არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შინაგანი სილამაზე ფასდაუდებელია

შინაგანი სილამაზე ფასდაუდებელია

შინაგანი სილამაზე ფასდაუდებელია

„ახალგაზრდა სილამაზეს ღირსებასთან აიგივებს“, — აღნიშნა ერთმა ხნიერმა ერთგულმა ქრისტიანმა.

დიახ, ადამიანი მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნულ სილამაზეს, რის გამოც ხშირად ვერ ხედავს პიროვნების შინაგან მშვენიერებას. მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვიყურებით, ჩვენი შემოქმედი ჩვენი გულის სიღრმეებს ხედავს. ამასთან დაკავშირებით ის საღი აზროვნების უშესანიშნავეს მაგალითს გვაძლევს. ბიბლიის თანახმად, ღმერთმა თქვა: „ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7).

ღმერთია ადამიანის ნამდვილი სილამაზის ფუძემდებელი. მისი სიტყვა გვიჩვენებს, რომ, როცა საქმე ადამიანის ნამდვილ ღირსებას ეხება, სულიერი თვისებებია ამ დროს უმნიშვნელოვანესი. ბიბლია ამბობს: „მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა. უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი“ (იგავნი 31:30). მართლაც, გარეგნული სილამაზე შეიძლება ნიღბავდეს შინაგან სიმახინჯეს (ესთერი 1:10—12; იგავნი 11:22). ფიზიკური სილამაზე შეიძლება დროთა განმავლობაში გაქრეს, მაგრამ შინაგან სილამაზეს, რომელიც გულიდან გამომდინარე თვისებებს მოიცავს, შეუძლია უფრო დაიხვეწოს და დიდხანს გასტანოს.

ამიტომ გონივრული იქნება, გამოვიმუშაოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე და თავშეკავება! (გალატელთა 5:22, 23) ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ფასდაუდებელი შინაგანი სილამაზე (1 პეტრე 3:3, 4).