ახლოს არის რელიგიური ერთიანობა?
ახლოს არის რელიგიური ერთიანობა?
„ჩვენი ეკლესიების ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმენი ვართ“, — თქვა კრისტიან კრაუსემ, საერთაშორისო ლუთერანული ფედერაციის პრეზიდენტმა. პაპმა იოანე პავლე II-მაც ისაუბრა ქრისტიანებს შორის სრული ერთიანობის აღდგენისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დადგომაზე.
ეს ენთუზიაზმით აღსავსე განაცხადები იმის საფუძველზე გააკეთეს, რომ 1999 წლის 31 ოქტომბერს აუგსბურგში (გერმანია) ხელი მოეწერა ოფიციალურ განცხადებას, რომელიც მხარს უჭერდა გამართლების დოქტრინის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. ამ მოვლენისთვის კარგად იყო შერჩეული დრო და ადგილი. ამბობენ, რომ 1517 წლის 31 ოქტომბერს მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე გააკრა თავისი 95 თეზისი, რამაც პროტესტანტული რეფორმის დაწყება განაპირობა. დიახ, აუგსბურგი იყო ის ადგილი, სადაც 1530 წელს ლუთერანებმა წარმოადგინეს თავიანთი ძირითადი მოძღვრება „აუგსბურგის აღსარების“ სახით, რომელიც უარყო კათოლიკურმა ეკლესიამ და რომელმაც პროტესტანტიზმსა და კათოლიციზმს შორის მწვავე კონფლიქტი გამოიწვია.
იქნება ერთობლივი დეკლარაცია გადამწყვეტი ნაბიჯი დაყოფილი ეკლესიის გასაერთიანებლად? ყველა როდი იყო ოპტიმისტურად განწყობილი. 250-ზე მეტმა პროტესტანტმა თეოლოგმა ხელი მოაწერა ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო პეტიციას, რომელშიც მოცემული იყო გაფრთხილება, რომ არსებობდა კათოლიკური ეკლესიის მიერ მართვის სადავეების ხელში ჩაგდების საშიშროება. პროტესტანტები უკმაყოფილონი იყვნენ იმის გამოც, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ გამოსცა სპეციალური ინდულგენცია 2000 წლისთვის — 500 წლის წინათაც ზუსტად ამან გამოიწვია მწვავე კონფლიქტი. და, რადგან „აუგსბურგის აღსარება“ და კათოლიკეების მხრიდან ლუთერანული რწმენის უარყოფა, რომელიც ტრიდენტის საეკლესიო კრებამ მიიღო, დღესაც ძალაშია, ერთიანობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
ქრისტიანულ სამყაროში დაყოფა და უთანხმოება იმდენად დიდია, რომ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერას მდგომარეობის გამოსწორება არ ძალუძს. გარდა ამისა, რწმენაში ერთიანობა მთლიანად დამოკიდებულია მრწამსზე, რომელიც მყარად არის დაფუძნებული ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე (ეფესელთა 4:3—6). ჭეშმარიტ ერთიანობას კომპრომისებზე წასვლა კი არ განაპირობებს, არამედ იმის სწავლა და კეთება, რასაც ღმერთი ითხოვს ჩვენგან. «ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, — განაცხადა ერთგულმა წინასწარმეტყველმა მიქამ, — ჩვენც [„მაგრამ ჩვენ“, აქ] ვივლით უფლის [იეჰოვას, აქ], ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე» (მიქა 4:5).
[საავტორო უფლება 32 გვერდზე]
© Ralph Orlowski/REUTERS/Archive Photos