდა ვიღოთ ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სიტყვები, რომლებიც გაფრთხილებაცაა და რჩევაც. ყველაფერი უნდა ვაღიაროთ იეჰოვას წინაშე და დახმარებისთვის კრების უხუცესებს მივმართოთ. უხუცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება ხომ შემცოდველთათვის გამოსწორებაში დახმარების აღმოჩენაა (იაკობი 5:14, 15).
ცოდვის შედეგები
17. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ცოდვებს გვპატიებს, რისგან არ გვიფარავს ის?
17 იეჰოვამ დავითს ცოდვა მიუტევა. რატომ? იმიტომ რომ ის ალალ-მართალი და სხვების მიმართ გულმოწყალე კაცი იყო; აგრეთვე იმიტომ, რომ დავითი ნამდვილად ინანიებდა. მიუხედავად ამისა, ის ღმერთს არ დაუფარავს იმ საშინელი შედეგებისგან, რომლებიც ყოველივე ამას მოჰყვა (მეორე მეფეთა 12:9—14). ასევეა დღესაც. იეჰოვა მომნანიებელ ადამიანს უბედურებას არ ატეხს თავს, მაგრამ არც იმ შედეგებისგან იცავს, რომლებიც მათ ცუდ საქმეებს მოჰყვება (გალატელთა 6:7). სქესობრივი უზნეობის შედეგებს შორის შეიძლება იყოს გაყრა, არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება და ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა.
18. ა) პავლეს რჩევის თანახმად, როგორ უნდა მოქცეოდა კორინთის კრება საშინელი სქესობრივი უზნეობის ჩამდენს? ბ) როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულსა და გულმოწყალებას შემცოდველთა მიმართ?
18 როდესაც სერიოზულ შეცდომას ვუშვებთ, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად გამოწვეული სირთულეების გამო ადვილად შეიძლება ძალა გამოგვეცალოს. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავუშვათ, რომ არ მოვინანიოთ და ღმერთს არ შევურიგდეთ. პირველ საუკუნეში პავლე კორინთელებს სწერდა, რომ კრებიდან მოეკვეთათ ის მამაკაცი, რომელიც სისხლის აღრევით სცოდავდა (1 კორინთელთა 5:1, 13). მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ კაცმა მთელი გულით მოინანია, პავლემ კრება დაარიგა: „აპატიეთ და ნუგეში ეცით. . . სიყვარული გამოიჩინეთ მის მიმართ“ (2 კორინთელთა 2:5—8). ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ რჩევაში მომნანიებელი ცოდვილებისადმი იეჰოვას სიყვარულსა და გულმოწყალებას ვხედავთ. ზეცაში ანგელოზები ხარობენ, როდესაც შემცოდველები ინანიებენ (ლუკა 15:10).
19. რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს არასწორი მოქმედების გამო სათანადოდ დამწუხრებამ?
19 მართალია, ცუდი საქციელი გვამწუხრებს, მაგრამ სინანული, რომელსაც ამ დროს ვგრძნობთ, ‘ბოროტისკენ მიქცევისგან’ გვიცავს (იობი 36:21). მართლაც, ცოდვის მწარე შედეგებმა უნდა შეგვაჩეროს, რათა არასოდეს გავიმეოროთ იგი. უფრო მეტიც, დავითმა ცოდვის ჩადენის შედეგად მიღებული მწარე გამოცდილება სხვების დასარიგებლად გამოიყენა. მან თქვა: „ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან“ (ფსალმუნი 50:15).
ბედნიერება იეჰოვასთვის მსახურებას მოაქვს
20. რა სარგებლობა მოაქვს ღვთის სამართლიანი მოთხოვნებისადმი მორჩილებას?
20 „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“, — თქვა იესომ (ლუკა 11:28). ღვთის სამართლიანი მოთხოვნებისადმი მორჩილებას ბედნიერება მოაქვს ახლა, ხოლო მომავალში — მარადიული სიცოცხლე. თუ ზნეობრივი სიწმინდე დღემდე შევინარჩუნეთ იეჰოვას მიერ ჩვენ დასახმარებლად უზრუნველყოფილი ყველა ღონისძიების გამოყენებით, დაე კვლავაც გავუფრთხილდეთ მას. თუ უზნეობა ჩავიდინეთ, დაე გული გაგვიმაგროს იმის ცოდნამ, რომ იეჰოვა მზად არის, აპატიოს მათ, ვინც ნამდვილად ინანიებს, და დაე მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, არასოდეს გავიმეოროთ ცოდვილი მოქმედება (ესაია 55:7).
21. მოციქულ პეტრეს რომელი რჩევის გათვალისწინება გვეხმარება ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში?
21 ეს უსამართლო წუთისოფელი, თავისი უზნეო აზროვნებითა და მოქმედებით, მალე მოისპობა. ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება სარგებლობას მოგვიტანს ახლაც და მარადიულადაც. მოციქული პეტრე წერდა: „საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარსდგეთ მშვიდობით მის წინაშე. . . რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე“ (2 პეტრე 3:14, 17).
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რატომ არ არის ადვილი ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება?
• რომელია ის ზოგი საშუალება, რომლებიც მაღალი ზნეობრივი ნორმების შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილებას განგვიმტკიცებს?
• რის სწავლა შეგვიძლია სოლომონის მიერ მოხსენებული ახალგაზრდის შეცოდების მაგალითიდან?
• რას გვასწავლის დავითის მაგალითი მონანიებასთან დაკავშირებით?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 13 გვერდზე]
სხვებისთვის თქვენი ზნეობრივი პოზიციის გაცნობა უზნეობისგან დაგიცავთ.
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
იეჰოვამ აპატია დავითს, რადგან ის გულწრფელად ინანიებდა.